რა გახდა "ქალაქის გულში" ხანძრის გამომწვევი მიზეზი - რაზე საუბრობენ სავაჭრო ცენტრში მომუშავე პირები

რა გახდა "ქალაქის გულში" ხანძრის გამომწვევი მიზეზი - რაზე საუბრობენ სავაჭრო ცენტრში მომუშავე პირები

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა. ადგილზე მყოფი მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი შეგნებულად გააჩნიეს.

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ და „თერგში“ მომუშავე პირების ინფორმაციით, შენობაში ღამით დაცვა მორიგეობდა, ასევე უსაფრთხოების მიზნით ითიშებოდა ელექტროენერგია. ამ ობიექტში მომუშავე პირებს უჭირთ საუბარი, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ისინი აღნიშნავენ, რომ ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა. 

ამ დრომდე ობიექტებში მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

ხანძრის ჩაქრობას წუხელ 24 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ