სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკა გვარამია: "არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს... გაბუნიას გამოეცხადა საყვედური"
ნიკა გვარამია: "არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს... გაბუნიას გამოეცხადა საყვედური"

"რუს­თა­ვი 2“-ის ეთი­კის საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­მო­ე­ცხა­დოს საყ­ვე­დუ­რი, რა­მე­თუ მის მიერ აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ლა­ხავ­და ქრის­ტი­ან მორ­წმუ­ნე­თა პი­რად რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან დღეს "რუს­თა­ვი 2"-თან მომ­ხდა­რი აქ­ცი­ი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე თავ­დას­ხმის სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის­გან.

"არ­ხის სა­ხე­ლით ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლა მორ­წმუ­ნეს, ვიცი გრძნო­ბე­ბიც უნებ­ლი­ედ შე­ი­ლა­ხა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით, თუმ­ცა ამ მორ­წმუ­ნე­ებ­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს აქ იყ­ვნენ, არც ერთი მო­ძა­ლა­დე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩვენს მიერ ქრის­ტეს მიმ­დევ­რად. დღეს რუს­თა­ვი 2-ის ეთი­კის საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­ლახ­ვას გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო...

ეთი­კის კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა ამ სა­კი­თხზე და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­მო­ე­ცხა­დოს საყ­ვე­დუ­რი, რა­მე­თუ მის მიერ აზ­რის გა­მო­ხატ­ვა არ­ღვევ­და, ლა­ხავ­და ქრის­ტი­ან მორ­წმუ­ნე­თა პი­რად რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს, მით უფრო იმ გა­რე­მო­ე­ბა­ში, რო­დე­საც ამის ლე­გი­ტი­მუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სი არ არ­სე­ბობს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან ჟურ­ნა­ლის­ტმა თავი უნდა შე­ი­კა­ვოს. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოხ­და ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა. ეხე­ბო­და ეს სხვა რე­ლი­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­საც, მათ შო­რის, არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნულს და მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი ეთი­კის საბ­ჭოს მიერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ნა­ხეთ ვი­დეო

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­უ­ლად ჩა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და "საკ­მა­ოდ გა­უ­ჭირ­და სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მო­ხერ­ხდა".

"თუმ­ცა შსს-დან რე­გი­რე­ბას ჩვენ სრულ­ყო­ფი­ლად არ ჩავ­თვლით, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ე­ცე­მი­ან სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და არ იქ­ნე­ბი­ან დრო­ზე იზო­ლი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­ი­ამ.

ნა­ხეთ ვი­დეო: გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სი­ტყვა, რა­საც "რუს­თა­ვი 2"-თან "ქარ­თუ­ლი მარ­შის" და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა

მი­სი­ვე თქმით, "რუს­თა­ვი 2" მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, პო­ლიტ­კურ ძა­ლებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და ხალ­ხს.

"ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია დგას ან­გა­რიშს­წო­რე­ბის რის­კის წი­ნა­შე რუ­სე­თი­დან მარ­თუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან. მო­გი­წო­დებთ, გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვენს ძა­ლებ­ში შე­დის, რათა და­ცუ­ლი იყოს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვაფრ­თხი­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა მარ­ტო ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას, „რუს­თა­ვი 2“-ის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მელ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის, მათი თა­ვი­დან ერთი ღერი თმის ჩა­მო­ვარ­დნა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. დღე­ი­დან მათ მარ­თებთ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გნენ სა­კითხს და ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­დას­ტუ­რონ, რომ ეს ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არ არის მარ­თუ­ლი. თუ ისი­ნი უმ­კაც­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­ეც­ნენ და არ მოხ­და მათი იზო­ლა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან, ჩვენ უფ­ლე­ბას ვი­ტო­ვებთ ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს ძალა მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, “ქარ­თულ­მა მარშმა” ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”-თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ გუ­შინ ეთერ­ში გა­სულ ხუმ­რო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. “მე ვფიქ­რობ, რომ იესო ქრის­ტემ სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც 2000 წლის წინ ის­რა­ელ­ში მო­ვი­და. უნდა მო­სუ­ლი­ყო აჭა­რა­ში და ჯვარ­ზე ვე­ღარ გა­აკ­რავ­დნენ, რად­გან ხე აღარ იქ­ნე­ბო­და დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ბი­ძი­ნამ ყვე­ლა ხე თა­ვის ეზო­ში გა­დარ­გა”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ აჭა­რა­ში ხე­ე­ბის მოჭ­რის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნიკა გვარამია: "არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს... გაბუნიას გამოეცხადა საყვედური"

ნიკა გვარამია: "არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს... გაბუნიას გამოეცხადა საყვედური"

"რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს" - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან დღეს "რუსთავი 2"-თან მომხდარი აქციისა და ტელევიზიის წარმომადგენლებზე თავდასხმის სწრაფი გამოძიება მოითხოვა შესაბამისი ორგანოებისგან.

"არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს, ვიცი გრძნობებიც უნებლიედ შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ იყვნენ, არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. დღეს რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო...

ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა ეს სხვა რელიგიურ მიმართულებებსაც, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანულს და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული" - განაცხადა გვარამიამ.

ნახეთ ვიდეო

მან მადლობა გადაუხადა საპატრულო სამსახურს, რომელიც ოპერატიულად ჩაერთო მდგომარეობაში და "საკმაოდ გაუჭირდა სიტუაციის ლოკალიზება, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მოხერხდა".

"თუმცა შსს-დან რეგირებას ჩვენ სრულყოფილად არ ჩავთვლით, თუ ეს ადამიანები არ მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არ იქნებიან დროზე იზოლირებული საზოგადოებისგან", - განაცხადა გვარაიამ.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

მისივე თქმით, "რუსთავი 2" მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პოლიტკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხალხს.

"ჩვენი ტელევიზია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური თავისუფლება. ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, არა მარტო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, „რუსთავი 2“-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი თავიდან ერთი ღერი თმის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკითხს და ჩვენ და საზოგადოებას დაუდასტურონ, რომ ეს ძალა ხელისუფლების მხრიდან არ არის მართული. თუ ისინი უმკაცრეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ და არ მოხდა მათი იზოლაცია საზოგადოებიდან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, “ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ