დაპირისპირება კიევის პარლამენტთან - დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

დაპირისპირება კიევის პარლამენტთან - დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების დროს დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დღეს დილით პოლიცია „კარვების ქალაქში“ საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მოგვიანებით პოლიციელებმა მაინც შეძლეს კარვებში ჩხრეკის ჩატარება და РГД-5-ის ტიპის 9 ხელყუმბარა, 5 საკვამლე ყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს.

„არსებული ინფორმაციით, ექიმებს ექვსმა მომიტინგემ მიმართა. დაშავებულია პოლიციის 4 თანამშრომელი“, - განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე