სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
By a lady – 8 მარტიდან დიდი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის 3 რომანის ახალი თარგმანი გამოიცემა
By a lady – 8 მარტიდან დიდი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის 3 რომანის ახალი თარგმანი გამოიცემა

თა­ვი­დან მხო­ლოდ ოჯა­ხის გა­სარ­თო­ბად წერ­და. შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მწერ­ლო­ბა მისი მო­წო­დე­ბა იყო. რო­მა­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­თა­უ­რი "ელი­ნო­რი და მე­რი­ე­ნი’’ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­მა­ნი სხვა სა­ხე­ლით გა­მო­ი­ცა. რო­გორც მისი ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი, ეს რო­მა­ნიც მი­ნა­წე­რით by aLady - ით გა­მო­ი­ცა. თუმ­ცა მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბა მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით დას­თან­ხმდა, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­რი და­ხარ­ჯულ თან­ხას აუ­ნა­ზღა­უ­რებ­და. წიგ­ნი 1000 ეგ­ზემპლა­რით და­ი­ბეჭ­და, მა­ლე­ვე გა­ი­ყი­და და ავ­ტორს ჰო­ნო­რა­რიც ერგო. იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­სა წერ­და: "ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­წე­რილ რო­მან­ში ვეც­ნო­ბით დახ­ვე­წი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლის­ტურ ის­ტო­რი­ას, რა­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­გა­ინ­ტე­რე­სოს. წიგ­ნის მო­ცუ­ლო­ბაც ისე­თია, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­გა­ნი­ჭოს და არ გა­დაგტვირ­თოს. ავ­ტო­რი კარ­გად იც­ნობს ადა­მი­ან­თა ხა­სი­ათ­სა და ცხოვ­რე­ბას, რო­მან­ში კარ­გად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს ჯან­სა­ღი აზრი და მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლო­ბა. მას­ში სიყ­ვა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბა ორი მხრი­დან არის და­ნა­ხუ­ლი - გო­ნე­ბი­დან და გრძნო­ბი­დან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად არის აღ­წე­რი­ლი გმი­რე­ბი, პე­ი­ზა­ჟი, ინ­ტრი­გა, სიყ­ვა­რუ­ლი...’’

ეს ჯეინ ოს­ტი­ნის ”გო­ნე­ბა და გრძნო­ბაა”, რო­მა­ნი რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” 8 მარტს ქალ­თა დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­ცემს. ყვე­ლა­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­ლი ავ­ტო­რი ქა­ლის ჯეინ ოს­ტი­ნის 3 ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა სე­რი­ის ”ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს” ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა. ”გო­ნე­ბა და გრძნო­ბის” შემ­დე­გი რო­მა­ნე­ბი იქ­ნე­ბა ”გო­ნე­ბის ხმა” და ”მენსფილდ-პარ­კი” .

„ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის 8 მარ­ტის მი­ლოც­ვა ჯეინ ოს­ტი­ნის ქარ­თულ ენა­ზე ახ­ლად­თარ­გმნი­ლი რო­მა­ნე­ბის გა­მო­ცე­მით გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სიმ­ბო­ლუ­რია, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ქა­ლე­ბის ხმა და ლი­ტე­რა­ტუ­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ აქ­ტი­უ­რად გა­მოვ­ცემთ სა­უ­კე­თე­სო ქალ ავ­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბებს. ჯეინ ოს­ტი­ნი კი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მწე­რა­ლია, რო­მელ­საც უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის არა მარ­ტო ინ­გლი­სუ­რი, არა­მედ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჯეინ ოს­ტი­ნის რო­მა­ნე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნო­ბენ, ახლა კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ სრუ­ლი­ად ახა­ლი თარ­გმა­ნე­ბი წა­ი­კი­თხონ. რაც მთა­ვა­რია წიგ­ნის ფა­სიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია” - გან­მარ­ტავს “პა­ლიტ­რა L-ის” სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ზაქ­რა­ძე.

ჯეინ ოს­ტი­ნი და­ი­ბა­და 1775 წელს ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის ღა­რი­ბი მღვდლის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში. მი­უ­ხე­და­ვად სი­ღა­რი­ბი­სა, მას ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბის წლე­ბი ჰქონ­და თა­ვის ძმებ­თან და დას­თან, კა­სან­დრას­თან ერ­თად. 14 წლის ასაკ­ში მან და­წე­რა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი “სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა”, რო­მელ­საც მოჰ­ყვა მისი ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი “სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა”, “გრძნო­ბა და გო­ნე­ბა“ და “ნორ­თენ­გე­რის სა­ა­ბა­ტო”. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჯე­ინს შე­უყ­ვარ­და, და­ი­ღუ­პა. ჯე­ი­ნი თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის და­თან­ხმდა ჰა­რის ბი­გის შე­თა­ვა­ზე­ბას და ცო­ლად გაჰ­ყვა. მე­ო­რე დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბულ­მა კი გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა და ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ქალი, რო­მელ­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლა, 1817 წელს 41 წლის ასაკ­ში იშ­ვი­ა­თი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ავად­მყო­ფო­ბით სა­კუ­თა­რი დის, კა­სან­დრას ხე­ლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ასე­თი ცხოვ­რე­ბა გავ­ლო ავ­ტორ­მა, რომ­ლის რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბიც ამი­ე­რი­დან ქარ­თულ ენა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ას ”ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო”, მას გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” უკვე მე-3 წე­ლია ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 51 ავ­ტო­რის 240 ტო­მია გა­მო­ცე­მუ­ლი.

სა­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნი, - ”გო­ნე­ბა და გრძნო­ბა” 8 მარტს ჟურ­ნალ ”გზას­თან” ერ­თად გა­მო­ვა და მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 7 ლარი იქ­ნე­ბა. ”გო­ნე­ბა და გრძნო­ბა” ქარ­თულ ენა­ზე გია ბე­რი­ძემ თარ­გმნა, მე­ო­რე ტომი, ”გო­ნე­ბის ხმა” - პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ, ხოლო მე­სა­მე ”მენსფილდ-პარ­კი” კი - ხა­თუ­ნა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

By a lady – 8 მარტიდან დიდი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის 3 რომანის ახალი თარგმანი გამოიცემა

By a lady – 8 მარტიდან დიდი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის 3 რომანის ახალი თარგმანი გამოიცემა

თავიდან მხოლოდ ოჯახის გასართობად წერდა. შემდეგ მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. რომანის თავდაპირველი სათაური "ელინორი და მერიენი’’ იყო. მოგვიანებით კი რომანი სხვა სახელით გამოიცა. როგორც მისი ყველა ნაწარმოები, ეს რომანიც მინაწერით by aLady - ით გამოიცა. თუმცა მის გამოქვეყნებას გამომცემლობა მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ავტორი დახარჯულ თანხას აუნაზღაურებდა. წიგნი 1000 ეგზემპლარით დაიბეჭდა, მალევე გაიყიდა და ავტორს ჰონორარიც ერგო. იმდროინდელი პრესა წერდა: "ამ არაჩვეულებრივად დაწერილ რომანში ვეცნობით დახვეწილი ადამიანების რეალისტურ ისტორიას, რამაც შეუძლებელია არ დაგაინტერესოს. წიგნის მოცულობაც ისეთია, რომ სიამოვნება მოგანიჭოს და არ გადაგტვირთოს. ავტორი კარგად იცნობს ადამიანთა ხასიათსა და ცხოვრებას, რომანში კარგად ერწყმის ერთმანეთს ჯანსაღი აზრი და მახვილგონივრულობა. მასში სიყვარული და ცხოვრება ორი მხრიდან არის დანახული - გონებიდან და გრძნობიდან. არაჩვეულებრივად არის აღწერილი გმირები, პეიზაჟი, ინტრიგა, სიყვარული...’’

ეს ჯეინ ოსტინის ”გონება და გრძნობაა”, რომანი რომელსაც გამომცემლობა “პალიტრა L” 8 მარტს ქალთა დღის აღსანიშნავად გამოსცემს. ყველაზე დიდი ბრიტანელი ავტორი ქალის ჯეინ ოსტინის 3 ტომეულის გამოცემა სერიის ”ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებში მოხდება. ”გონება და გრძნობის” შემდეგი რომანები იქნება ”გონების ხმა” და ”მენსფილდ-პარკი” .

„ჩვენი მკითხველისთვის 8 მარტის მილოცვა ჯეინ ოსტინის ქართულ ენაზე ახლადთარგმნილი რომანების გამოცემით გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ქალების ხმა და ლიტერატურა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად გამოვცემთ საუკეთესო ქალ ავტორთა ნაწარმოებებს. ჯეინ ოსტინი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალია, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის არა მარტო ინგლისური, არამედ მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში. ჯეინ ოსტინის რომანების ეკრანიზაციებს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან კარგად იცნობენ, ახლა კი საშუალება ექნებათ სრულიად ახალი თარგმანები წაიკითხონ. რაც მთავარია წიგნის ფასიც ხელმისაწვდომია” - განმარტავს “პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე.

ჯეინ ოსტინი დაიბადა 1775 წელს ანგლიკანური ეკლესიის ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. მიუხედავად სიღარიბისა, მას ძალიან ბედნიერი ბავშვობის წლები ჰქონდა თავის ძმებთან და დასთან, კასანდრასთან ერთად. 14 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები “სიყვარული და მეგობრობა”, რომელსაც მოჰყვა მისი ცნობილი ნაწარმოებები “სიამაყე და ცრურწმენა”, “გრძნობა და გონება“ და “ნორთენგერის სააბატო”. მამაკაცი, რომელიც ჯეინს შეუყვარდა, დაიღუპა. ჯეინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თუმცა მოგვიანებით ის დათანხმდა ჰარის ბიგის შეთავაზებას და ცოლად გაჰყვა. მეორე დილით გაღვიძებულმა კი გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და ქორწინებაზე უარი განაცხადა. ქალი, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, 1817 წელს 41 წლის ასაკში იშვიათი ენდოკრინული ავადმყოფობით საკუთარი დის, კასანდრას ხელებში გარდაიცვალა.

ასეთი ცხოვრება გავლო ავტორმა, რომლის რჩეული წიგნებიც ამიერიდან ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება. რაც შეეხება სერიას ”ჩემი რჩეული მსოფლიო”, მას გამომცემლობა ”პალიტრა L” უკვე მე-3 წელია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 51 ავტორის 240 ტომია გამოცემული.

სამეულის პირველი წიგნი, - ”გონება და გრძნობა” 8 მარტს ჟურნალ ”გზასთან” ერთად გამოვა და მისი სპეციალური ფასი 7 ლარი იქნება. ”გონება და გრძნობა” ქართულ ენაზე გია ბერიძემ თარგმნა, მეორე ტომი, ”გონების ხმა” - პაატა ჩხეიძემ, ხოლო მესამე ”მენსფილდ-პარკი” კი - ხათუნა ბასილაშვილმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს