სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკოლა სარკოზი ციხეში, მუამარ კადაფის შვილი კი პრეზიდენტად? - რა ვერსიებია ექსპრეზიდენტის დაკავებაზე
ნიკოლა სარკოზი ციხეში, მუამარ კადაფის შვილი კი პრეზიდენტად? - რა ვერსიებია ექსპრეზიდენტის დაკავებაზე

საფ­რან­გეთ­ში, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და­ა­კა­ვეს. ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტო­რის მუ­ა­მარ კა­და­ფის­გან აღე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის გამო, შე­საძ­ლოა მას პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯონ.

63 წლის ნი­კო­ლა სარ­კო­ზი საფ­რან­გეთს 2007-დან 2012-წლამ­დე მარ­თავ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კუ­ლუ­ა­რულ პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. 2011 წელს, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ლი­ბი­ა­ში, მუ­ა­მარ კა­და­ფის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომში ჩა­ე­რივ­ნენ, მა­შინ საფ­რან­გეთ­ში ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბით უფრო მე­ტად აქ­ტი­უ­რობ­და.

პო­ლოვ­ნი­კი კა­და­ფი საფ­რან­გე­თის ლი­დე­რის ასეთ აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე ამ­ბობ­და, რომ სარ­კო­ზი ამ გზით იმ ფაქ­ტე­ბის გა­და­მალ­ვას ცდი­ლობ­და, რო­მე­ლიც მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­სა და ლი­ბი­ი­დან მი­ღე­ბულ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უკავ­შირ­დე­ბო­და. კა­და­ფის თქმით, სარ­კო­ზიმ მა­შინ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აიღო.

2011 წლის გა­ზა­ფხულ­ში ჩა­წე­რილ აუ­დი­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც უკვე მუ­ა­მარ კა­და­ფის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ France 3-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ლი­ბი­ის ლი­დე­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ საკ­რო­ზიმ მას დახ­მა­რე­ბის­თვის თა­ვად მი­მარ­თა.

"ის მხო­ლოდ ჩემი დახ­მა­რე­ბით გახ­და პრე­ზი­დენ­ტი. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ მას გაკრვე­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას გა­მა­ჯრ­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა" - აცხა­დებ­და მა­შინ პოლ­კოვ­ნი­კი, რო­მე­ლიც მა­შინ ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ თუ საფ­რან­გეთ­ში სარ­კო­ზი არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებ­და, ეს მათ, ლი­ბი­ე­ლებს უფრო გა­აძ­ლი­ე­რებ­და.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სარ­კო­ზიმ ლი­ბი­ი­დან თან­ხა მი­ი­ღო, მუ­ა­მარ კა­და­ფის შვი­ლი საიფ ალ-ის­ლა­მიც ადას­ტუ­რებს. Liberation-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის აცხა­დებს, რომ "სარ­კო­ზი იმ ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და, რო­მე­ლიც მან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­ხარ­ჯა..."

თავ­და­პირ­ვე­ლად, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ამ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფ­და და კა­და­ფის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბებს სიც­რუ­ეს უწო­დებ­და. თუმ­ცა, Mediapart-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2006 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც ლი­ბი­ის დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი მუსა კუსა, შუ­ა­მავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სარ­კო­ზის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის­თვის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­და­რი­ცხვის საქ­მე­ზე სან­ქცი­ას გას­ცემ­და.

2012 წლის მა­ის­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებ­და ლი­ბი­ის ექს-პრე­მი­ე­რი ბა­შირ ასა­დი, თუმ­ცა, ახლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ბე­ლო­რუ­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ალ­ქე­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გვა­რიც გაჩ­ნდა. მისი თქმით, თან­ხის გა­და­რი­ცხვა­ზე მას პი­რა­დად მუ­ა­მარ კა­და­ფი ესა­უბ­რა...

"ვიცი, რომ მან კა­და­ფის­გან 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აიღო, ამის შე­სა­ხებ თა­ვად კა­დაფ­მა მი­ამ­ბო, რო­დე­საც მინ­სკში იყო ჩა­მო­სუ­ლი... შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც ან­გრევ­დნენ და აფეთ­ქებ­დნენ კა­დაფს, რათა ეს საქ­მე გა­და­ე­ფა­რათ" - აცხა­დებს ლუ­კა­შენ­კო Интерафкс -თან სა­უბ­რი­სას, თუმ­ცა რა­ტომ დუმ­და აქამ­დე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე , ამა­ზე არა­ფერს ამ­ბობს.

2016 წელს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ბიზ­ნეს­მენ ზი­ა­და ტა­კი­ედ­დი­ნას­გან მი­ი­ღეს ჩვე­ნე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობ­და, რომ 2006 წლის ბო­ლო­სა და 2007 წლის და­სა­წყის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის თან­ხა ჩე­მოდ­ნით გა­და­ი­ტა­ნა საფ­რან­გეთ­ში და "ტვირ­თი" ად­გი­ლობ­რივ­მა შს სა­მი­ნის­ტრომ ჩა­ი­ბა­რა.

2018 წელს, ლონ­დონ­ში, პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს ფრან­გი ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე ჯური, რო­მე­ლიც ლი­ბი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის საქ­მე­ში შუ­ა­მავ­ლად ით­ვლე­ბო­და. მას, ლი­ბი­ის ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ბაში სალეხ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თა­ვად სალე­ხი კი, მუ­ა­მარ კა­და­ფის მრჩე­ვე­ლი იყო. ახლა, რო­დე­საც სარ­კო­ზის ციხე ემუქ­რე­ბა, მუ­ა­მარ კა­და­ფის შვი­ლი, საიფ ალ-ის­ლა­მი პრე­ზი­დენ­ტი­ბის­ვის ემ­ზა­დე­ბა.

მას ამ­ნის­ტია 2017 წელს შე­ე­ხო და პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის აკ­რე­ფას შე­უდ­გა. შე­საძ­ლოა, ის ლი­ბი­ა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­ბი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­მი­ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ლი­დე­რიც გახ­დეს. გა­სულ წელს, ოჯა­ხის პრეს-მდი­ვან­მა ბა­სე­მა ალ-ხა­შიმ სო­უ­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ საიფ აილ ის­ლა­მი პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის იბ­რძო­ლებს.

საქ­მე ის არის, რომ იმ ლი­ბი­ე­ლე­ბის­თვის, ვინც ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომე­ბით და­ი­ღა­ლა, აის ის­ლა­მი მუ­ა­მარ კა­და­ფა­თან ასო­ცირ­დე­ბა და და მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბი ვი­საც მი­ა­აჩ­ნია, რომ მუ­ა­მარ კა­და­ფის დროს, ლი­ბია მთელ აფ­რი­კა­ში ეკო­ნო­მი­უ­რად ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, თუ კა­და­ფის შვილს კარ­გი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის უნა­რი ექ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სიც გა­უჩ­ნდეს. საქ­მე ის არის, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ ნი­კო­ლა სარ­კო­ზის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. მან შე­საძ­ლოა, კენ­ჭი "ლი­ბი­ის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" ხა­ზით იყა­როს. საიფ ალ ის­ლამ კა­და­ფი აცხა­დებს, რომ მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რი ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო შე­რი­გე­ბას და ქვეყ­ნის აღ­დგე­ნას ჩა­უ­ყა­როს სა­ფუძ­ვე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნიკოლა სარკოზი ციხეში, მუამარ კადაფის შვილი კი პრეზიდენტად? - რა ვერსიებია ექსპრეზიდენტის დაკავებაზე

ნიკოლა სარკოზი ციხეში, მუამარ კადაფის შვილი კი პრეზიდენტად? - რა ვერსიებია ექსპრეზიდენტის დაკავებაზე

საფრანგეთში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააკავეს. ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფისგან აღებული მილიონების გამო, შესაძლოა მას პატიმრობა მიუსაჯონ.

63 წლის ნიკოლა სარკოზი საფრანგეთს 2007-დან 2012-წლამდე მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მის არჩევასთან დაკავშირებით, კულუარულ პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება. 2011 წელს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ლიბიაში, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო ომში ჩაერივნენ, მაშინ საფრანგეთში ამერიკასთან შედარებით უფრო მეტად აქტიურობდა.

პოლოვნიკი კადაფი საფრანგეთის ლიდერის ასეთ აქტიურობაზე ამბობდა, რომ სარკოზი ამ გზით იმ ფაქტების გადამალვას ცდილობდა, რომელიც მის წინასაარჩევნო კამპანიასა და ლიბიიდან მიღებულ ფინანსურ მხარდაჭერას უკავშირდებოდა. კადაფის თქმით, სარკოზიმ მაშინ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აიღო.

2011 წლის გაზაფხულში ჩაწერილ აუდიოინტერვიუში, რომელიც უკვე მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ France 3-მა გამოაქვეყნა, ლიბიის ლიდერი ამტკიცებდა, რომ საკროზიმ მას დახმარებისთვის თავად მიმართა.

"ის მხოლოდ ჩემი დახმარებით გახდა პრეზიდენტი. ჩვენ შევთავაზეთ მას გაკრვეული წინადადებები, რომელიც მას გამაჯრვებაში დაეხმარა" - აცხადებდა მაშინ პოლკოვნიკი, რომელიც მაშინ ასევე ამბობდა, რომ თუ საფრანგეთში სარკოზი არჩევნებს მოიგებდა, ეს მათ, ლიბიელებს უფრო გააძლიერებდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარკოზიმ ლიბიიდან თანხა მიიღო, მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-ისლამიც ადასტურებს. Liberation-თან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ "სარკოზი იმ ფულის უკან დაბრუნებას აპირებდა, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს დახარჯა..."

თავდაპირველად, ნიკოლა სარკოზი ამ ბრალდებას უარყოფდა და კადაფის ოჯახის განცხადებებს სიცრუეს უწოდებდა. თუმცა, Mediapart-მა გამოაქვეყნა 2006 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ლიბიის დაზვერვის უფროსი მუსა კუსა, შუამავლების საშუალებით, სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისთვის 50 მილიონი დოლარის გადარიცხვის საქმეზე სანქციას გასცემდა.

2012 წლის მაისში ამ ინფორმაციას ადასტურებდა ლიბიის ექს-პრემიერი ბაშირ ასადი, თუმცა, ახლა მოულოდნელად დოკუმენტაციაში ბელორუსიის პრეზიდენტის ალქესანდრე ლუკაშენკოს გვარიც გაჩნდა. მისი თქმით, თანხის გადარიცხვაზე მას პირადად მუამარ კადაფი ესაუბრა...

"ვიცი, რომ მან კადაფისგან 100 მილიონი დოლარი აიღო, ამის შესახებ თავად კადაფმა მიამბო, როდესაც მინსკში იყო ჩამოსული... შესაძლოა, ამიტომაც ანგრევდნენ და აფეთქებდნენ კადაფს, რათა ეს საქმე გადაეფარათ" - აცხადებს ლუკაშენკო Интерафкс -თან საუბრისას, თუმცა რატომ დუმდა აქამდე ამ ყველაფერზე , ამაზე არაფერს ამბობს.

2016 წელს სამართალდამცავმა ორგანოებმა ბიზნესმენ ზიადა ტაკიედდინასგან მიიღეს ჩვენება, სადაც ის ამბობდა, რომ 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა ჩემოდნით გადაიტანა საფრანგეთში და "ტვირთი" ადგილობრივმა შს სამინისტრომ ჩაიბარა.

2018 წელს, ლონდონში, პარიზის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს ფრანგი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯური, რომელიც ლიბიიდან ჩამოტანილი მილიონების საქმეში შუამავლად ითვლებოდა. მას, ლიბიის ფონდის წარმომადგენელთან ბაში სალეხთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თავად სალეხი კი, მუამარ კადაფის მრჩეველი იყო. ახლა, როდესაც სარკოზის ციხე ემუქრება, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამი პრეზიდენტიბისვის ემზადება.

მას ამნისტია 2017 წელს შეეხო და პოლიტიკური ქულების აკრეფას შეუდგა. შესაძლოა, ის ლიბიასა და ადგილობრივი ლიბიის ნაციონალური არმიის ყველაზე გავლენიანი ლიდერიც გახდეს. გასულ წელს, ოჯახის პრეს-მდივანმა ბასემა ალ-ხაშიმ სოულიმ განაცხადა, რომ საიფ აილ ისლამი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

საქმე ის არის, რომ იმ ლიბიელებისთვის, ვინც ქვეყანაში სამოქალაქო ომებით დაიღალა, აის ისლამი მუამარ კადაფათან ასოცირდება და და მისი გაპრეზიდენტების წინააღმდეგი არიან. თუმცა, არიან ისეთები ვისაც მიააჩნია, რომ მუამარ კადაფის დროს, ლიბია მთელ აფრიკაში ეკონომიურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, თუ კადაფის შვილს კარგი კოალიციის შექმნის უნარი ექნება, შესაძლოა, მას პრეზიდენტობის რეალური შანსიც გაუჩნდეს. საქმე ის არის, რომ მისი პრეზიდენტობის სურვილის შესახებ ინფორმაცია სწორედ ნიკოლა სარკოზის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. მან შესაძლოა, კენჭი "ლიბიის სახალხო ფრონტის" ხაზით იყაროს. საიფ ალ ისლამ კადაფი აცხადებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა და უნარი ქვეყანაში სამოქალაქო შერიგებას და ქვეყნის აღდგენას ჩაუყაროს საფუძველი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე