სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს
თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

თბი­ლის­ში ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექტს ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო და მე­რია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ეს არის ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა. მე მგო­ნია, რომ ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ბევრ თა­ნა­მედ­რო­ვე ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და მგო­ნია, რომ თბი­ლის­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეთ­მოს ამას ყუ­რა­დღე­ბა. ეს ხელს უწყობს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას. კონ­ცენ­ტრა­ცია არ უნდა იყოს მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­სა და უბ­ნებ­ზე. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­დეთ გა­რე­უბ­ნებ­ზე და გა­ვა­ცო­ცხლოთ ისე­თი უბ­ნე­ბი, სა­დაც ჯერ არ არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­განს უნდა. ამ პრო­ექტს უხელ­მძღვა­ნე­ლებს ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი, ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი, მუ­სი­კო­სი და გა­მოც­დი­ლი მე­ნე­ჯე­რი სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე. ის ჩა­უდ­გე­ბა ამ პრო­ექტს სა­თა­ვე­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით, ერ­თად, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ქა­ლა­ქის­თვის ძა­ლი­ან სა­სი­კე­თო საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ და სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო დაპირება იყო და მერია აქტიურად მუშაობს ღამის ეკონომიკის განვითარებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ, ეს არის ღამის ეკონომიკის განვითარება. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისში აუცილებლად უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებზე და გავაცოცხლოთ ისეთი უბნები, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა. ამ პროექტს უხელმძღვანელებს ყველასთვის კარგად ნაცნობი, ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. ის ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ერთად, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ და სერგი გვარჯალაძეს წარმატებები უსურვა.

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე