სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" ეხმაურება
ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" ეხმაურება

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლის ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს მისი მე­უღ­ლე თე­ო­ნა შა­ლამ­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ორი დღის წინ .... ცხოვ­რობ პა­ტა­რა ბედ­ნი­ერ ოჯახ­ში მე­უღ­ლეს­თან და 3 შვილ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა გაქვს იგი­ვე პა­ტა­რა თუ დიდი პრობ­ლე­მე­ბი რაც ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტან­დარ­ტუ­ლი ოჯა­ხით. და არ გგო­ნია, რომ ერთ დღე­საც შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ვინ­მემ და­გინ­გრი­ოს ასე და­უნ­დობ­ლად, სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით და გა­წი­როს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ადა­მი­ა­ნი და ადა­მი­ა­ნე­ბი...

ორი დღეა ვის­მენ აბ­სურ­დულ, ალო­გი­კურ და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს ზვი­ა­დის მი­მართ წლე­ბის წინ "მომ­ხდარ­დარ" ამ­ბებ­ზე დღეს, ვცდი­ლობ და­ვა­იგ­ნო­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ და ვცდი­ლობ ავა­რი­დო ჩემი შვი­ლე­ბი ამ და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას....

რო­დე­საც პრე­ტენ­ზია გაქვს სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე რა­ი­მე შე­დე­გის სა­ნაც­ვლოდ, მი­ნი­მუმ მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა შეხ­ვდე, მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის შე­თხზა ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­როს­თვის ერ­თგვა­რო­ვა­ნი ტექ­სტი, დადო ფაქ­ტე­ბი და გა­მო­აშ­კა­რა­ვო „მსხვერ­პლი“.

ზვი­ა­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შე­სა­ხებ ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ზე დარ­ტყმის ასა­რი­დებ­ლად.

თან ვფიქ­რობ: თქვე­ნი მი­ზა­ნია "მო­ძა­ლა­დის" "მხი­ლე­ბა", თქვენ გინ­დათ, რომ ქა­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბას აღარ ჰქო­ნო­დეს ად­გი­ლი, თქვენ გინ­დათ, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი "და­იც­ვათ"… და ამ დროს რას აკე­თებთ? ძა­ლა­დო­ბით იჭ­რე­ბით სხვის ცხოვ­რე­ბა­ში, ცდი­ლობთ გა­ა­ნად­გუ­როთ ჩემი ქმა­რი, და­მი­ზაფ­როთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და და­მინ­გრი­ოთ ოჯა­ხი!

მად­ლო­ბა "ქალ­თა" მოძ­რა­ო­ბას! ზვი­ა­დი თა­ვის სი­მარ­თლებს ცი­ვი­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით და­ამ­ტკი­ცებს და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი ოჯა­ხის და­სა­ცა­ვად!" - წერს შა­ლამ­ბე­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, მას შემ­დეგ რაც ომ­ბუდსმენ­მა ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი სამ­ზა­უს ბორ­დის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა "ქალ­თა მოძ­რა­ო­ბამ" პარ­ლა­მენტს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­მარ­თა. მი­მარ­თვა­ში "ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა" ზვი­ად დევ­და­რი­ანს "ქალ­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

წა­ი­კი­თხეთ: ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი 21 წლის გო­გოს პა­სუ­ხობს - "არა­ვი­თა­რი ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი ჩვენს შო­რის არ მომ­ხდა­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" ეხმაურება

ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალს მისი მეუღლე თეონა შალამბერიძე "ფეისბუქზე" ეხმაურება:

"ორი დღის წინ .... ცხოვრობ პატარა ბედნიერ ოჯახში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, შესაძლოა გაქვს იგივე პატარა თუ დიდი პრობლემები რაც ოჯახების უმრავლესობას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახით. და არ გგონია, რომ ერთ დღესაც შეიძლება ეს ყველაფერი ვინმემ დაგინგრიოს ასე დაუნდობლად, სასტიკი მეთოდებით და გაწიროს უდანაშაულოდ ადამიანი და ადამიანები...

ორი დღეა ვისმენ აბსურდულ, ალოგიკურ და უსაფუძვლო ბრალდებებს ზვიადის მიმართ წლების წინ "მომხდარდარ" ამბებზე დღეს, ვცდილობ დავაიგნორო ადამიანები, რომლებიც ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ და ვცდილობ ავარიდო ჩემი შვილები ამ დაძაბულ სიტუაციას....

როდესაც პრეტენზია გაქვს სერიოზულ განცხადების გაკეთებაზე რაიმე შედეგის სანაცვლოდ, მინიმუმ მომზადებული უნდა შეხვდე, მეტი დამაჯერებლობისთვის შეთხზა ყველა საინფორმაციო წყაროსთვის ერთგვაროვანი ტექსტი, დადო ფაქტები და გამოაშკარავო „მსხვერპლი“.

ზვიადის გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო სახალხო დამცველზე დარტყმის ასარიდებლად.

თან ვფიქრობ: თქვენი მიზანია "მოძალადის" "მხილება", თქვენ გინდათ, რომ ქალების შევიწროვებას აღარ ჰქონოდეს ადგილი, თქვენ გინდათ, რომ ქალთა უფლებები "დაიცვათ"… და ამ დროს რას აკეთებთ? ძალადობით იჭრებით სხვის ცხოვრებაში, ცდილობთ გაანადგუროთ ჩემი ქმარი, დამიზაფროთ ოჯახის წევრები და დამინგრიოთ ოჯახი!

მადლობა "ქალთა" მოძრაობას! ზვიადი თავის სიმართლებს ცივილური და სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის დასაცავად!" - წერს შალამბერიძე.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ომბუდსმენმა ზვიად დევდარიანი სამზაუს ბორდის წევრობის კანდიდატად წარადგინა "ქალთა მოძრაობამ" პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა. მიმართვაში "ქალთა მოძრაობა" ზვიად დევდარიანს "ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში" ადანაშაულებდა.

წაიკითხეთ: ზვიად დევდარიანი 21 წლის გოგოს პასუხობს - "არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ