სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს
თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს

ნი­გე­რი­ა­ში, ქა­ლაქ დაფ­ჩის სკო­ლი­დან 110 გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს. BBC -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია ბოკო ჰა­რამ­მა გა­ი­ტა­ცა.

ერთ-ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლის, 14 წლის გო­გო­ნას მამა კა­ჩა­ლა ბუ­კა­რი "ბი­ბი­სის­თან" ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბავ­შვე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ტე­რო­რის­ტე­ბის­გან, რად­გან "არა­ვინ იცის, რა ელით".

ჯი­ჰა­დის­ტე­ბი სკო­ლას 19 თე­ბერ­ვალს და­ესხნენ თავს.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მუ­ჰა­მა­დუ ბუ­ჰა­რი აცხა­დებს, რომ ეს "ეროვ­ნუ­ლი მარ­ცხია" და გო­გო­ნე­ბის ოჯა­ხებს ბო­დიშს უხ­დის.

ნი­გე­რი­ამ ბავ­შვე­ბის სა­ძი­ებ­ლად ჯარი და ავი­ა­ცია ჩარ­თო.

"გვინ­და, და­ვარ­წმუ­ნოთ ნი­გე­რი­ე­ლე­ბი, რომ ქვა არ დარ­ჩე­ბა გა­და­უბ­რუ­ნე­ბე­ლი, ყველ­გან მოვ­ძებ­ნით გო­გო­ნებს და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ," - გა­ნა­ცხა­და ნი­გე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ლაი მო­ჰა­მედ­მა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 100-ზე მეტი მოს­წავ­ლის გა­ტა­ცე­ბას უარ­ყოფ­და და ამ­ბობ­და, რომ გო­გო­ნე­ბი თავ­დამ­სხმე­ლებს ემა­ლე­ბოდ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნათ, რომ თავ­დას­ხმის შემ­დეგ 110 გო­გო­ნა გა­უ­ჩი­ნარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს

თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს

ნიგერიაში, ქალაქ დაფჩის სკოლიდან 110 გოგონა გაიტაცეს. BBC -ს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ტერორისტულმა ორგანიზაცია ბოკო ჰარამმა გაიტაცა.

ერთ-ერთი გატაცებულის, 14 წლის გოგონას მამა კაჩალა ბუკარი "ბიბისისთან" ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბავშვები რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლოს ტერორისტებისგან, რადგან "არავინ იცის, რა ელით".

ჯიჰადისტები სკოლას 19 თებერვალს დაესხნენ თავს.

ქვეყნის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი აცხადებს, რომ ეს "ეროვნული მარცხია" და გოგონების ოჯახებს ბოდიშს უხდის.

ნიგერიამ ბავშვების საძიებლად ჯარი და ავიაცია ჩართო.

"გვინდა, დავარწმუნოთ ნიგერიელები, რომ ქვა არ დარჩება გადაუბრუნებელი, ყველგან მოვძებნით გოგონებს და მათ გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა ნიგერიის ინფორმაციის მინისტრმა ლაი მოჰამედმა.

თავდაპირველად ხელისუფლება 100-ზე მეტი მოსწავლის გატაცებას უარყოფდა და ამბობდა, რომ გოგონები თავდამსხმელებს ემალებოდნენ, მოგვიანებით კი იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ თავდასხმის შემდეგ 110 გოგონა გაუჩინარდა.

 

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"