სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ - "სიდას" ხელმძღვანელის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე
ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ - "სიდას" ხელმძღვანელის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სი­დას” ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რო­ბი­დან სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას ხსნის. ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“გუ­შინ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად ჩემ­ზე, ჩემს ოჯახ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ზე­წო­ლა და შან­ტა­ჟი, რაც დღეს „ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით გაგ­რძელ­და, რო­მე­ლიც ლა­ხავს ჩემს რე­პუ­ტა­ცი­ას, ან­გრევს ჩემს ოჯახს, დარ­ტყმას აყე­ნებს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და მთლი­ა­ნად სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს. ამ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ემო­ცი­ე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა, თუმ­ცა გა­მოწ­ვე­ვა სე­რი­ო­ზუ­ლია და რის­კე­ბი მხო­ლოდ პი­როვ­ნუ­ლად მე არ მი­კავ­შირ­დე­ბა.

მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ მთლი­ა­ნად ამ დის­კუ­სი­ა­სა და გან­ცხა­დე­ბა­შიც არე­უ­ლია მო­რა­ლი­სა და „და­ნა­შა­უ­ლის“ შე­მად­გე­ნე­ლი. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მე პი­როვ­ნუ­ლად არ მოვ­წონ­დე, ან ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს, თუმ­ცა ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა და გავ­ლე­ნა, რაც იყო ნახ­სე­ნე­ბი გან­ცხა­დე­ბა­ში, ბო­რო­ტად არას­დროს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია.

დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ ჩემი კან­დი­და­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რას­თან, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა საბ­ჭო­ში პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პირ­და­პირ მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ქალ­თა ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, რომ მო­მეხ­სნა ჩემი კან­დი­და­ტუ­რა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გავ­რცელ­დე­ბო­და ღია წე­რი­ლი, ვთვლი, რომ არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შან­ტა­ჟი.

წლე­ბია ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს და ერ­თად ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეც გვი­კე­თე­ბია ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში. ამ ფონ­ზე ის­მის ძა­ლა­დო­ბა­სა და და­ნა­შა­ულ­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რა­ზეც გან­ცხა­დე­ბა­შია სა­უ­ბა­რი და რაც არა­ნა­ირ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ მაძ­ლევს ჩემი პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტო კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე. მე არას­დროს გამ­ჭირ­ვე­ბია შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა, რო­დე­საც ჩემ­თვის ნა­თე­ლია სა­კუ­თა­რი გა­დაც­დო­მა და ამის­თვის ყო­ველ­თვის მზად ვარ.

თუ ეს ბრალ­დე­ბე­ბი გაც­დე­ბა ზო­გად გან­ცხა­დე­ბებს, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და ჯგუ­ფებს, მე მზად ვარ სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო დავა.

ჩემი თვით­მი­ზა­ნი არ არის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა და ჩემი აქ­ტი­ვიზ­მი ყო­ველ­თვის სა­ერ­თო საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი. იმის გამო, რომ არ მი­ად­გეს ჩრდი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბას და ზო­გა­დად დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს, ვხსნი ჩემს კან­დი­და­ტუ­რას საბ­ჭოს წევ­რო­ბი­დან.

აქვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სჯე­რათ ჩემი, ვინც ამ რთულ მო­მენ­ტში მი­ნი­მუმ კი­თხვის ნი­შანს სვამს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამა­ვე დროს, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ აყე­ნებს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას”, - ნათ­ქვა­მია ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, "ქალ­თა მოძ­რა­ო­ბამ" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს დღეს მი­მარ­თა. მი­მარ­თვა­ში “ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა“ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორ­დის წევ­რად წარ­დგე­ნილ ზვი­ად დევ­და­რი­ანს, „ქალ­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში“ ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც “ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის“ სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი მხი­ლე­ბუ­ლია „სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ათამ­დე შემ­თხვე­ვა­ში“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ - "სიდას" ხელმძღვანელის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე

ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ - "სიდას" ხელმძღვანელის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ზვიად დევდარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია.

დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.

წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე. მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა.

ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი, ვინც ამ რთულ მომენტში მინიმუმ კითხვის ნიშანს სვამს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ქალთა უფლებების მნიშვნელობას”, - ნათქვამია ზვიად დევდარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქალთა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს დღეს მიმართა. მიმართვაში “ქალთა მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად წარდგენილ ზვიად დევდარიანს, „ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში“ ადანაშაულებს.

როგორც “ქალთა მოძრაობის“ საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი, ზვიად დევდარიანი მხილებულია „სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ