სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი 1960 წლის შემდეგ - რა ინფორმაციას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო
მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი 1960 წლის შემდეგ - რა ინფორმაციას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1960 წლის შემ­დეგ, წელს რი­გით მე-6 ყვე­ლა­ზე თბი­ლი თე­ბერ­ვა­ლი იყო. თე­ბერ­ვა­ლი ასე­ვე თბი­ლი იყო ქვეყ­ნის­თვის 1966, 1977, 2009, 2013 და 2016 წლებ­ში.

„მი­წის­პი­რა ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­დახ­რამ მრა­ვალ­წლი­უ­რი ნორ­მი­დან, სა­შუ­ა­ლოდ, +3, +4°C შე­ად­გი­ნა. თე­ბერ­ვლის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­სა და კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე +8, +10°C, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ვაკე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე +3, +6°C, ხოლო მთა­ში და მა­ღალ მთა­ში -1, +5°C-ის ფარ­გლებ­ში აღი­ნიშ­ნა.

ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და­დე­ბი­თი გა­დახ­რე­ბი (+4, +6°C) სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­სა და ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში აღი­ნიშ­ნა.

ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაქ­სი­მუ­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, თვის მე­სა­მე დე­კა­და­ში და­ფიქ­სირ­და და ყვე­ლა­ზე მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლებს +21, +23°C-ს კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე მი­აღ­წია. თე­ბერ­ვლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი, თვის პირ­ველ რი­ცხვებ­ში აღი­ნიშ­ნა სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე, ზემო სვა­ნეთ­ში. მი­ნი­მუ­მე­ბი -13, -16°C-მდე და­ე­ცა.

ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, თე­ბერ­ვლის თვე ქვეყ­ნის უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­მა­ოდ მშრა­ლი იყო. შე­და­რე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი იყო სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნი, სა­დაც ნა­ლე­ქე­ბის თვის ჯა­მე­ბი ნორ­მა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბებს და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ით აღე­მა­ტე­ბო­და. ნა­ლე­ქე­ბის თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (70-100 მმ), ჩვე­უ­ლებ­რივ, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­სა კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე და მო­ვი­და, ხოლო ყვე­ლა­ზე მშრა­ლი პი­რო­ბე­ბი (0-10 მმ) ქვე­მო ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და“, - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

ათა
0

დედამიწაზე გლობალურ დათბობის პარალელურად ადამიანთა გულების გლობალურ გაცივებას აქვს ადგილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი 1960 წლის შემდეგ - რა ინფორმაციას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო

მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი 1960 წლის შემდეგ - რა ინფორმაციას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1960 წლის შემდეგ, წელს რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო. თებერვალი ასევე თბილი იყო ქვეყნისთვის 1966, 1977, 2009, 2013 და 2016 წლებში.

„მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიაზე +3, +6°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -1, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართველოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში აღინიშნა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია. თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, თვის პირველ რიცხვებში აღინიშნა სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში. მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა.

ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა. ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა კოლხეთის დაბლობზე და მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ