დედოფლისწყაროში მწყემსებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად 43-წლამდე ასაკის მამაკაცია დაჭრილი

დედოფლისწყაროში მწყემსებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად 43-წლამდე ასაკის მამაკაცია დაჭრილი

დედოფლისწყაროში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 43-წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილს დაზიანებები მარჯვენა მხრის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ორივე მამაკაცი მწყემსია და სავარაუდოდ, კონფლიქტი მათ საქმინობას უკავშირდება.როგორც "ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო