სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრემიერის დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულ ბავშვებს საზღვარგარეთ გადაიყვანენ - მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერის დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულ ბავშვებს საზღვარგარეთ გადაიყვანენ - მთავრობის ადმინისტრაცია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბი­დან ფან­ჯრის მი­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, - აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან შუ­შის და­ცე­მის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი - ექი­მის კო­მენ­ტა­რი

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა მზად არის, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა.

„და­შა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ამ­ჟა­მად გა­დაყ­ვა­ნილ­ნი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც მათ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

ად­გილ­ზე ამ წუ­თებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი და პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი - აკა­კი ზო­ი­ძე და მა­რი­ამ ჯაში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მკაც­რად და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა, ვისი ბრა­ლე­უ­ლო­ბაც მომ­ხდარ­ში და­დას­ტურ­დე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა მზად არის, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­შა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ შსს ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 124-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

„ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთი შე­ნო­ბის ფა­სა­დი­დან მინა ჩა­მო­ვარ­და, როს შე­დე­გა­დაც ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე 6 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­შავ­და. ექ­ვსი­ვე მათ­გა­ნი #70-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბის მიერ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 124-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრემიერის დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულ ბავშვებს საზღვარგარეთ გადაიყვანენ - მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერის დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულ ბავშვებს საზღვარგარეთ გადაიყვანენ - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან ფანჯრის მინის ჩამოვარდნის შედეგად მომხდართან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე: რა მდგომარეობაში არიან შუშის დაცემის შედეგად დაშავებული ბავშვები - ექიმის კომენტარი

მათი ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა.

„დაშავებული არასრულწლოვნები ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები - აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება.

პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დაშავებული არასრულწლოვნების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, როს შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ