სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ტეტრისიდან" სომხეთის პრეზიდენტობამდე - ვინ არის "კონტრაბანდული მილიონების" მფლობელი არმენ სარგსიანი
"ტეტრისიდან" სომხეთის პრეზიდენტობამდე - ვინ არის "კონტრაბანდული მილიონების" მფლობელი არმენ სარგსიანი

სომ­ხეთ­ში მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტად 7 წლის ვა­დით, ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი არ­მენ სარ­გსი­ა­ნი აირ­ჩი­ეს. ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის სერჟ სარ­გსი­ა­ნის ფა­ვო­რი­ტი კან­დი­და­ტუ­რა ერ­თა­დერ­თი იყო. ის პარ­ლა­მენტს სომ­ხე­თის მმარ­თველ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ წა­რუდ­გი­ნა.

არ­მენ სარ­გსი­ა­ნი სომ­ხე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტია, რო­მელ­საც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ყო­ველ­თაო, პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე ერგო. სომ­ხე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, 2015 წელს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით, რეს­პუბ­ლი­კა სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­და. ამავდრო­უ­ლად, სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პირი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა კი შემ­ცირ­და.

არ­მენ სარ­გსი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი 90-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი კი 10 იყო. მას მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის გარ­და, ის სომ­ხე­თის ელჩი იყო ნი­დერ­ლან­დებ­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში.

არ­მენ სარ­გსი­ა­ნი 1953 წელს ერე­ვან­ში და­ი­ბა­და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ერევ­ნის სა­ხელ­მწი­ფოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, რის შემ­დე­გაც, სწავ­ლა კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა. მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იქვე, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და.

1996-1997 წლებ­ში სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და... 2013 წლი­დან კი, ისევ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სომ­ხე­თის სა­ელ­ჩოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც ბრი­ტა­ნეთ­ში სომ­ხე­თის ელ­ჩად ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო, ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ მას­ზე საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­აგ­რო­ვა. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა ru.1in.am-ის ცნო­ბით, ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში და შემ­დე­გაც, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რი­სას, ის მუდ­მი­ვად სარ­გებ­ლობ­და ინ­გლის­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ სო­მეხ­თან, ვაჩე მა­ნუ­კი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და კავ­ში­რე­ბით...

მა­შინ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მამ საგრსი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო ამო­ნა­წე­რებ­სა და ან­გა­რი­შებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ამ­ზა­და პუბ­ლი­კა­ცია იმ პო­ლი­ტი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კავ­ში­რებ­ზე, რომ­ლი­თაც დიპ­ლო­მა­ტის ბიზ­ნეს-ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი; სომ­ხეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნია Армавиа-სა და Армсвисбанк -ს ერთი მფლო­ბე­ლი ჰყავთ, ისე­ვე, რო­გორც კომ­პა­ნია Флеш–სა და Мика-ს... პირ­ვე­ლი ორი ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის ბარ­საგ ბეგ­ლა­რი­ა­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­შია, Флеш–ი და Мика კი - მიკა ბაღ­და­სა­რო­ვის. ორი­ვე მათ­გა­ნი სერჟ სარსგი­ა­ნის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან და სომ­ხეთ­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი რუ­მი­ნე­თი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან და რუ­სე­თი­დან შე­მოჰ­ქონ­დათ; დო­კუ­მენ­ტებ­ში ფი­გუ­რი­რებ­და არ­მენ სარ­გსი­ა­ნიც, რო­მელ­საც ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი ყა­ზა­ხე­თი­დან შეჰ­ქონ­და სომ­ხეთ­ში და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფა­სებ­საც აწე­სებ­და.

კომ­პა­ნია Армавии-ს ოფი­ცი­ა­ლურ დამ­ფუძ­ნებ­ლად ვინ­მე ვარ­დან სირ­მარკსი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყა­რა­ბაღ­ში სა­ა­თებს აწარ­მო­ებ­და და რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო "სა­ბან­კო კავ­ში­რებს" სწო­რედ სო­მე­ხი დიპ­ლო­მა­ტი არ­მენ სარ­გსი­ა­ნი უგ­ვა­რებ­და.

სარ­გსი­ანს ასე­ვე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­თან, "ყოვ­ლის­შემ­ძლე" და­რი­გა ნა­ზარ­ბა­ევ­თან, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სარ­გსი­ა­ნის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. სო­მეხ­მა დიპ­ლო­მატ­მა პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს "ტვ მე­დია ჰოლ­დინ­გის" გახ­სნა ურ­ჩია, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­სივ­რცე­ში მო­ნო­პო­ლია აქვს აღე­ბუ­ლი და რომ­ლის­გა­ნაც ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ე­თე­რო დროს ყი­დუ­ლო­ბენ; 2013 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სარ­გსი­ანს ჰოლ­დინ­გში 5%-იანი წილი ჰქონ­და.

ამას­თან, ყა­ზა­ხე­თის სტა­ტის­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2007 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სომ­ხეთ­ში 1.2 მი­ლი­არ­დის კუ­ბუ­რი მეტ­რის ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­ყი­და, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში 157 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დეა, რაც სომ­ხე­თის სტა­ტის­ტი­კა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა - კერ­ძოდ, ამ რა­ო­დე­ნო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი აირი სომ­ხეთ­ში არ შე­სუ­ლა;

ყო­ველ­წლი­უ­რად, სომ­ხეთ­ში 50 ათა­სი ტონა დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი შე­დის, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 12-15 ტონა ფიქ­სირ­დე­ბა.

"რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ტრა­ბან­დაა, რო­მელ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი სწო­რედ სარ­გსი­ა­ნის კომ­პა­ნი­ას მი­უ­ძღვის,” - წერს გა­მო­ცე­მა.

kavkaz-uzel.eu–ს ცნო­ბით, 2000-იან წლებ­ში არ­მენ სარ­გსი­ან­მა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა, რომ­ლებ­საც თა­ვად მარ­თავ­და. მათ­გან ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი Knightsbridge Group იყო. ის 15-ზე მეტი კომ­პა­ნი­ის­გან შედ­გე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ენერ­გე­ტი­კი­სა და ნავ­თო­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობ­დნენ. ასე­ვე, მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო იყო გა­ზის მო­პო­ვე­ბა ევ­რო­პა­ში, რუ­სეთ­ში, მონ­ღო­ლეთ­ში, ინ­დო­ეთ­სა და ყა­ხა­ზეთ­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სარ­გსი­ა­ნის კომ­პა­ნია Highbury Group–მა, რუ­სეთ­ში და­ა­ფუძნა შვი­ლო­ბი­ლი ფი­ლი­ა­ლი "Корпорация Ленинград", რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კომ­პა­ნია Энергопроект-ის აქ­ცი­ო­ნე­რი გახ­და. ის ჩრდი­ლო­ეთ­სა და და­სავ­ლეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში, სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ექ­ტებს, სა­ინ­ჟინ­რო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს.

არ­მენ სარ­გსი­ა­ნი ასე­ვე არის კომ­პა­ნია Tetris-Wordtris–ის მე­წი­ლე, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ის თა­მა­შებს ახორ­ცი­ე­ლებს.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი დეკ­ლა­რა­ცია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - 3 კერ­ძო სახ­ლი, 2 ბინა და სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 8 მი­ლი­ო­ნი ევრო, რაც დიდი ალ­ბა­თო­ბით, სრულ­ყო­ფი­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ტეტრისიდან" სომხეთის პრეზიდენტობამდე - ვინ არის "კონტრაბანდული მილიონების" მფლობელი არმენ სარგსიანი

"ტეტრისიდან" სომხეთის პრეზიდენტობამდე - ვინ არის "კონტრაბანდული მილიონების" მფლობელი არმენ სარგსიანი

სომხეთში მეოთხე პრეზიდენტად 7 წლის ვადით, ყოფილი დიპლომატი არმენ სარგსიანი აირჩიეს. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ფავორიტი კანდიდატურა ერთადერთი იყო. ის პარლამენტს სომხეთის მმართველმა კოალიციამ წარუდგინა.

არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ეს თანამდებობა საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გარეშე ერგო. სომხეთის კონსტიტუციაში, 2015 წელს შეტანილი ცვლილებით, რესპუბლიკა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. ამავდროულად, სახელმწიფოს პირველი პირი პრემიერ-მინისტრი გახდა, პრეზიდენტის უფლებამოსილება კი შემცირდა.

არმენ სარგსიანის კანდიდატურას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო. მას მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. დიდი ბრიტანეთის გარდა, ის სომხეთის ელჩი იყო ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში.

არმენ სარგსიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ ერევნის სახელმწიფოს უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც, სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი დასრულების შემდეგ, იქვე, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

1996-1997 წლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა... 2013 წლიდან კი, ისევ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა. სწორედ 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ბრიტანეთში სომხეთის ელჩად ახალი დანიშნული იყო, ადგილობრივმა მედიამ მასზე საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოაგროვა. ინტერნეტგამოცემა ru.1in.am-ის ცნობით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში და შემდეგაც, დიპლომატიური კარიერისას, ის მუდმივად სარგებლობდა ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სომეხთან, ვაჩე მანუკიანთან ურთიერთობით და კავშირებით...

მაშინ ინტერნეტგამოცემამ საგრსიანის საიდუმლო ამონაწერებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით მოამზადა პუბლიკაცია იმ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კავშირებზე, რომლითაც დიპლომატის ბიზნეს-ინტერესების შესახებ გახდა ცნობილი; სომხეთში რეგისტრირებულ კომპანია Армавиа-სა და Армсвисбанк -ს ერთი მფლობელი ჰყავთ, ისევე, როგორც კომპანია Флеш–სა და Мика-ს... პირველი ორი ადგილობრივი ბიზნესმენის ბარსაგ ბეგლარიანის მფლობელობაშია, Флеш–ი და Мика კი - მიკა ბაღდასაროვის. ორივე მათგანი სერჟ სარსგიანის თანაკლასელები არიან და სომხეთში ნავთობპროდუქტების შეტანით იყვნენ დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, მათ ნავთობპროდუქტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და რუსეთიდან შემოჰქონდათ; დოკუმენტებში ფიგურირებდა არმენ სარგსიანიც, რომელსაც ბენზინისა და დიზელის საწვავი ყაზახეთიდან შეჰქონდა სომხეთში და ნავთობპროდუქტების ფასებსაც აწესებდა.

კომპანია Армавии-ს ოფიციალურ დამფუძნებლად ვინმე ვარდან სირმარკსი იყო მითითებული, რომელიც ყარაბაღში საათებს აწარმოებდა და რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო "საბანკო კავშირებს" სწორედ სომეხი დიპლომატი არმენ სარგსიანი უგვარებდა.

სარგსიანს ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ყაზახეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან, "ყოვლისშემძლე" დარიგა ნაზარბაევთან, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში, სარგსიანის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. სომეხმა დიპლომატმა პრეზიდენტის ქალიშვილს "ტვ მედია ჰოლდინგის" გახსნა ურჩია, რომელსაც ადგილობრივ ტელესივრცეში მონოპოლია აქვს აღებული და რომლისგანაც ადგილობრივი ტელეკომპანიები საეთერო დროს ყიდულობენ; 2013 წლის მონაცემებით, სარგსიანს ჰოლდინგში 5%-იანი წილი ჰქონდა.

ამასთან, ყაზახეთის სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2007 წლის მონაცემებით, სომხეთში 1.2 მილიარდის კუბური მეტრის ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც მთლიანობაში 157 მილიონ დოლარამდეა, რაც სომხეთის სტატისტიკაში არ ფიქსირდება - კერძოდ, ამ რაოდენობის ბუნებრივი აირი სომხეთში არ შესულა;

ყოველწლიურად, სომხეთში 50 ათასი ტონა დიზელის საწვავი და ნავთობპროდუქტები შედის, თუმცა, ოფიციალურად, 12-15 ტონა ფიქსირდება.

"როგორც ირკვევა, ეს კარგად ორგანიზებული კონტრაბანდაა, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ სარგსიანის კომპანიას მიუძღვის,” - წერს გამოცემა.

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, 2000-იან წლებში არმენ სარგსიანმა რამდენიმე საინვესტიციო კომპანია დააფუძნა, რომლებსაც თავად მართავდა. მათგან ყველაზე მსხვილი Knightsbridge Group იყო. ის 15-ზე მეტი კომპანიისგან შედგებოდა, რომლებიც ენერგეტიკისა და ნავთობის სფეროში მუშაობდნენ. ასევე, მისი ინტერესის სფერო იყო გაზის მოპოვება ევროპაში, რუსეთში, მონღოლეთში, ინდოეთსა და ყახაზეთში.

რამდენიმე წლის წინ, სარგსიანის კომპანია Highbury Group–მა, რუსეთში დააფუძნა შვილობილი ფილიალი "Корпорация Ленинград", რომელიც თავის მხრივ კომპანია Энергопроект-ის აქციონერი გახდა. ის ჩრდილოეთსა და დასავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ელექტროენერგეტიკის სფეროში, სხვადასხვა სახის პროექტებს, საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს.

არმენ სარგსიანი ასევე არის კომპანია Tetris-Wordtris–ის მეწილე, რომელიც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მოდიფიკაციის თამაშებს ახორციელებს.

ბოლო მონაცემებით, მისი დეკლარაცია ასე გამოიყურება - 3 კერძო სახლი, 2 ბინა და საბანკო ანგარიშზე 8 მილიონი ევრო, რაც დიდი ალბათობით, სრულყოფილი არ არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე