სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა
"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა

"ქარ­თუ­ლი მარ­შის" 6 აქ­ტი­ვის­ტი­დან ორს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა ცირა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, 19 მარტს "რუს­თა­ვი 2"–ის შე­ნო­ბის წინ მომ­ხდა­რის გამო გი­ორ­გი ონი­ანს ბრა­ლად ედე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120–ე, 126-ე და 239-ე მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, ლუკა ნაც­ვლიშ­ვილს – 187–ე და 239–ე მუხ­ლე­ბის, ხოლო და­ნარ­ჩენ სამ აქ­ტი­ვისტს: მი­ხე­ილ ამი­სუ­ლაშ­ვილს, ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­სა და ირაკ­ლი დო­ლენ­ჯაშ­ვილს 239–ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა.

ცირა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი მარ­შის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ და­ნა­შა­ულს არ შე­ი­ცავ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­ი­თხოვს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ სა­ერ­თოდ არ მოხ­დეს აღ­მკვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბა.

"ჩვენ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ პი­რი­ქით, "რუს­თა­ვი 2“-ის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სცე­მეს „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ­გან სამი: მი­ხე­ილ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. და­კა­ვე­ბუ­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათ ქმე­დე­ბა­ში არ არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

თავ­და­პირ­ვე­ლად და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი 239–ე მუხ­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი.

18 მარტს გა­და­ცე­მა „პოსტსკრიპ­ტუ­მის“ წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ აჭა­რა­ში ხე­ე­ბის მოჭ­რა­ზე გა­კე­თე­ბულ სი­უ­ჟეტს ასე­თი შე­სა­ვა­ლი გა­უ­კე­თა: „მე ვფიქ­რობ, რომ იესო ქრის­ტემ დიდი შეც­დო­მა და­უ­შა, რო­დე­საც სა­ქა­და­გებ­ლად 2000 წლის წინ ის­რა­ელ­ში მო­ვი­და. უნდა მო­სუ­ლი­ყო 2-3 წე­ლი­წად­ში აჭა­რა­ში და ჯვარ­ზე კი ვერ გა­აკ­რავ­დნენ, იმი­ტომ რომ ჯვრის და­სამ­ზა­დებ­ლად ხე აღარ იქ­ნე­ბო­და დარ­ჩე­ნი­ლი. ამ დრო­ის­თვის ბი­ძი­ნას ეზო­ში იქ­ნე­ბა ყვე­ლა ხე გა­დარ­გუ­ლი. ასე იცო­ცხლებ­და იესო ღრმა სი­ბე­რემ­დე უხეო აჭა­რა­ში. მთა­ვა­რია სად­მე ბი­ძი­ნას­თვის არ გა­და­ეკ­ვე­თა გზა, ან უა­რე­სი, მის ეზო­ში არ და­ე­წყო ქა­და­გე­ბა, თო­რემ იგი­ვე­ნა­ი­რად და­ას­რუ­ლებ­და, რო­გორც 2000 წლის წინ, ან უა­რე­სად" .

19 მარტს, "რუს­თა­ვი 2"-ის წინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ აქ­ტი­ვის­ტე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გა­სულ გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავ­დნენ. სწო­რედ ამ დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­ა­კა­ვეს „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა

"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა

"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 19 მარტს "რუსთავი 2"–ის შენობის წინ მომხდარის გამო გიორგი ონიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე, 126-ე და 239-ე მუხლების დარღვევა, ლუკა ნაცვლიშვილს – 187–ე და 239–ე მუხლების, ხოლო დანარჩენ სამ აქტივისტს: მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს 239–ე მუხლის დარღვევა.

ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, "ქართული მარშის" აქტივისტების მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავდა და შესაბამისად, ადვოკატი სასამართლო პროცესზე მოითხოვს, რომ ბრალდებულების მიმართ საერთოდ არ მოხდეს აღმკვეთის გამოყენება.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ პირიქით, "რუსთავი 2“-ის დაცვის თანამშრომლებმა სცემეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლები. მათგან სამი: მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. დაკავებულებს მიაჩნიათ, რომ მათ ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები“, - განაცხადა ადვოკატმა.

თავდაპირველად დაკავებულებს ბრალი 239–ე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.

18 მარტს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" .

19 მარტს, "რუსთავი 2"-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს