სოციალურ ქსელებში უკრაინელი დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ფოტოს აზიარებენ, სადაც ჩანს, რომ ყოფილმა სამხედრო მფრინავმა წონაში საგრძნობლად მოიმატა.
სავჩენკოს სურათი "ფეისბუქზე" უკრაინელმა ადვოკატმა ტატიანა მონტიანმა გააზიარა.
მონტიანი აღნიშნავს, რომ წონაში მომატების შემდეგ სავჩენკოს სხეულის ფორმები კიმ კარდაშიანისას დაემსგავსა. კომენტარებში სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ კარდაშიანი სხეულის ფორმებისთვის ხელოვნურ ჩარევებს მიმართავს, უკრაინელ დეპუტატს კი ყველაფერი ბუნებრივი აქვს.