სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაიცანით ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოს მშვიდობას იცავენ
გაიცანით ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოს მშვიდობას იცავენ

ხში­რად მცი­რე დე­ტა­ლე­ბი იმა­ზე მეტს და უფრო ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს, ვიდ­რე სი­ტყვებს შე­უძ­ლია. ქა­ლებს სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნე სტე­რე­ო­ტიპს არ­ღვევს, და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ში ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დღეს­დღე­ო­ბით 1200-მდე ქალი მუ­შა­ობს. მათ უკან ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი დგა­ნან. ასე­ვე - ფორ­მა, რო­მელ­საც ყო­ველ დი­ლით იც­ვა­მენ და მი­დი­ან სამ­სა­ხურ­ში, ფორ­მა, რომ­ლის სამ­კერ­დე ნი­შან­ზეც ჯა­რის­კა­ცი წე­რია და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე.

ეკა ბა­ჯე­ლი­ძე, ნანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი და ნანა ჩარ­ბა­ძე დღეს "რე­ი­ტინ­გის" სტუმ­რე­ბი არი­ან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი არის დედა, მე­უღ­ლე და ჯა­რის­კა­ცი...

- ჯარი და ოჯა­ხი...

ნანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი (მა­ი­ო­რი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი): დიდი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ვმუ­შა­ობ, მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. რომ არა ჩემი ოჯა­ხის თა­ნად­გო­მა და ჩემი საქ­მი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­კი­დე­ბა ოჯა­ხის მხრი­დან, ფი­ზი­კუ­რად ვერ შევ­ძლებ­დი სამ­სა­ხუ­რის და ოჯა­ხის შე­თავ­სე­ბას. ჯა­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ.

ეკა ბა­ჯე­ლი­ძე (მას­ტერ-სერ­ჟან­ტი, წვრთნე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი): ჩემს შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე უფრო ად­ვი­ლად არის, ჩემი მე­უღ­ლეც სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს და უფრო მი­ად­ვილ­დე­ბა, თუმ­ცა, რომ არა ოჯა­ხის თა­ნად­გო­მა, ალ­ბათ ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი მუ­შა­ო­ბას და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას.

ნანა ჩარ­ბა­ძე (მა­ი­ო­რი, მე­ო­თხე მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის ექი­მი): ოჯა­ხის თა­ნად­გო­მას სულ ვგრძნობ, ისე­თი გზა ავირ­ჩიე ცხოვ­რე­ბის, რომ არა ჩემი ოჯა­ხი, ალ­ბათ ვერ შევ­ძლებ­დი მე­მუ­შა­ვა ჩემი პრო­ფე­სი­ით.

- ფორ­მა, რო­მელ­საც ყო­ველ დი­ლით იც­ვამ...

ნანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი: ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ოჯა­ხის, სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე... ფორ­მას იც­ვამ და იცი, რომ არ ეკუთ­ვნი სა­კუ­თარ თავს. ბევ­რჯერ სა­კუ­თა­რი შვი­ლი და­მი­ტო­ვე­ბია სი­ცხი­ა­ნი და სამ­სა­ხურ­ში წავ­სულ­ვარ, ეს არის, პირ­ველ რიგ­ში, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეს და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გიყ­ვარ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაიცანით ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოს მშვიდობას იცავენ

გაიცანით ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოს მშვიდობას იცავენ

ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე სიტყვებს შეუძლია. ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად მოიხსენიებენ, თუმცა, დროთა განმავლობაში, 21-ე საუკუნე სტერეოტიპს არღვევს, და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში ისინი აქტიურად ჩნდებიან.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღესდღეობით 1200-მდე ქალი მუშაობს. მათ უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები დგანან. ასევე - ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამენ და მიდიან სამსახურში, ფორმა, რომლის სამკერდე ნიშანზეც ჯარისკაცი წერია და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სამშობლოს წინაშე.

ეკა ბაჯელიძე, ნანა კინწურაშვილი და ნანა ჩარბაძე დღეს "რეიტინგის" სტუმრები არიან. თითოეული მათგანი არის დედა, მეუღლე და ჯარისკაცი...

- ჯარი და ოჯახი...

ნანა კინწურაშვილი (მაიორი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი): დიდი ხანია, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმუშაობ, მყავს მეუღლე და ორი შვილი. რომ არა ჩემი ოჯახის თანადგომა და ჩემი საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება ოჯახის მხრიდან, ფიზიკურად ვერ შევძლებდი სამსახურის და ოჯახის შეთავსებას. ჯარის პარალელურად, ლექციებს ვკითხულობ.

ეკა ბაჯელიძე (მასტერ-სერჟანტი, წვრთნებისა და განათლების სარდლობის თანამშრომელი): ჩემს შემთხვევაში საქმე უფრო ადვილად არის, ჩემი მეუღლეც სტრუქტურაში მუშაობს და უფრო მიადვილდება, თუმცა, რომ არა ოჯახის თანადგომა, ალბათ ვერ მოვახერხებდი მუშაობას და ბავშვების აღზრდას.

ნანა ჩარბაძე (მაიორი, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ექიმი): ოჯახის თანადგომას სულ ვგრძნობ, ისეთი გზა ავირჩიე ცხოვრების, რომ არა ჩემი ოჯახი, ალბათ ვერ შევძლებდი მემუშავა ჩემი პროფესიით.

- ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამ...

ნანა კინწურაშვილი: ეს არის პასუხისმგებლობა, ოჯახის, სამშობლოს წინაშე... ფორმას იცვამ და იცი, რომ არ ეკუთვნი საკუთარ თავს. ბევრჯერ საკუთარი შვილი დამიტოვებია სიცხიანი და სამსახურში წავსულვარ, ეს არის, პირველ რიგში, ვალდებულება საკუთარი თავის მიმართ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს და, უპირველეს ყოვლისა, გიყვარდეს საკუთარი საქმე. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ