"ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია" - ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე

"ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია" - ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე

ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოში მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიტუაციის საღად შეფასებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი ურცხვად იყენებს ამ საკმაოდ მგრძნობიარე თემას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად“, - აღნიშნულია „უწყების“ განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აგრესიულ რევანშიზმზე მეტყველებს.

„მიმდინარე მოვლენებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოების მდგომარეობის ობიექტურ მაჩვენებელს და სამხრეთ ოსეთისადმი მათ რეალურ განწყობას. გაჩაღებულმა ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ტატუნაშვილის საქმემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დღეს საქართველოში კეტავენ გზებს, ღიად ემუქრებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და აგრძელებენ რუსეთის მისამართით აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებების წაყენებას“, - დასძინეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი