სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პოლიტიკოსი
ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პოლიტიკოსი

ტე­ლე­კომ­პა­ნია RTVI-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძე რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატს ლე­ო­ნიდ სლუც­კის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა RTVI-ის ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ზე, 22 თე­ბერ­ვალს, ტე­ლე­კომ­პა­ნია Дождь-ის სი­უ­ჟეტ­ში იყო ნათ­ქვა­მი. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ, ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ტია ЛДПР-ის წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე ქალი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­და, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის დუ­მა­ში იყ­ვნენ აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ­ნი. სწო­რედ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა კოტ­რი­კა­ძემ, რომ ბრალ­დე­ბე­ბის სჯე­რა, რად­გან თა­ვად გახ­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი.

კოტ­რი­კა­ძემ გა­იხ­სე­ნა 2011 წელს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა, როცა თბი­ლის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა.

"მე და­ვუ­რე­კე ბა­ტონ სლუც­კის რომ ინ­ტერ­ვი­უ­ზე შევ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვით, მან კი სა­კუ­თარ ოფის­ში მი­მიწ­ვია კა­მე­რე­ბის გა­რე­შე, რომ გან­გვე­ხი­ლა, რა სა­კი­თხებ­ზე იქ­ნე­ბო­და ინ­ტერ­ვიუ. როცა მის ოფის­ში მი­ვე­დი, კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნა, კა­რე­ბი ჩა­კე­ტა და კე­დელ­თან მი­მა­ყე­ნა. შემ­დეგ ხე­ლით მე­ხე­ბო­და და ცდი­ლობ­და ეკოც­ნა... თავი და­ვაღ­წიე და გა­მო­ვი­ქე­ცი" - აღ­ნიშ­ნა კოტ­რი­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ აქამ­დე არ მო­უ­ყო­ლია, რად­გან არ სურ­და პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­და:

"მა­შინ 26 წლის ვი­ყა­ვი, აღ­მოვ­ჩნდი მოს­კოვ­ში იმ ადა­მი­ა­ნის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც სო­ლი­დურ პი­როვ­ნე­ბად მი­მაჩ­ნდა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის" - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა და დას­ძი­ნა, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის წი­ნა­შე რუ­სეთ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად დგე­ბი­ან, თუმ­ცა არა­ფერს ამ­ბო­ბენ, რად­გან ვერ რის­კა­ვენ კა­რი­ე­რას და რე­პუ­ტა­ცი­ას.

ბრალ­დე­ბებს ლე­ო­ნიდ სლუც­კი დღეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. დე­პუ­ტატ­მა ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო და დას­ძი­ნა, რომ და­აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და გა­და­წყვეტს, მი­მარ­თოს თუ არა სა­სა­მარ­თლოს. RTVI-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ბრალ­დე­ბა­ზე კი გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არამ­ხო­ლოდ ამას აბ­რა­ლე­ბენ":

"უც­ნა­უ­რია, რომ ვერ მო­ი­ძებ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლი ან ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. არას­დროს მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა და არას­დროს ქა­ლებს არ და­უ­ჩივ­ლი­ათ ჩემი მხრი­დან არას­წორ საქ­ცი­ელ­ზე. რაც უფრო ეფექ­ტუ­რად ვი­მუ­შა­ვებთ, მეტი ასე­თი ბრალ­დე­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა. თუ პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა­ფე­რი ექ­ნე­ბათ სათ­ქმე­ლი, ბევრ ასეთ თი­თი­დან გა­მო­წო­ვილ ბრალ­დე­ბებს მო­ი­გო­ნე­ბენ" - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პოლიტიკოსი

ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პოლიტიკოსი

ტელეკომპანია RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტელეწამყვანი ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატს ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა RTVI-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

დეპუტატის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე, 22 თებერვალს, ტელეკომპანია Дождь-ის სიუჟეტში იყო ნათქვამი. ტელეკომპანიამ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი რამდენიმე ქალი ჟურნალისტი გახდა, რომლებიც რუსეთის დუმაში იყვნენ აკრედიტირებულნი. სწორედ ამ თემაზე კომენტირებისას აღნიშნა კოტრიკაძემ, რომ ბრალდებების სჯერა, რადგან თავად გახდა მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი.

კოტრიკაძემ გაიხსენა 2011 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა თბილისში, ტელეკომპანია "პიკში" მუშაობის პერიოდში, ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში გაემგზავრა.

"მე დავურეკე ბატონ სლუცკის რომ ინტერვიუზე შევთანხმებულიყავით, მან კი საკუთარ ოფისში მიმიწვია კამერების გარეშე, რომ განგვეხილა, რა საკითხებზე იქნებოდა ინტერვიუ. როცა მის ოფისში მივედი, კაბინეტში შემიყვანა, კარები ჩაკეტა და კედელთან მიმაყენა. შემდეგ ხელით მეხებოდა და ცდილობდა ეკოცნა... თავი დავაღწიე და გამოვიქეცი" - აღნიშნა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევის შესახებ აქამდე არ მოუყოლია, რადგან არ სურდა პრობლემები შექმნოდა:

"მაშინ 26 წლის ვიყავი, აღმოვჩნდი მოსკოვში იმ ადამიანის ძალიან უცნაური ქმედების წინაშე, რომელიც სოლიდურ პიროვნებად მიმაჩნდა. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის" - განაცხადა ტელეწამყვანმა და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევების წინაშე რუსეთში ჟურნალისტები ხშირად დგებიან, თუმცა არაფერს ამბობენ, რადგან ვერ რისკავენ კარიერას და რეპუტაციას.

ბრალდებებს ლეონიდ სლუცკი დღეს გამოეხმაურა. დეპუტატმა ყველაფერი უარყო და დასძინა, რომ დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტს, მიმართოს თუ არა სასამართლოს. RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილის ბრალდებაზე კი განაცხადა, რომ "ქართველი ჟურნალისტები არამხოლოდ ამას აბრალებენ":

"უცნაურია, რომ ვერ მოიძებნენ უკრაინელი ან ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებიც ამაში დამადანაშაულებდნენ. არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა და არასდროს ქალებს არ დაუჩივლიათ ჩემი მხრიდან არასწორ საქციელზე. რაც უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ, მეტი ასეთი ბრალდება გამოჩნდება. თუ პროფესიული თვალსაზრისით არაფერი ექნებათ სათქმელი, ბევრ ასეთ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს მოიგონებენ" - აღნიშნა დეპუტატმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე