სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა
„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

„ქარ­თუ­ლი მარ­შის“ ექ­ვსი­ვე წევ­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. მო­სა­მარ­თლე და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ გი­ორ­გი ონი­ანს, ლუკა ნაც­ვლიშ­ვილს, მი­ხე­ილ ამი­სუ­ლაშ­ვილს, ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვილს, ირაკ­ლი დო­ლენ­ჯაშ­ვილს და ბექა რე­ვა­ზიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრა.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წევ­რებ­მა მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

ექ­ვსი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი პირი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან­ვე გა­და­იყ­ვა­ნა შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

19 მარტს „ქარ­თუ­ლი მარ­შის” წევ­რებ­მა „რუს­თა­ვი 2”-ის შე­ნო­ბას­თან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი შემ­დეგ რეპ­ლი­კა გა­აპ­რო­ტეს­ტეს: “მე ვფიქ­რობ, რომ იესო ქრის­ტემ სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც 2000 წლის წინ ის­რა­ელ­ში მო­ვი­და. უნდა მო­სუ­ლი­ყო აჭა­რა­ში და ჯვარ­ზე ვე­ღარ გა­აკ­რავ­დნენ, რად­გან ხე აღარ იქ­ნე­ბო­და დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ბი­ძი­ნამ ყვე­ლა ხე თა­ვის ეზო­ში გა­დარ­გა”.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, 6 პირი კი, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ექვსივე ბრალდებული პირი მანდატურის სამსახურმა სხდომათა დარბაზიდანვე გადაიყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს