10 ქალაქი, სადაც ელიტური უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს

10 ქალაქი, სადაც ელიტური უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს

საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Knight Frank-მა შეადგინა იმ ქალაქების რეიტინგი, სადაც ელიტური უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს. ექსპერტებმა შეისწავლეს მსოფლიოს 20 მსხვილი ქალაქი და რანჟირება მოახდინეს იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქში რამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის შეძენა არის შესაძლებელი 1 მლნ დოლარად.

გთავაზობთ 10 ქალაქს ყველაზე ძვირადღიღებული ელიტური უძრავი ქონებით.

1.მონაკო

ყველაზე ძვირი ელიტური უძრავი ქონება მონაკოშია, აქ 1 მლნ დოლარად მხოლოდ 16 კვადრატული მეტრის ფართობის შეძენა შეგიძლიათ.

2.ჰონკონგი

ჰონკონგში ცხოვრებაც ძვირია და შესაბამისად, ელიტური უძრავი ქონებაც არაა იაფი. ამ ქალაქში 1 მლნ დოლარადა მხოლოდ 22 კვადრატული მეტრის ყიდვა არის შესაძლებელი.

3.ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. იქ 1 მილიონ დოლარად ელიტური უძრავი ქონების მხოლოდ 25 კვადრატული მეტრის ყიდვა არის შესაძლებელი.

4. ლონდონი

ლონდონი მსოფლიო ფინანსური ცენტრია. ქვეყნის ეკონომიკის მეხუთედი სწორედ ლონდონშია. ამასთან, ლონდონი მსოფლიოში უძრავი ქონების სიძვირითაც გამოირჩევა. იქ ერთ მილიონ დოლარად მხოლოდ 28 კვადრატული მეტრის ელიტური უძრავი ქონების შეძენაა შესაძლებელი...განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე