სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი პირველი მატარებლის გავლასა და მჟავანაძის მადლობაზე
როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი პირველი მატარებლის გავლასა და მჟავანაძის მადლობაზე

თბი­ლი­სის მეტ­რო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1966 წლის 11 იან­ვარს შე­ვი­და. ის მეტ­როს მე­ო­თხე სის­ტე­მა იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (მოს­კო­ვის, სანტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და კი­ე­ვის შემ­დეგ), რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში და­ი­წყო და სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­საც ახლა წარ­მო­გიდ­გენთ.

90 წლის პრო­ფე­სო­რი აბე­სა­ლომ ყუ­რაშ­ვი­ლი ხი­დე­ბის და გვი­რა­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს დღემ­დე კი­თხუ­ლობს. ამ­ბობს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერთი კოს­მოდ­რო­მი არ აუ­შე­ნე­ბია, და­ნარ­ჩე­ნი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა.

"ინ­სტი­ტუ­ტი 1950 წელს და­ვამ­თავ­რე, მერე ერთი წე­ლი­წა­დი ბა­ქო­ში მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვე. იქი­დან რკი­ნიგ­ზის ჯარ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო და მის აღ­სად­გე­ნად ახალ­გაზ­რდა მუ­შა­ხე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ, თან ხელ­ფასს გვიხ­დიდ­ნენ, თან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გვეთ­ვლე­ბო­და. 400 მეტ­როს გვი­რა­ბი იყო აფეთ­ქე­ბუ­ლი, არა­და, აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 22 წლის ახალ­ბე­და ინ­ჟი­ნე­რი ვი­ყა­ვი. ისე აღ­ვად­გი­ნე, რომ სამ­ხედ­რო წო­დე­ბა ამი­მაღ­ლეს. არა­და, იმ დრო­ის­თვის თურ­მე ჯა­რი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვყო­ფილ­ვარ. რკი­ნიგ­ზის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს უჩივ­ლია, მთე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჯარ­ში წა­იყ­ვა­ნეს და მეტ­როს ვე­ღარ ვა­შე­ნებ­თო. შემ­დეგ სტა­ლინ­მა გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა და 1950-1951 წლებ­ში ვინც წაგ­ვიყ­ვა­ნეს, ყვე­ლა უკან გა­მოგ­ვიშ­ვეს" - იხ­სე­ნებს მშე­ნე­ბე­ლი.

ბა­ტონ­მა აბე­სა­ლომ­მა კა­რი­ე­რა თბი­ლი­სის მეტ­რო­ში ავ­ლაბ­რის მეტ­როს ცვლის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბით და­ი­წყო, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე თით­ქმის ყვე­ლა პა­სუხ­სა­გებ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, იყო მი­ნის­ტრიც.

"დი­დუ­ბი­დან მეტ­როს სად­გუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, სამ­გო­რის ჩათ­ვლით, მე ავა­შე­ნე. მე­ო­რე ხაზ­ზე კი - თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი. სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლე არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­დან­ზე, ყო­ფი­ლი "ცე­კავ­ში­რის" შე­ნო­ბას­თან შახ­ტა იყო და მშე­ნებ­ლო­ბა იქი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მიწა რომ ითხრე­ბო­და, გა­მო­ტა­ნი­სას ბევ­რი წყა­ლი მოყ­ვე­ბო­და და მიწა იშ­ლე­ბო­და. შემ­დეგ წყა­ლი გავ­ყი­ნეთ და ბო­ლომ­დე მა­ინც ისე ჩა­ვე­დით... იმ პე­რი­ოდ­ში სტა­ლი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მის ად­გი­ლას ხრუშ­ჩო­ვი დად­გა და 1953 წლის 8 აგ­ვის­ტოს მოს­კო­ვი­დან მი­ვი­ღეთ ბრძა­ნე­ბა - თბი­ლის­ში მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბა ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქ­ნას და "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" მთა­ვარ შახ­ტას­თან ბა­ლას­ტი ჩა­ყა­რეთ! მოკ­ლედ, ხრუშ­ჩოვ­მა თბი­ლის­ში მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბა გა­ა­უქ­მა...

სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ცკ-ს მდი­ვა­ნი ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე იყო, ხრუშ­ჩო­ვის ცოლი მისი ცო­ლის და იყო. რო­დე­საც მოს­კოვ­ში ქვისლთან ჩა­ვი­და, არ ვიცი, რა უთხრა, მაგ­რამ ხრუშ­ჩოვს შე­უ­გი­ნია და ბრძა­ნე­ბა გა­უ­ცია - თბი­ლი­სის მეტ­როს ლიკ­ვი­და­ცია კონ­სერ­ვა­ცი­ით შე­იც­ვა­ლო­სო. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ოდეს­მე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მშე­ნებ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. სა­უბ­რობ­დნენ, რომ ისე­თი მეტ­რო უნდა აშენ­დეს, თავ­შე­საფ­რად გა­და­კეთ­დე­სო, მაგ­რამ ჩვენ თავ­დაც­ვით ნა­გე­ბო­ბად ის არ გვინ­დო­და, - მეტ­როს ვა­შე­ნებ­დით.

- დღეს­დღე­ო­ბით მეტ­რო არის თუ არა თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბა?

- ხომ გი­თხა­რით, მა­შინ ის თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბა არ ყო­ფი­ლა, მეტ­როს ვა­შე­ნებ­დით, მაგ­რამ ის გა­მოდ­გე­ბა თავ­დაც­ვით ნა­გე­ბო­ბად. ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი მეტ­რო მო­სახ­ლე­ო­ბის 60-65%-ს და­ი­ტევს. იქ გვი­რა­ბე­ბიც ხომ არის, ნა­ძა­ლა­დე­ვი­დან სამ­გო­რამ­დე სულ გა­მო­თხრი­ლია. რომ და­აკ­ვირ­დეთ, თა­ვა­დაც მიხ­ვდე­ბით ეს­კა­ლა­ტო­რე­ბით, რო­მელ სად­გურ­ზე რა სიგ­რძე­ზეა გა­თხრი­ლი. ზო­გან 60 მეტ­რია, ზო­გან 65, 80-იც. სად­გუ­რე­ბი და გვი­რა­ბე­ბი კი­დევ უფრო ღრმაა.

- ერთი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას რა დრო სჭირ­დე­ბო­და?

- მა­გა­ლი­თად, სამ­გო­რი 3 წე­ლი­წად­ში ავა­შე­ნეთ, ოღონდ, ღია წე­სით და მერე გა­და­ი­ხუ­რა - საქ­მემ ასე მო­ი­თხო­ვა.

- თბი­ლი­სის მეტ­რო სამ ად­გი­ლას (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი-რუს­თა­ვე­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი-ავ­ლა­ბა­რი და ვაგ­ზლის მო­ე­და­ნი-წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი) მტკვრის ქვეშ გა­დის. რამ­დე­ნად უსაფრ­თოა ეს გვი­რა­ბე­ბი?

- ახლა უკვე შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან წე­რეთ­ლის გამ­ზი­რამ­დე, გვი­რა­ბის თა­ვამ­დე სულ 12 მეტ­რია. მთე­ლი ეგ მო­ნაკ­ვე­თი მტკვრის ფსკე­რი ძა­ლი­ან სქე­ლი, რკი­ნა­ბე­ტო­ნის ორ­მეტ­რი­ა­ნი ფი­ლით გა­დავ­ხუ­რეთ, სა­ში­ში ისე­დაც არ იყო, მაგ­რამ თავ­დაც­ვის მიზ­ნით გა­კეთ­და ასე. თუმ­ცა, სა­ნამ მტკვრის ქვეშ შე­ვი­დო­დით, გვე­ში­ნო­და. ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, ორი­ვე მხა­რეს 80 სან­ტი­მეტ­რი რკი­ნა-ბე­ტო­ნის კე­დე­ლი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა და ჰერ­მე­ტუ­ლი კა­რე­ბე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რომ წყა­ლი აქეთ არ წა­მო­სუ­ლი­ყო.

- იქ­ნებ თბი­ლი­სის მეტ­როს გახ­სნის დღეც გა­იხ­სე­ნოთ...

- ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, ვი­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი გვქონ­და, შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა პირ­ვე­ლი ტრა­სა - დი­დუ­ბი­დან რუს­თა­ვე­ლამ­დე და შე­იძ­ლე­ბი­და თუ არა მა­ტა­რებ­ლის გა­ტა­რე­ბა. დი­ლის 9 სა­ათ­ზე რომ და­ვი­წყეთ, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე ვა­მოწ­მებ­დით (6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით). კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო მოს­კო­ვი­დან მოვ­ლე­ნი­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კა­ჩა­ლო­ვი, საც­დე­ლი მა­ტა­რებ­ლის გავ­ლა უნდა მი­ე­ღო. მა­ტა­რე­ბელ­მა იდე­ა­ლუ­რად გა­ი­ა­რა. სხვა ქა­ლა­ქებ­შიც დავ­სწრე­ბი­ვარ, მაგ­რამ ასე წარ­მა­ტე­ბით არ­სად გა­უვ­ლია მა­ტა­რე­ბელ­სო. პირ­ვე­ლად დი­დუ­ბე-რუს­თა­ვე­ლის ხაზი გა­იხ­სნა. ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე ეს­წრე­ბო­და, ასე­ვე რუს­თა­ვე­ლი-300 არაგ­ვე­ლის გასხნა­საც. პირ­ვე­ლი მგზავ­რე­ბი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა იყო. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი და 300 არაგ­ვე­ლი რომ გავ­ხსე­ნით და მა­ტა­რე­ბე­ლი უკან ბრუნ­დე­ბო­და (მა­შინ ცალ მხა­რეს და­დი­ო­და, მო­საბ­რუ­ნე­ბე­ლი არ იყო), მჟა­ვა­ნა­ძეს მო­ვუ­კი­თხი­ვარ (მე მე­ო­რე შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ცხა­დია, პირ­ვე­ლით მთავ­რო­ბა იყო), მეტ­როს ფო­ი­ე­ში ლო­დი­ნი და­უ­წყია და "კა­გე­ბეს" მა­ი­ო­რის­თვის და­უ­ვა­ლე­ბია, ის კაცი მო­იყ­ვა­ნე­თო. მეც მი­ვე­დი, ხელ­ში პა­ტა­რა ბავ­შვი ეჭი­რა. დას­ვა და ხელი ჩა­მო­მარ­თვა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და.

- თქვენს ოჯახ­ზე რას მოგ­ვიყ­ვე­ბით?

- მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, პი­ა­ნის­ტი, კონ­სერ­ვა­ტო­რია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი (ბა­ტო­ნი აბე­სა­ლო­მი მე­უღ­ლის ფო­ტოს გვაჩ­ვე­ნებს, რო­მელ­საც გუ­ლის ჯი­ბით ატა­რებს), მაგ­რამ ავად­მყო­ფო­ბის გამო ადრე დავ­კარ­გე... 2005 წელს კი 40 წლის შვი­ლი და­მე­ღუ­პა, უნი­ჭი­ე­რე­სი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიჭი... მის­გან შვი­ლიც არ დამ­რჩე­ნია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ იყო. ახლა მხო­ლოდ მე და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი დავ­რჩით. ისიც ავად არის და მისი მოვ­ლა მე მი­წევს. რა ვქნა, ასე მოხ­და, გული კი მწყდე­ბა, მაგ­რამ ასე­თია ცხოვ­რე­ბა...

- გზა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში აირ­ჩი­ეთ, თქვენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა...

- დე­და­ჩემს უნ­დო­და, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მე ექი­მო­ბა არ მინ­დო­და. თბი­ლის­ში კა­ხე­თი­დან, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­დან ინ­სტი­ტუ­ტში სა­ბუ­თე­ბის შე­სა­ტა­ნად რომ ჩა­მო­ვე­დი, დი­ლას თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ­მა სა­ღა­მოს 5-ის ნა­ხევ­რამ­დე ინ­სტი­ტუტს ძლივს მი­ვა­გე­ნი. მერე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე და მო­მა­ვალ­ში უკვე გავ­ხდი ხი­დე­ბი­სა და გვი­რა­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი პირველი მატარებლის გავლასა და მჟავანაძის მადლობაზე

როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი პირველი მატარებლის გავლასა და მჟავანაძის მადლობაზე

თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წლის 11 იანვარს შევიდა. ის მეტროს მეოთხე სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, სანტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ), რომლის მშენებლობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და სწორედ იმ ადამიანის აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.

90 წლის პროფესორი აბესალომ ყურაშვილი ხიდების და გვირაბების სპეციალისტია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს დღემდე კითხულობს. ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ერთი კოსმოდრომი არ აუშენებია, დანარჩენი, მთელი ცხოვრება ძირითადი სამშენებლო ობიექტების სათავეებთან იდგა.

"ინსტიტუტი 1950 წელს დავამთავრე, მერე ერთი წელიწადი ბაქოში მეტროს მშენებლობაზე ვიმუშავე. იქიდან რკინიგზის ჯარში წამიყვანეს. საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული იყო და მის აღსადგენად ახალგაზრდა მუშახელი სჭირდებოდათ, თან ხელფასს გვიხდიდნენ, თან სამხედრო სამსახურში გვეთვლებოდა. 400 მეტროს გვირაბი იყო აფეთქებული, არადა, აღდგენით სამუშაოებზე 22 წლის ახალბედა ინჟინერი ვიყავი. ისე აღვადგინე, რომ სამხედრო წოდება ამიმაღლეს. არადა, იმ დროისთვის თურმე ჯარიდან თავისუფალი ვყოფილვარ. რკინიგზის ტრანსპორტის სამინისტროს უჩივლია, მთელი სპეციალისტები ჯარში წაიყვანეს და მეტროს ვეღარ ვაშენებთო. შემდეგ სტალინმა განკარგულება გასცა და 1950-1951 წლებში ვინც წაგვიყვანეს, ყველა უკან გამოგვიშვეს" - იხსენებს მშენებელი.

ბატონმა აბესალომმა კარიერა თბილისის მეტროში ავლაბრის მეტროს ცვლის უფროსის თანამდებობით დაიწყო, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითქმის ყველა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა, იყო მინისტრიც.

"დიდუბიდან მეტროს სადგურიდან დაწყებული, სამგორის ჩათვლით, მე ავაშენე. მეორე ხაზზე კი - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. სერიოზული სირთულე არაფერი ყოფილა. თავისუფლების მოდანზე, ყოფილი "ცეკავშირის" შენობასთან შახტა იყო და მშენებლობა იქიდან მიმდინარეობდა. მიწა რომ ითხრებოდა, გამოტანისას ბევრი წყალი მოყვებოდა და მიწა იშლებოდა. შემდეგ წყალი გავყინეთ და ბოლომდე მაინც ისე ჩავედით... იმ პერიოდში სტალინი გარდაიცვალა, მის ადგილას ხრუშჩოვი დადგა და 1953 წლის 8 აგვისტოს მოსკოვიდან მივიღეთ ბრძანება - თბილისში მეტროს მშენებლობა ლიკვიდირებულ იქნას და "თავისუფლების მოედანზე" მთავარ შახტასთან ბალასტი ჩაყარეთ! მოკლედ, ხრუშჩოვმა თბილისში მეტროს მშენებლობა გააუქმა...

საქართველოს მაშინდელი ცკ-ს მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო, ხრუშჩოვის ცოლი მისი ცოლის და იყო. როდესაც მოსკოვში ქვისლთან ჩავიდა, არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ ხრუშჩოვს შეუგინია და ბრძანება გაუცია - თბილისის მეტროს ლიკვიდაცია კონსერვაციით შეიცვალოსო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა მშენებლების განახლება. საუბრობდნენ, რომ ისეთი მეტრო უნდა აშენდეს, თავშესაფრად გადაკეთდესო, მაგრამ ჩვენ თავდაცვით ნაგებობად ის არ გვინდოდა, - მეტროს ვაშენებდით.

- დღესდღეობით მეტრო არის თუ არა თავდაცვითი ნაგებობა?

- ხომ გითხარით, მაშინ ის თავდაცვითი ნაგებობა არ ყოფილა, მეტროს ვაშენებდით, მაგრამ ის გამოდგება თავდაცვით ნაგებობად. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მეტრო მოსახლეობის 60-65%-ს დაიტევს. იქ გვირაბებიც ხომ არის, ნაძალადევიდან სამგორამდე სულ გამოთხრილია. რომ დააკვირდეთ, თავადაც მიხვდებით ესკალატორებით, რომელ სადგურზე რა სიგრძეზეა გათხრილი. ზოგან 60 მეტრია, ზოგან 65, 80-იც. სადგურები და გვირაბები კიდევ უფრო ღრმაა.

 

- ერთი სადგურის მშენებლობას რა დრო სჭირდებოდა?

- მაგალითად, სამგორი 3 წელიწადში ავაშენეთ, ოღონდ, ღია წესით და მერე გადაიხურა - საქმემ ასე მოითხოვა.

 

- თბილისის მეტრო სამ ადგილას (მარჯანიშვილი-რუსთაველი, თავისუფლების მოედანი-ავლაბარი და ვაგზლის მოედანი-წერეთლის გამზირი) მტკვრის ქვეშ გადის. რამდენად უსაფრთოა ეს გვირაბები?

- ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა - ტექნიკური უნივერსიტეტიდან წერეთლის გამზირამდე, გვირაბის თავამდე სულ 12 მეტრია. მთელი ეგ მონაკვეთი მტკვრის ფსკერი ძალიან სქელი, რკინაბეტონის ორმეტრიანი ფილით გადავხურეთ, საშიში ისედაც არ იყო, მაგრამ თავდაცვის მიზნით გაკეთდა ასე. თუმცა, სანამ მტკვრის ქვეშ შევიდოდით, გვეშინოდა. ამიტომ გადაწყვეტილი იყო, ორივე მხარეს 80 სანტიმეტრი რკინა-ბეტონის კედელი აგვეშენებინა და ჰერმეტული კარებები გაგვეკეთებინა, რომ წყალი აქეთ არ წამოსულიყო.

- იქნებ თბილისის მეტროს გახსნის დღეც გაიხსენოთ...

- ბრიგადის ხელმძღვანელი ვიყავი, ვისაც დავალებული გვქონდა, შეგვემოწმებინა პირველი ტრასა - დიდუბიდან რუსთაველამდე და შეიძლებიდა თუ არა მატარებლის გატარება. დილის 9 საათზე რომ დავიწყეთ, საღამოს 8 საათამდე ვამოწმებდით (6-კაციანი ჯგუფი ვიყავით). კომისიის თავმჯდომარე იყო მოსკოვიდან მოვლენილი მინისტრის მოადგილე კაჩალოვი, საცდელი მატარებლის გავლა უნდა მიეღო. მატარებელმა იდეალურად გაიარა. სხვა ქალაქებშიც დავსწრებივარ, მაგრამ ასე წარმატებით არსად გაუვლია მატარებელსო. პირველად დიდუბე-რუსთაველის ხაზი გაიხსნა. ვასილ მჟავანაძე ესწრებოდა, ასევე რუსთაველი-300 არაგველის გასხნასაც. პირველი მგზავრები მთავრობის შემადგენლობა იყო. თავისუფლების მოედანი და 300 არაგველი რომ გავხსენით და მატარებელი უკან ბრუნდებოდა (მაშინ ცალ მხარეს დადიოდა, მოსაბრუნებელი არ იყო), მჟავანაძეს მოვუკითხივარ (მე მეორე შემადგენლობაში ვიყავი, ცხადია, პირველით მთავრობა იყო), მეტროს ფოიეში ლოდინი დაუწყია და "კაგებეს" მაიორისთვის დაუვალებია, ის კაცი მოიყვანეთო. მეც მივედი, ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. დასვა და ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა.

 

- თქვენს ოჯახზე რას მოგვიყვებით?

- მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, პიანისტი, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული (ბატონი აბესალომი მეუღლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელსაც გულის ჯიბით ატარებს), მაგრამ ავადმყოფობის გამო ადრე დავკარგე... 2005 წელს კი 40 წლის შვილი დამეღუპა, უნიჭიერესი და წარმატებული ბიჭი... მისგან შვილიც არ დამრჩენია, დაოჯახებული არ იყო. ახლა მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი დავრჩით. ისიც ავად არის და მისი მოვლა მე მიწევს. რა ვქნა, ასე მოხდა, გული კი მწყდება, მაგრამ ასეთია ცხოვრება...

 

- გზა, რომელიც ცხოვრებაში აირჩიეთ, თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდა...

- დედაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. მე ექიმობა არ მინდოდა. თბილისში კახეთიდან, ყვარლის რაიონის სოფელ შილდადან ინსტიტუტში საბუთების შესატანად რომ ჩამოვედი, დილას თბილისში ჩამოსულმა საღამოს 5-ის ნახევრამდე ინსტიტუტს ძლივს მივაგენი. მერე დავწერე განცხადება, ფაკულტეტი ავირჩიე და მომავალში უკვე გავხდი ხიდებისა და გვირაბების სპეციალისტი.

 

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი და აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა კორონავირუსზე გატესტილი" - როგორია შედეგები, რას ამბობს პაატა იმნაძე

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო