სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს, რომელიც სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა
საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს, რომელიც სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა

გუ­და­ურ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს. 16 მარტს გუ­და­ურ­ში სა­ა­ვა­რიო ტრა­სის ავა­რი­უ­ლად გა­ჩე­რე­ბის გამო, და­შა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ოლეგ ვიტ­რო­ვი, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით თბი­ლის­ში, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, უკვე გა­ე­წე­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და თხი­ლა­მუ­რე­ბით სას­რი­ა­ლოდ გუ­და­ურ­ში დაბ­რუნ­და.

ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს 6 და­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მკურ­ნა­ლო­ბას და მათი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბის თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა გა­უ­წი­ეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­და­ურ­ში, გუ­შინ, სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე სა­ბა­გი­როს ავა­რი­უ­ლად გა­ჩე­რე­ბის გამო 11 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ორ­სუ­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ის ამ­ჟა­მად “მე­დიქ­ლაბ­ში” მკურ­ნა­ლობს. ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში კი მკურ­ნა­ლო­ბას 5 პა­ცი­ენ­ტი აგ­რძე­ლებს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­წე­რეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 275-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს, რომელიც სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა

საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს, რომელიც სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა

გუდაურში დაშავებული რუსეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 16 მარტს გუდაურში საავარიო ტრასის ავარიულად გაჩერების გამო, დაშავებული რუსეთის მოქალაქე ოლეგ ვიტროვი, რომელიც გუშინ სამედიცინო შემოწმების მიზნით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადაყვანილი, უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და თხილამურებით სასრიალოდ გუდაურში დაბრუნდა.

ამჟამად თბილისში მკურნალობას განაგრძობს 6 დაშავებული, რომელთა მკურნალობას და მათი თანხმლები პირების თბილისში ცხოვრებასა და გადაადგილებას ორგანიზება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა გაუწიეს.

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ