სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაეროში საკუთარი პროექტი წარადგინა
ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაეროში საკუთარი პროექტი წარადგინა

24 წლის ასაკ­ში ბა­ქარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ღე­ბა, ორი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბა, „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე სწავ­ლის და­წყე­ბა, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დია ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - „გა­ე­როს“ შტაბ-ბი­ნა­ში სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა მო­ას­წრო.

რო­გორც თა­ვად Ambebi.ge-ს უამ­ბო, მისი პრო­ექ­ტი წე­რო­ვან­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის აშე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თონ და ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე იზ­რუ­ნონ.

„მარ­თა­ლი ვერ გა­ვი­მარ­ჯვეთ, თუმ­ცა მიწ­ვე­უ­ლი ვართ გა­ე­როს მო­მა­ვალ ასამ­ბლე­ა­ზე, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში ჩა­ტარ­დე­ბა და ჩვე­ნი პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ მოგ­ვცე­მა“, - აღ­ნიშ­ნავს ბა­ქა­რი.

გა­ე­რო­ში პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნამ­დე ბა­ქარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი BTU-ს მე­დია ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წევ­რებ­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია ჰა­კა­თო­ნის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე 24 წლის აქ­ტი­ურ ახალ­გაზ­რდას Ambebi.ge ესა­უბ­რა.

- ბა­ქარ, რო­გორ მო­ი­პო­ვეთ გა­ე­როს შტაბ-ბი­ნა­ში პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სა და სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა?

- იმ ახალ­გაზ­რდა დე­ლე­გა­ტე­ბის­თვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს 21-ე სა­უ­კუ­ნის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, პო­ლი­ტი­კა, კო­ლა­ბო­რა­ცია და სხვა სა­კი­თხე­ბი, გა­ე­რო სპე­ცი­ა­ლურ ასამ­ბლე­ას ატა­რებს. ჩვენ პრო­ექ­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩი­ეთ, გა­ე­როს სა­იტ­ზე ავ­ტვირ­თეთ, სა­ბო­ლო­ოდ კი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა 15 პრო­ექტს მის­ცა, მათ შო­რის ჩვენც მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ნიუ იორკში ჩა­სუ­ლი დე­ლე­გა­ტე­ბის­თვის ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაგ­ვეც­ნო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით 4 ადა­მი­ა­ნი წა­ვე­დით და ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ჩა­ვი­ტა­ნეთ, გვსურ­და წე­რო­ვან­ში აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რულ ოთა­ხებს, ასე­ვე დიდ სა­ერ­თო სა­აქ­ტო დარ­ბაზს და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცე­ებს. პრე­ზენ­ტა­ცია ჩემ­თან ერ­თად გუნ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, რუ­სუ­დან სი­ხა­რუ­ლი­ძემ ჩა­ა­ტა­რა.

ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვენ ფი­ნალ­ში გა­და­ვე­დით, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვი­მარ­ჯვეთ, თუმ­ცა მო­ვი­პო­ვეთ უფ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი გეგ­მა კი­დევ ერთხელ წარ­ვად­გი­ნოთ. ცენ­ტრის ასა­შე­ნებ­ლად 38 000 დო­ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბა გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა და თუ ამ თან­ხას გა­ე­როს­გან მი­ვი­ღებთ, პრო­ექტს აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ამავდრო­უ­ლად, მხარ­და­ჭე­რა გვაქვს „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან“, რო­მე­ლიც გვპირ­დე­ბა, რომ დევ­ნილ ახალ­გაზ­რდებს სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს შეს­თა­ვა­ზებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ე­რო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­კითხს, ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და, აშშ-ში „სი­ლი­კონ ვე­ლის“ მსხვილ ინ­ვეს­ტო­რებს შევ­ხვედ­რო­დით, მათ­თვის იდე­ე­ბი გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა და სხვა­დას­ხვა კო­ლა­ბო­რა­ცია დაგ­ვე­გეგ­მა. რო­დე­საც სი­ტყვით გა­მოვ­დი­ო­დი, ჩემ­მა ერ­თმა შე­კი­თხვამ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­სა და გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დაბ­ნე­უ­ლო­ბაც კი გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, მე გა­ე­როს წარ­მო­მად­გე­ნელს ვუ­თხა­რი, რომ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის პერ­სპექ­ტი­ვა იმ­დე­ნად შო­რია და დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში მას იმ­დე­ნად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებთ, ატო­მუ­რი ენერ­გია კი ძვი­რი ჯდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ის პერ­სპექ­ტი­ვა, რა­საც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია გვპირ­დე­ბა, რომ ჩვენ საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას შე­ვამ­ცი­რებთ, ტყუ­ი­ლია და რე­ა­ლო­ბას არ ჰგავს.

დავ­სვი მე­ო­რე შე­კი­თხვაც, რო­მე­ლიც გა­ე­როს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ეხე­ბო­და. გა­ე­როს წარ­მო­მად­გე­ნელს ვკი­თხე, ყვე­ლა ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რაც სხა­ვადსხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მათ შო­რის გა­ე­როს აქვს, პირ­ველ რიგ­ში არის თუ არა პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ თუ სა­წარ­მო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­კონ­ტროლ­და, თუ ე.წ მე­სა­მე დო­ნის ქვეყ­ნებ­ში არ და­ი­წყო მან­ქა­ნე­ბის და სა­წარ­მო­ე­ბის კონ­ტრო­ლი, გა­ე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არა­რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. პა­სუ­ხი იყო ზუს­ტად ის, რა­საც ვე­ლო­დი - პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არის ძი­რი­თა­დი ვექ­ტო­რი, რაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პრობ­ლე­მას გა­და­წყვეტს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­ზე გა­დას­ვლას და ბენ­ზი­ნის ჩა­ნაც­ვლე­ბას, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­მე­თან­ხმნენ, რომ ეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის ან მე­ტის პერ­სპექ­ტი­ვა­ზეც კი ვი­ფიქ­როთ.

- წე­როვ­ნის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბობ, ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დიდი დატ­ვირ­თვა აქვს, კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობს და რო­გორ აპი­რებთ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

- ეს პრო­ექ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გავ­ხორ­ცი­ე­ლოთ! წე­რო­ვან­ში აშენ­დე­ბა მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი „სი­ნერ­გია“ (რაც „ერ­თო­ბას“ ნიშ­ნავს) და ახალ­გაზ­რდებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ჩვენ მხო­ლოდ წე­როვ­ნით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით, მსგავ­სი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის აშე­ნე­ბა სხვა ისეთ და­სახ­ლე­ბებ­შიც გვინ­და, სა­დაც დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი მო­ი­ცავს მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრს, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ერთი დიდი და 5 პა­ტა­რა დარ­ბა­ზი. აქ ახალ­გაზ­რდე­ბი შეძ­ლე­ბენ, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დონ, გა­მო­ი­ყე­ნონ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ოთა­ხე­ბი, დიდ დარ­ბაზს ექ­ნე­ბა ჩა­შე­ნე­ბუ­ლი კი­ნო­თე­ატ­რი, კა­რა­ო­კე, გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რე­ბიც. „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ დაგ­ვთან­ხმდა, რომ მისი ლექ­ტო­რე­ბი და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, წე­როვ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბას უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ლექ­ტო­რე­ბი წე­რო­ვან­ში ჩავ­ლენ, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რდებს გა­და­ამ­ზა­დე­ბენ, და­ეხ­მა­რე­ბი­ან და მსგავ­სი კონ­ტრი­ბუ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახ­ლად­შექ­მნი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან.

- გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი­სა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხარ მე­დი­ით. რამ გა­მო­იწ­ვია შენი ინ­ტე­რე­სი ამ სფე­როს მი­მართ და რას საქ­მი­ა­ნობ მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- მე­დი­ით 14 წლის ასაკ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ვერ­თე. შემ­დეგ ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვის­წავ­ლე, სა­ბო­ლო­ოდ კი „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლის შან­სი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. გარ­და იმი­სა, რომ ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას ვსწავ­ლობ, ჩარ­თუ­ლი ვარ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ BTU მე­დია ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

ლა­ბო­რა­ტო­რია 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ფუძნ­და და 2 კვი­რა­ში შევ­ძე­ლით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია ჰა­კა­თო­ნი მოგ­ვე­გო, რო­მე­ლიც აშშ-ს სა­ელ­ჩოს მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მოვ­ხვდით სა­მე­ულ­ში, მო­ვი­პო­ვეთ პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ.

ამ­ჟა­მად პირ­ველ კურ­სზე ვარ, ვა­პი­რებ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რო და პა­რა­ლე­ლუ­რად აშშ-ში ავი­მაღ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი აშშ-ს რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან სტა­ჟი­რე­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა კურ­სზე მაქვს და როცა არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებ, სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვით წა­ვალ აშშ-ში.

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­გორ შე­გიძ­ლია, შენს ქვე­ყა­ნას და­ეხ­მა­რო „გა­ე­როს“ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ?

- ჩემი „გა­ე­რო­ში“ გა­მოს­ვლის მი­ზა­ნი არის ის, რომ უფრო მეტ­მა ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ შეძ­ლოს მსგავს ას­პა­რეზ­ზე გას­ვლა, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გად­მო­სა­ხე­დი­დან ისა­უბ­როს და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბა, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­უ­ზი­ა­როს.

სა­მო­მავ­ლოდ მსურს, შევ­ქმნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც „გა­ე­როს,“ „ეუ­თო­სა“ და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად გა­ვუ­წევ კო­ორ­დი­ნი­რე­ბას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა წარ­დგეს მსგავს ას­პა­რეზ­ზე და მე ვფიქ­რობ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს გა­კე­თებთ და ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მცი­რე წვლილს მა­ინც შე­ვი­ტანთ.

- თუ გრჩე­ბა დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის, გან­ტვირ­თვის­თვის. ამ­დენ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბის გარ­და, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ორი­ენ­ტი­რი და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა გახ­და, თით­ქმის ყვე­ლა­ფერს ამის­თვის ვა­კე­თებ, მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პერ­სპექ­ტი­ვა და ჩვენ, ჩემი თა­ო­ბა, ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი და უფ­რო­სე­ბი ვართ ეს მო­მა­ვა­ლი.

თუ დრო მრჩე­ბა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს კი­თხვა, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, ბოქ­სი და კა­ლათ­ბურ­თი. ეს არის ჩემი ძი­რი­თა­დი ჰობი. კა­ლათ­ბურთს 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთა­მა­შობ­დი, მიყ­ვარს NBA-ს მატ­ჩე­ბის ყუ­რე­ბა. ასე­ვე ვი­ყა­ვი ბოქ­სით და­კა­ვე­ბუ­ლი. ვკი­თხუ­ლობ და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, შე­იძ­ლე­ბა დღე­ში 1-2 ფილ­მს ვუ­ყუ­რო, დღე-ღა­მე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თი მძი­ნავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაეროში საკუთარი პროექტი წარადგინა

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაეროში საკუთარი პროექტი წარადგინა

24 წლის ასაკში ბაქარ ფალავანდიშვილმა იურისტის კვალიფიკაციის მიღება, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლის დაწყება, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული მედია ლაბორატორიის საქმიანობაში აქტიურად ჩართვა და ყველაზე მნიშვნელოვანი - „გაეროს“ შტაბ-ბინაში საკუთარი პროექტის წარდგენა მოასწრო.

როგორც თავად Ambebi.ge-ს უამბო, მისი პროექტი წეროვანში ახალგაზრდული ცენტრის აშენებას გულისხმობს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ და ცოდნის გაღრმავებაზე იზრუნონ.

„მართალი ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა მიწვეული ვართ გაეროს მომავალ ასამბლეაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და ჩვენი პროექტის წარდგენის უფლება კიდევ ერთხელ მოგვცემა“, - აღნიშნავს ბაქარი.

გაეროში პროექტის წარდგენამდე ბაქარ ფალავანდიშვილი BTU-ს მედია ლაბორატორიის წევრებთან ერთად საერთაშორისო მედია ჰაკათონის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მედიის განვითარებისთვის საკუთარი პროექტის განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ საკითხებზე 24 წლის აქტიურ ახალგაზრდას Ambebi.ge ესაუბრა.

- ბაქარ, როგორ მოიპოვეთ გაეროს შტაბ-ბინაში პროექტის წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის უფლება?

- იმ ახალგაზრდა დელეგატებისთვის, ვისაც აინტერესებს 21-ე საუკუნის ტენდენციები, პოლიტიკა, კოლაბორაცია და სხვა საკითხები, გაერო სპეციალურ ასამბლეას ატარებს. ჩვენ პროექტი ინდივიდუალურად შევარჩიეთ, გაეროს საიტზე ავტვირთეთ, საბოლოოდ კი ორგანიზაციამ წარდგენის უფლება 15 პროექტს მისცა, მათ შორის ჩვენც მოგვეცა საშუალება ნიუ იორკში ჩასული დელეგატებისთვის ჩვენი შეხედულებები გაგვეცნო. საქართველოს სახელით 4 ადამიანი წავედით და ჩვენი პროექტი ჩავიტანეთ, გვსურდა წეროვანში აგვეშენებინა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მოიცავდა როგორც კომპიუტერულ ოთახებს, ასევე დიდ საერთო სააქტო დარბაზს და სხვა აქტივობებისთვის განკუთვნილ სივრცეებს. პრეზენტაცია ჩემთან ერთად გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, რუსუდან სიხარულიძემ ჩაატარა.

ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ფინალში გადავედით, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა მოვიპოვეთ უფლება, რომ ჩვენი გეგმა კიდევ ერთხელ წარვადგინოთ. ცენტრის ასაშენებლად 38 000 დოლარის დაფინანსება გვესაჭიროება და თუ ამ თანხას გაეროსგან მივიღებთ, პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. ამავდროულად, მხარდაჭერა გვაქვს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან“, რომელიც გვპირდება, რომ დევნილ ახალგაზრდებს სპეციალურ პროგრამებს შესთავაზებს.

რაც შეეხება გაეროში სიტყვით გამოსვლის საკითხს, ჩვენ საშუალება გვქონდა, აშშ-ში „სილიკონ ველის“ მსხვილ ინვესტორებს შევხვედროდით, მათთვის იდეები გაგვეზიარებინა და სხვადასხვა კოლაბორაცია დაგვეგეგმა. როდესაც სიტყვით გამოვდიოდი, ჩემმა ერთმა შეკითხვამ გლობალურ დათბობასა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით დაბნეულობაც კი გამოიწვია. კერძოდ, მე გაეროს წარმომადგენელს ვუთხარი, რომ განახლებადი ენერგიის პერსპექტივა იმდენად შორია და დღევანდელ რეალობაში მას იმდენად მცირე რაოდენობით ვიყენებთ, ატომური ენერგია კი ძვირი ჯდება, შესაბამისად, ის პერსპექტივა, რასაც სხვადასხვა კომპანია გვპირდება, რომ ჩვენ საწვავის მოხმარებას შევამცირებთ, ტყუილია და რეალობას არ ჰგავს.

დავსვი მეორე შეკითხვაც, რომელიც გაეროს მიერ შემოთავაზებული პროექტების განხორციელებას ეხებოდა. გაეროს წარმომადგენელს ვკითხე, ყველა ის შემოთავაზება, რაც სხავადსხვა ორგანიზაციას და მათ შორის გაეროს აქვს, პირველ რიგში არის თუ არა პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ საწარმოები სპეციალურად არ გაკონტროლდა, თუ ე.წ მესამე დონის ქვეყნებში არ დაიწყო მანქანების და საწარმოების კონტროლი, გაეროს რეკომენდაციების შესრულება არარეალური იქნება. პასუხი იყო ზუსტად ის, რასაც ველოდი - პოლიტიკური ნება არის ძირითადი ვექტორი, რაც გლობალური დათბობის პრობლემას გადაწყვეტს. რაც შეეხება განახლებად ენერგიაზე გადასვლას და ბენზინის ჩანაცვლებას, გაეროს წარმომადგენლები დამეთანხმნენ, რომ ეს უახლოეს მომავალში რეალობას მოკლებულია და შეიძლება დაახლოებით ნახევარი საუკუნის ან მეტის პერსპექტივაზეც კი ვიფიქროთ.

- წეროვნის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელსაც, როგორც ამბობ, ადგილობრივი ახალგაზრდობის განვითარებისთვის დიდი დატვირთვა აქვს, კონკრეტულად რას გულისხმობს და როგორ აპირებთ მის განხორციელებას?

- ეს პროექტი აუცილებლად უნდა გავხორციელოთ! წეროვანში აშენდება მულტიფუნქციური ცენტრი „სინერგია“ (რაც „ერთობას“ ნიშნავს) და ახალგაზრდებს განვითარებაში დაეხმარება.

ჩვენ მხოლოდ წეროვნით არ შემოვიფარგლებით, მსგავსი ახალგაზრდული ცენტრის აშენება სხვა ისეთ დასახლებებშიც გვინდა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ახალგაზრდული ცენტრი მოიცავს მულტიფუნქციურ ცენტრს, სადაც გაერთიანებული იქნება ერთი დიდი და 5 პატარა დარბაზი. აქ ახალგაზრდები შეძლებენ, მისაღები გამოცდებისთვის მოემზადონ, გამოიყენონ კომპიუტერული ოთახები, დიდ დარბაზს ექნება ჩაშენებული კინოთეატრი, კარაოკე, გაიმართება შეხვედრებიც. „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ დაგვთანხმდა, რომ მისი ლექტორები და მაგისტრატურის სტუდენტები დაგვეხმარებიან, წეროვნის ახალგაზრდობას უკეთესი შესაძლებლობები შევთავაზოთ. ლექტორები წეროვანში ჩავლენ, დაინტერესებულ ახალგაზრდებს გადაამზადებენ, დაეხმარებიან და მსგავსი კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია ახლადშექმნილი უნივერსიტეტის მხრიდან.

- გარდა პოლიტიკური და სოციალური საკითხებისა, დაინტერესებული ხარ მედიით. რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რას საქმიანობ მედიის მიმართულებით?

- მედიით 14 წლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც სამოქალაქო აქტივობებში ჩავერთე. შემდეგ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამართლის მიმართულება შევისწავლე, საბოლოოდ კი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ გადავწყვიტე თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შანსი გამომეყენებინა და ბაკალავრიატზე ჩამებარებინა. გარდა იმისა, რომ ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ, ჩართული ვარ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ BTU მედია ლაბორატორიის საქმიანობაშიც, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.

ლაბორატორია 2017 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2 კვირაში შევძელით, რომ საერთაშორისო მედია ჰაკათონი მოგვეგო, რომელიც აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. მოვხვდით სამეულში, მოვიპოვეთ პროექტის დაფინანსება და მისი განხორციელება დავიწყეთ.

ამჟამად პირველ კურსზე ვარ, ვაპირებ უნივერსიტეტი დავამთავრო და პარალელურად აშშ-ში ავიმაღლო კვალიფიკაცია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შემოთავაზებები აშშ-ს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტებისგან სტაჟირებებსა და სხვადასხვა კურსზე მაქვს და როცა არჩევანს გავაკეთებ, საქართველოდან დაახლოებით 6 თვით წავალ აშშ-ში.

- როგორ ფიქრობ, როგორ შეგიძლია, შენს ქვეყანას დაეხმარო „გაეროს“ პროექტებში ჩართულობითა და საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ?

- ჩემი „გაეროში“ გამოსვლის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ შეძლოს მსგავს ასპარეზზე გასვლა, გამოცდილების მიღება, მიეცეს საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან ისაუბროს და საერთაშორისო თანამეგობრობას როგორც გამოცდილება, ისე საქართველოში არსებული პრობლემები გაუზიაროს.

სამომავლოდ მსურს, შევქმნა ორგანიზაცია, რომელსაც „გაეროს,“ „ეუთოსა“ და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გავუწევ კოორდინირებას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა წარდგეს მსგავს ასპარეზზე და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გაკეთებთ და ჩვენი ქვეყნისა და ახალგაზრდობის განვითარებაში მცირე წვლილს მაინც შევიტანთ.

- თუ გრჩება დრო დასვენებისთვის, განტვირთვისთვის. ამდენ პროექტში ჩართულობის გარდა, რა აქტივობებით ხარ დაკავებული?

- ეს ყველაფერი ბოლო წლების განმავლობაში ჩემი ორიენტირი და მამოძრავებელი ძალა გახდა, თითქმის ყველაფერს ამისთვის ვაკეთებ, მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა და ჩვენ, ჩემი თაობა, ჩემზე უმცროსები და უფროსები ვართ ეს მომავალი.

თუ დრო მრჩება, ძალიან მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, ბოქსი და კალათბურთი. ეს არის ჩემი ძირითადი ჰობი. კალათბურთს 12 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მიყვარს NBA-ს მატჩების ყურება. ასევე ვიყავი ბოქსით დაკავებული. ვკითხულობ და ფილმების ყურებაც ძალიან მიყვარს, შეიძლება დღეში 1-2 ფილმს ვუყურო, დღე-ღამეში დაახლოებით 5 საათი მძინავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ