ახმეტაში 70 წლამდე მამაკაცი სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს

ახმეტაში 70 წლამდე მამაკაცი სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ მატანში, 70 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა ყელგამოჭრილი ნახეს და პოლიციას შეატყობინეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს