სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
5 საათი სიცოცხლის გადასარჩენად - აღმოსავლეთ გუტადან ბავშვებს და ქალებს, სავარაუდოდ, კორიდორით გაიყვანენ
5 საათი სიცოცხლის გადასარჩენად - აღმოსავლეთ გუტადან ბავშვებს და ქალებს, სავარაუდოდ, კორიდორით გაიყვანენ

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გუ­შინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, და­მას­კოს­თან ახ­ლოს, აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ხუთი სა­ა­თის მან­ძილ­ზე შე­ჩერ­დეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით CNN ავ­რცე­ლებს.

პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით, დი­ლის 9-დან 14 სა­ა­თამ­დე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პა­უ­ზა გა­მო­ცხად­დე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა კო­რი­დო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ტე­რი­ტო­რი­ას და­ტო­ვებს.

რუ­სე­თი სი­რი­ის რე­ჟი­მის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია სა­მო­ქა­ლა­ქო ომში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის 7 წე­ლია, გრძელ­დე­ბა. ახლა ინ­ტენ­სი­უ­რი თავ­დას­ხმე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დაც ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცი­ამ ჯა­რე­ბით და შე­ი­ა­რა­ღე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა ბა­შარ ალ-ასა­დის სა­სარ­გებ­ლოდ შე­აბ­რუ­ნა.

გა­ე­რო-ს მიერ კვი­რას მი­ღე­ბულ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ, სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 30 დღის მან­ძილ­ზე შე­წყდეს ცე­ცხლი, გუ­ტას და­ბომბვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა მცი­რედ შე­ა­სუს­ტა. ინ­ტენ­სი­უ­რი თავ­დას­ხმა მე­ო­რე კვი­რაა, გრძელ­დე­ბა.

სი­რი­ე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნებს ქლო­რის მომ­წამ­ვლე­ლი გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი აქვთ. მკვეთ­რად იგ­რძნო­ბო­და ქლო­რის სუ­ნიც. "სი-ენ-ენის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ მა­მა­კა­ცე­ბი და ბავ­შვე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან, მათ ნა­წილს ჟანგბა­დის ნი­ღა­ბი უკე­თია.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჯგუფ­მა "თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბი" "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ ქლო­რის გა­ზით ერთი ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა.

ქლო­რით თავ­დას­ხმას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ტყუ­ილს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ "თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბის" წევ­რე­ბი ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტა­ში "ტე­რო­რის­ტებს" აქვთ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

გუ­ტას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­ე­რო-ს მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

არ­ბი­ნის კლი­ნი­კის ექი­მი ჰამ­ზა ამ­ბობს, რომ სა­ჰა­ე­რო და­ბომბვა კვლავ გრძელ­დე­ბა.

"გუტა ისევ იბომ­ბე­ბა. ქა­ლაქ საქ­ბა­ში მდე­ბა­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია," - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა CNN-თან.

ავი­ა­დარ­ტყმე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 18 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო და მას შემ­დეგ 520 ადა­მი­ან­ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა, 2 500 და­იჭ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

5 საათი სიცოცხლის გადასარჩენად - აღმოსავლეთ გუტადან ბავშვებს და ქალებს, სავარაუდოდ, კორიდორით გაიყვანენ

5 საათი სიცოცხლის გადასარჩენად - აღმოსავლეთ გუტადან ბავშვებს და ქალებს, სავარაუდოდ, კორიდორით გაიყვანენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ გასცა ბრძანება, დამასკოსთან ახლოს, აღმოსავლეთ გუტაში საომარი მოქმედებები ხუთი საათის მანძილზე შეჩერდეს, ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

პუტინის განკარგულებით, დილის 9-დან 14 საათამდე ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდება, მშვიდობიანი მოსახლეობა კორიდორის საშუალებით ტერიტორიას დატოვებს.

რუსეთი სირიის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერია სამოქალაქო ომში, რომელიც ქვეყანაში თითქმის 7 წელია, გრძელდება. ახლა ინტენსიური თავდასხმები აღმოსავლეთ გუტაზე ხორციელდება, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებული.

რუსეთის ინტერვენციამ ჯარებით და შეიარაღებით მდგომარეობა ბაშარ ალ-ასადის სასარგებლოდ შეაბრუნა.

გაერო-ს მიერ კვირას მიღებულმა რეზოლუციამ, სირიის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე შეწყდეს ცეცხლი, გუტას დაბომბვის ინტენსივობა მცირედ შეასუსტა. ინტენსიური თავდასხმა მეორე კვირაა, გრძელდება.

სირიელი ოპოზიციონერების ინფორმაციით, ადამიანებს ქლორის მომწამვლელი გაზით ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. მკვეთრად იგრძნობოდა ქლორის სუნიც. "სი-ენ-ენის" მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მამაკაცები და ბავშვები მკურნალობას გადიან, მათ ნაწილს ჟანგბადის ნიღაბი უკეთია.

მოხალისეების ჯგუფმა "თეთრი ჩაფხუტები" "ტვიტერზე" დაწერა, რომ ქლორის გაზით ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

ქლორით თავდასხმას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ "თეთრი ჩაფხუტების" წევრები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ გუტაში "ტერორისტებს" აქვთ ქიმიური ნივთიერებები, რომელიც, შესაძლოა, პროვოკაციებისთვის გამოიყენონ.

გუტას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

არბინის კლინიკის ექიმი ჰამზა ამბობს, რომ საჰაერო დაბომბვა კვლავ გრძელდება.

"გუტა ისევ იბომბება. ქალაქ საქბაში მდებარე სამშობიარო სახლი სრულიად განადგურებულია," - განაცხადა ექიმმა CNN-თან.

ავიადარტყმები აღმოსავლეთ გუტას ტერიტორიაზე 18 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ 520 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, 2 500 დაიჭრა.

 

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე