ამერიკაში, ქალაქ მაიამიში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავებულია. აღსანიშნავია, რომ ჩამონგრეული ხიდის ქვეშ საავტომობილო პარკინგი იყო.
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია.