სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ხელყუმბარა, რის გამოც თემირლანს ესროლეს, განადგურებულია" - მაჩალიკაშვილის ადვოკატი
"ხელყუმბარა, რის გამოც თემირლანს ესროლეს, განადგურებულია" - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

ხელ­ყუმ­ბა­რა, რომ­ლის გა­მოც თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს ეს­რო­ლეს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ხელ­ყუმ­ბა­რა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, 19 იან­ვარს გა­ა­ნად­გუ­რეს და შე­სა­ბა­მი­სად, მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს არ ექ­ნე­ბათ.

კუბ­ლაშ­ვი­ლი ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმის გამო, რომ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს და მას, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბის, მათ შო­რის სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის გაც­ნო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარი ეთ­ქვა.

„ოფი­ცი­ა­ლუ­რი უარი მი­ვი­ღეთ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა­ზე. ეს მა­სა­ლე­ბი არის მთა­ვა­რი და გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა ხელ­ყუმ­ბა­რა­ზეც რომ ვი­თხოვ­დი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას და ამ მიზ­ნით მო­ვი­თხოვ­დი არ აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ - აღ­მოჩ­ნდა, რომ აფეთ­ქე­ბუ­ლია და თა­ნაც ძა­ლი­ან ადრე, იან­ვრის და­სა­წყის­ში­ვე. რა ეჩ­ქა­რე­ბო­დათ ამ ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბა, არ ვიცი?! ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა და მას­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია თე­მირ­ლა­ნის სის­ხლის კვა­ლი, თუმ­ცა ანა­ბეჭ­დის პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ გვაქვს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ხელ­ყუმ­ბა­რის შე­მოწ­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა მას­ზე სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა, მათ შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ფიქ­სირ­დე­ბო­და თუ არა მას­ზე სა­წო­ლის ბოჭ­კო­ე­ბი. ექ­სპერ­ტი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე ამ ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბა ძა­ლი­ან დიდი დარ­ღვე­ვაა. მა­რაზ­მია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი!“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს თბი­ლის­ში თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­დის, რათა ოჯახ­მა სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი და­გეგ­მოს.

„ჩა­მო­დის დღეს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და გა­დავ­წყვი­ტავთ რა­მეს! ჩვენ ხელი შეგ­ვი­ბო­ჭეს და ჩიხ­ში მოგ­ვაქ­ცი­ეს“, - აღ­ნიშ­ნა კუბ­ლაშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ხელყუმბარა, რის გამოც თემირლანს ესროლეს, განადგურებულია" - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

"ხელყუმბარა, რის გამოც თემირლანს ესროლეს, განადგურებულია" - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

ხელყუმბარა, რომლის გამოც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს, განადგურებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან მალევე, 19 იანვარს გაანადგურეს და შესაბამისად, მისი დათვალიერების საშუალება დამოუკიდებელ ექსპერტებს არ ექნებათ.

კუბლაშვილი ასევე შეშფოთებულია იმის გამო, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს და მას, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მასალების, მათ შორის სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობაზე ოფიციალურად უარი ეთქვა.

„ოფიციალური უარი მივიღეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მასალების გაცნობაზე. ეს მასალები არის მთავარი და გასაიდუმლოებული. გარდა ამისა ხელყუმბარაზეც რომ ვითხოვდი ექსპერტიზის ჩატარებას და ამ მიზნით მოვითხოვდი არ აეფეთქებინათ - აღმოჩნდა, რომ აფეთქებულია და თანაც ძალიან ადრე, იანვრის დასაწყისშივე. რა ეჩქარებოდათ ამ ხელყუმბარის აფეთქება, არ ვიცი?! ჩატარებულია ექსპერტიზა და მასზე აღმოჩენილია თემირლანის სისხლის კვალი, თუმცა ანაბეჭდის პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ხელყუმბარის შემოწმება, ვინაიდან შეიძლება მასზე სხვა მტკიცებულებებიც აღმოგვეჩინა, მათ შორის საინტერესო იყო, ფიქსირდებოდა თუ არა მასზე საწოლის ბოჭკოები. ექსპერტიზების ჩატარების გარეშე ამ ხელყუმბარის აფეთქება ძალიან დიდი დარღვევაა. მარაზმია ჩვეულებრივი!“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს თბილისში თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩამოდის, რათა ოჯახმა სამომავლო ნაბიჯები დაგეგმოს.

„ჩამოდის დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი და გადავწყვიტავთ რამეს! ჩვენ ხელი შეგვიბოჭეს და ჩიხში მოგვაქციეს“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს