სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საბაგიროზე სავარაუდოდ, მუხრუჭმა ვერ დაიჭირა" - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ობიექტი დეკემბერში შეამოწმა
"საბაგიროზე სავარაუდოდ, მუხრუჭმა ვერ დაიჭირა" - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ობიექტი დეკემბერში შეამოწმა

სა­ბა­გი­როს, რო­მე­ლიც გუ­და­ურ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან, ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­უ­ტარ­და. ამის შე­სა­ხებ, „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

სა­უ­ბა­რია, სა­ბა­გი­რო „სა­ძე­ლე­ზე“, რომ­ლის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ცნო­ბის­თვის, სა­ბა­გი­როს ინ­სპექ­ტი­რე­ბა კომ­პა­ნია „სი ეი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნალ­მა“ ჩა­უ­ტა­რა. ამის შე­სა­ხებ, კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა სან­დრო შე­ლი­ამ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბა­გი­რო გა­სუ­ლი წლის 22 დე­კემ­ბერს შე­ვა­მოწ­მეთ. მა­შინ სა­ბა­გი­რო იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და არა­ნა­ი­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­სპექ­ტი­რე­ბის დროს ჩვენ ვუ­ყუ­რებთ ფუნ­და­მენ­ტურ მო­ნა­ცე­მებს. სა­ბა­გი­რო ისე­თი ობი­ექ­ტია, რომ თუ სწო­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია არ მოხ­და, შე­საძ­ლოა, იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს, მაგ­რამ ორ დღე­ში მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­გი­რო­ე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბას, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, 1-დან 4 წლამ­დე პე­რი­ო­დია. ყვე­ლა­ზე ხში­რად კი ინ­სპექ­ტი­რე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა ,“-აღ­ნიშ­ნა შე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მათი კომ­პა­ნი­ის ისნ­პექ­ტო­რი, ვინც ეს სა­ბა­გი­რო დე­კემ­ბერ­ში შე­ა­მოწ­მა, გუ­და­ურ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, რად­გან ად­გილ­ზე გა­ეც­ნოს სი­ტუ­ა­ცი­ას, ამი­ტომ კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რის­გან შე­ლია ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს. თუმ­ცა, მისი თქმით, ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს არის ოპე­რი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საბაგიროზე სავარაუდოდ, მუხრუჭმა ვერ დაიჭირა" - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ობიექტი დეკემბერში შეამოწმა

"საბაგიროზე სავარაუდოდ, მუხრუჭმა ვერ დაიჭირა" - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ობიექტი დეკემბერში შეამოწმა

საბაგიროს, რომელიც გუდაურში რამდენიმე საათის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში ჩაუტარდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

საუბარია, საბაგირო „საძელეზე“, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საბაგიროს ინსპექტირება კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაუტარა. ამის შესახებ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

„აღნიშნული საბაგირო გასული წლის 22 დეკემბერს შევამოწმეთ. მაშინ საბაგირო იდეალურ მდგომარეობაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დროს ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ მონაცემებს. საბაგირო ისეთი ობიექტია, რომ თუ სწორი ექსპლუატაცია არ მოხდა, შესაძლოა, იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ დღეში მწყობრიდან გამოვიდეს. რაც შეეხება საბაგიროების ინსპექტირების პერიოდულობას, კანონის თანახმად, 1-დან 4 წლამდე პერიოდია. ყველაზე ხშირად კი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ტარდება ,“-აღნიშნა შელიამ.

მისივე თქმით, მათი კომპანიის ისნპექტორი, ვინც ეს საბაგირო დეკემბერში შეამოწმა, გუდაურში მიემგზავრება, რადგან ადგილზე გაეცნოს სიტუაციას, ამიტომ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან შელია ამ ეტაპზე თავს იკავებს. თუმცა, მისი თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს არის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარვეზი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი