სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება
"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება

Whatsapp-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მელ­საც მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და­ეხ­მა­რა, მი­ლი­არ­დე­რი გამ­ხდა­რი­ყო, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს მო­უ­წო­დებს "ფე­ის­ბუ­ქი" წა­შა­ლონ.

"დროა, წა­შა­ლოთ "ფე­ის­ბუ­ქი" - წერს ბრა­ი­ან ეკტო­ნი "ტვი­ტერ­ზე" ჰეშ­თე­გით #deletefacebook. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰეშ­თე­გით ამე­რი­კა­ში ონ­ლა­ინ­კამ­პა­ნია სულ უფრო აქ­ტი­უ­რი ხდე­ბა.

ან­გა­რი­შის გა­უქ­მე­ბი­დან 90 დღეა სა­ჭი­რო, რომ მომ­ხმა­რებ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი სრუ­ლი­ად წა­ი­შა­ლოს სა­ი­ტი­დან.

ექ­ტონ­მა Whatsapp "ფე­ის­ბუქს" 19 მი­ლი­არდ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და 2014 წელს, ეს "ფე­ის­ბუ­ქის" ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბა იყო.

ჰეშ­თე­გი #deletefacebook მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი­დან გა­აქ­ტი­ურ­და - მას შემ­დეგ, რაც "გარ­დი­ან­მა" და "ნიუ-იორკ თა­იმსმა" გა­მო­აქ­ვეყ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის "კემ­ბრიჯ ანა­ლი­ტი­კას" საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" 50 მლნ მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის ინ­ფორ­მა­ცია, რა მო­ი­წო­ნეს მომ­ხმა­რებ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი "კემ­ბრიჯ ანა­ლი­ტი­კამ" პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე წესი და აშშ-ს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და­არ­ღვია - მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის არ უთ­ქვამთ, რომ მათ მო­ნა­ცე­მებს კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ; კომ­პა­ნი­ა­ში, უმე­ტე­სად, მუ­შა­ობ­დნენ ბრი­ტა­ნე­ლე­ბი და კა­ნა­დე­ლე­ბი, რო­მელ­თაც აშშ არ აძ­ლევს ნე­ბას, პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­ბან.

"კემ­ბრიჯ ანა­ლი­ტი­კას" მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ "რე­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ტედ კრუ­ზის სა­სარ­გებ­ლოდ. ამას­თან, ბრი­ტა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ეხ­მა­რე­ბო­და "ბრექ­სი­ტის" მომ­ხრე­ებს.

რთუ­ლია შე­ფა­სე­ბა, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის დროს, თუმ­ცა „კემ­ბრიჯ ანა­ლი­ტი­კას“ ყო­ფილ­მა ხელ­მძვა­ნელ­მა ალექს ნიქსმა (რო­მე­ლიც ახლა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია) გა­ნა­ცხა­და, რომ მის გა­რე­შე დო­ნალდ ტრამ­პი ვერ გა­ი­მარ­ჯვებ­და.

არა­ვინ იცის, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­უქ­მა "ფე­ის­ბუ­ქი" სკან­და­ლის შემ­დეგ, „ტვი­ტერ­ზე“ კი პოს­ტებს ჰეშ­თე­გით #deletefacebook სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი წერს, მათ შო­რის არი­ან IT სფე­რო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "წა­შა­ლე ფე­ის­ბუ­ქი" - ახა­ლი ინ­ტერ­ნეტ კამ­პა­ნია და სკან­და­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გის გარ­შე­მო

ნა­ხეთ, ასე­ვე : მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა 1 დღე­ში 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება

"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება

Whatsapp-ის დამფუძნებელი, რომელსაც მარკ ცუკერბერგი დაეხმარა, მილიარდერი გამხდარიყო, სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდებს "ფეისბუქი" წაშალონ.

"დროა, წაშალოთ "ფეისბუქი" - წერს ბრაიან ეკტონი "ტვიტერზე" ჰეშთეგით #deletefacebook. აღნიშნული ჰეშთეგით ამერიკაში ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება.

ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან.

ექტონმა Whatsapp "ფეისბუქს" 19 მილიარდ დოლარად მიჰყიდა 2014 წელს, ეს "ფეისბუქის" ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური გარიგება იყო.

ჰეშთეგი #deletefacebook მარტის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა - მას შემდეგ, რაც "გარდიანმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნეს გამოძიების შესახებ პუბლიკაციები ბრიტანული კომპანიის "კემბრიჯ ანალიტიკას" საქმიანობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით "ფეისბუქის" 50 მლნ მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვა, მათ შორის ინფორმაცია, რა მოიწონეს მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში. მიღებული მონაცემები "კემბრიჯ ანალიტიკამ" პოლიტიკური რეკლამისთვის გამოიყენა. კომპანიამ აღნიშნული ქმედებით სოციალური ქსელების რამდენიმე წესი და აშშ-ს კანონმდებლობა დაარღვია - მომხმარებლებისთვის არ უთქვამთ, რომ მათ მონაცემებს კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებდნენ; კომპანიაში, უმეტესად, მუშაობდნენ ბრიტანელები და კანადელები, რომელთაც აშშ არ აძლევს ნებას, პოლიტიკაში ჩაებან.

"კემბრიჯ ანალიტიკას" მომსახურებით სარგებლობდნენ "რეპუბლიკელები" წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპისა და ტედ კრუზის სასარგებლოდ. ამასთან, ბრიტანული ორგანიზაცია ეხმარებოდა "ბრექსიტის" მომხრეებს.

რთულია შეფასება, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა კომპანიის საქმიანობა წინასაარჩევნო კამპანიების დროს, თუმცა „კემბრიჯ ანალიტიკას“ ყოფილმა ხელმძვანელმა ალექს ნიქსმა (რომელიც ახლა თანამდებობიდან გათავისუფლებულია) განაცხადა, რომ მის გარეშე დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა.

არავინ იცის, რამდენმა ადამიანმა გააუქმა "ფეისბუქი" სკანდალის შემდეგ, „ტვიტერზე“ კი პოსტებს ჰეშთეგით #deletefacebook სულ უფრო მეტი ადამიანი წერს, მათ შორის არიან IT სფეროში ცნობილი ადამიანები.

იხილეთ ვიდეო: "წაშალე ფეისბუქი" - ახალი ინტერნეტ კამპანია და სკანდალი მარკ ცუკერბერგის გარშემო

ნახეთ, ასევე : მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე