ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს. ის marao.ge-ს მკითხველს რჩევებს აძლევს და თავის მოტივაციას უზიარებს:
- როგორ და რამდენი კილოგრამი დაიკელით? თავს როგორ გრძნობთ?- დაკლებაზე სერიოზული მუშაობა 1 წლის წინ დავიწყე. დიეტოლოგებსაც მივმართე, თუმცა უშედეგოდ. რატომღაც გული ვერ დავუდე. 7 თვის წინ კი "დუკანის დიეტა" დავიწყე და 38 კილოგრამი დავიკელი. ახლა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, თუმცა ჭარბი წონის გამო გამუდმებით წნევები მაწუხებდა.
- ბავშვობიდან პუტკუნა იყავით თუ შემდეგ მოიმატეთ?
- ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვიყავი. 14 წლის გავთხოვდი. მაშინ 51 კილოგრამს ვიწონიდი, მერე მოვიმატე, წონა „გამექცა“ და ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემებსაც ვუჩიოდი.
- კიდევ აგრძელებთ დიეტას? რამდენი კილოგრამი ხართ ახლა?
- 22 კილოგრამის დაკლება კიდევ მინდა და დიეტასაც არ ვარღვევ. 130-დან 92 კილოგრამზე ჩამოვედი. უბედნიერესი ვარ, თუმცა მცდელობას ისევ არ ვაკლებ.
- ალბათ, ძლიერი ნებისყოფაა საჭირო. რა გაძლევთ მოტივაციას? როდის მიხვდით, რომ რაღაც შესაცვლელი იყო?
- მეგობრები ყოველთვის კორექტულად მიმანიშნებდნენ, რომ უნდა დამეკლო, თუმცა რატომღაც ეს ამ ნაბიჯის გადადგმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა...განაგრძეთ კითხვა