სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბეკო" აგრძელებს და აფართოებს სასპონსორო შეთანხმებას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" და ინიციატივა "ასე იკვებებიან პროფესიონალები"-ს გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს დანიშვნის შესახებ იუწყება
"ბეკო" აგრძელებს და აფართოებს სასპონსორო შეთანხმებას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" და ინიციატივა "ასე იკვებებიან პროფესიონალები"-ს გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს დანიშვნის შესახებ იუწყება

"ბეკო" სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" ახა­ლი მთა­ვა­რი გლო­ბა­ლუ­რი პარტნი­ო­რი ხდე­ბა

ბარ­სე­ლო­ნა, 15 თე­ბერ­ვა­ლი, 2018. ევ­რო­პა­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის წამ­ყვან­მა ბრენდმა "ბე­კომ" დღეს გა­მო­ა­ცხა­და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" სპონ­სო­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც მომ­დევ­ნო სამი სპორ­ტუ­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ერ­თობ­ლივ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხებ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" სტა­დი­ონ "კამპ ნო­უ­ზე" მდე­ბა­რე "Auditori 1899"-ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, ანი­ჭებს "ბე­კოს" მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი­სა და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო პარტნი­ო­რის სტა­ტუსს. ამავდრო­უ­ლად "ბეკო" სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას­თვის" სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის პირ­ველ არ­ჩე­ვა­ნად რჩე­ბა.

თურ­ქე­თის უმ­სხვი­ლე­სი კონ­გლო­მე­რა­ტი­სა და "ბე­კოს" დე­დო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, Koç Holding-ის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რემ ალი ი. კოჩ­მა გა­ნა­ცხა­და: "მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უდი­დეს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­თან - სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას­თან". "ბე­კოს", ისე­ვე რო­გორც "ბარ­სე­ლო­ნას", აქვს სტან­დარ­ტე­ბის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ და ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბის­კენ სწრაფ­ვის სა­ა­მა­ყო და ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვჯე­რა, რომ სპორ­ტს სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, გუნ­დუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძალა აქვს. ამი­ტომ ჩვენ ვა­მა­ყობთ იმით, რომ ვდგა­ვართ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას­თან" ერთ მხა­რეს, ვი­ნა­ი­დან უახ­ლო­ეს წლებ­ში ჩვენ უფრო დიდი გლო­ბა­ლუ­რი ზრდი­სა და წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­ვის­წრა­ფით".

"ბეკო" იყე­ნებს სა­კუ­თა­რი ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბას სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" გლო­ბა­ლუ­რი ფან-ბა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ონს აღ­წევს. ბრენ­დი ასე­ვე ამა­ყობს იმით, რომ არის ერთ-ერთი სპონ­სო­რი იმ სამ კომ­პა­ნი­ას შო­რის, რომ­ლებ­საც 13 ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­თა შო­რის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს უკა­ვი­ათ, სპონ­სო­რო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბა აქვთ. 2014-2015 წლე­ბის სე­ზო­ნის და­სა­წყი­სი­დან, რო­დე­საც სპონ­სო­რო­ბის პირ­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბა და­ი­დო, "ბე­კომ" და­ა­ფიქ­სი­რა თან­მიმ­დევ­რუ­ლი ზრდა ეს­პა­ნეთ­ში და ბაზ­რის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში შე­ვი­და. "ბე­კომ" ასე­ვე გა­ზარ­და სა­კუ­თა­რი, რო­გორც ცალ­კე მდგო­მი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის წამ­ყვა­ნი ბრენ­დის, ცნო­ბა­დო­ბა აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნეს რე­გი­ონ­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.

შე­თან­ხმე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" პრე­ზი­დენ­ტმა ჟო­ზეპ მა­რია ბარ­ტო­მე­უმ გა­ნა­ცხა­და: "დღეს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ და ვა­ფორ­მებთ სტრა­ტე­გი­ულ სა­პარტნი­ო­რო შე­თან­ხმე­ბას "ბე­კოს­თან" - გლო­ბა­ლურ და ევ­რო­პა­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის წამ­ყვან ბრენდთან, რო­მე­ლიც 5 კონ­ტი­ნენტზე და 140-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს. ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს ახლო და ნდო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც 2014 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი კლუ­ბის მიერ მიღ­წე­უ­ლი სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ცია "ბე­კოს" იმიჯ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, "ბეკო" "რა­კუ­ტენ­სა" და "ნა­ი­კის­თან" ერ­თად ხდე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი. სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში წამ­ყვან ბრენდთან პარტნი­ო­რო­ბას აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმის­თვის, რომ დავ­რჩეთ მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ელი­ტის წინა რი­გებ­ში და ასე­ვე გან­ვა­ვი­თა­როთ ჩვენ მთა­ვა­რი პრო­ექ­ტი "Espai Barça" და სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო დო­ნე­ზე ჩვენს პო­ზი­ცი­ებ­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას გა­ამ­ყა­რებს.

"არა მხო­ლოდ სპონ­სო­რო­ბა, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვიც"

ორი­ვე ბრენ­დი მხარს უჭერს სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა შეც­ვლა რო­გორც ლო­კა­ლურ, ასე­ვე გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე. ეს სა­ერ­თო ხედ­ვა აი­სა­ხა "ბე­კოს" გლო­ბა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში "ასე იკ­ვე­ბე­ბი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი" (‘Eat Like A Pro’) და დღეს "ბეკო" და სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "ბარ­სე­ლო­ნა" ამ პროგ­რა­მის გლო­ბა­ლურ ელ­ჩად ჟერ­არ პი­კეს და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან.

‘Eat Like A Pro’-ს მი­ზა­ნია შე­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ბავ­შვთა სიმ­სუქ­ნის გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა­ში და და­ეხ­მა­როს მშობ­ლებ­სა და ბავ­შვებს ისეთ სა­კი­თხში, რო­გო­რი­ცაა ჯან­სა­ღი კვე­ბის და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, და აჩ­ვე­ნოს, თუ რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი­ან მათი გმი­რე­ბი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მო­სავ­ლე­ნად.

"ბე­კოს" ‘Eat Like A Pro’-ს ელჩი და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" ვარ­სკვლა­ვი ჟერ­არ პიკე ამ­ბობს: "მო­ხა­რუ­ლი ვარ გავ­ხდე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი კამ­პა­ნი­ის ელჩი. მე სპორ­ტით ძა­ლი­ან ნორ­ჩი ასა­კი­დან ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ყო­ველ­თვის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დი ჯან­საღ კვე­ბა­სა და საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს, ხოლო ახლა ჩემ­თვის, რო­გორც ორი შვი­ლის მა­მის­თვის, ეს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და. ბავ­შვთა სიმ­სუქ­ნის გლო­ბა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა უბ­რა­ლოდ შო­კის­მომ­გვრე­ლია და კი­დევ უა­რეს­დე­ბა, ამი­ტომ "ბე­კოს­თან" და ჩემს კლუბ­თან ერ­თად ამ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ზე მუ­შა­ო­ბით მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ".

კამ­პა­ნია ‘Eat Like A Pro’-ს ვი­დე­ორ­გო­ლი: https://youtu.be/EUdm3g4qUpY

"ბე­კოს" შე­სა­ხებ

"ბეკო" არის კომ­პა­ნია Arçelik-ის­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" გლო­ბა­ლუ­რი პრე­მი­უმ-პარტნი­ო­რი. ის აწარ­მო­ებს დიდ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კას, კონ­დი­ცი­ო­ნე­რებს და წვრილ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კას. "ბეკო" არის ევ­რო­პა­ში, "თეთ­რი ტექ­ნი­კის" სექ­ტორ­ში ცალ­კე მდგო­მი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის წამ­ყვა­ნი ბრენ­დი და 2000-2016 წლებ­ში ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი ბრენ­დი გახ­და. სა­კუ­თა­რი წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით "ბეკო"არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შე და საფ­რან­გე­თის ცალ­კე მდგო­მი ტექ­ნი­კი­სა და პო­ლო­ნე­თის "თეთ­რი ტექ­ნი­კის" მთლი­ან ბა­ზარ­ზე სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვია.

‘Eat Like A Pro’-ს შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, გთხოვთ ეწ­ვი­ოთ www.Beko.com/eatlikeapro

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გთხოვთ მი­მარ­თოთ:

"ბე­კოს" გლო­ბა­ლუ­რი ჯგუ­ფი: Beko@mslgroup.com

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბეკო" აგრძელებს და აფართოებს სასპონსორო შეთანხმებას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" და ინიციატივა "ასე იკვებებიან პროფესიონალები"-ს გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს დანიშვნის შესახებ იუწყება

"ბეკო" აგრძელებს და აფართოებს სასპონსორო შეთანხმებას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" და ინიციატივა "ასე იკვებებიან პროფესიონალები"-ს გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს დანიშვნის შესახებ იუწყება

"ბეკო" საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ახალი მთავარი გლობალური პარტნიორი ხდება

ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა "ბეკომ" დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება.

ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" სტადიონ "კამპ ნოუზე" მდებარე "Auditori 1899"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს "ბეკოს" მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ოფიციალური სავარჯიშო პარტნიორის სტატუსს. ამავდროულად "ბეკო" საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთვის" საყოფაცხოვრებო ტექნიკის პირველ არჩევანად რჩება.

თურქეთის უმსხვილესი კონგლომერატისა და "ბეკოს" დედობილი კომპანიის, Koç Holding-ის ვიცე-თავმჯდომარემ ალი ი. კოჩმა განაცხადა: "მოხარულები ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბთან - საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან". "ბეკოს", ისევე როგორც "ბარსელონას", აქვს სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესებისკენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობისკენ სწრაფვის საამაყო და ხანგრძლივი ისტორია. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ სპორტს საერთო ფასეულობების, გუნდური სულისკვეთებისა და ყოველდღიურად საკუთარი თავის გაუმჯობესების სურვილის საშუალებით ადამიანების დაახლოების წარმოუდგენელი ძალა აქვს. ამიტომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვდგავართ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" ერთ მხარეს, ვინაიდან უახლოეს წლებში ჩვენ უფრო დიდი გლობალური ზრდისა და წარმატებისკენ მივისწრაფით".

"ბეკო" იყენებს საკუთარი ბრენდის ცნობადობას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" გლობალური ფან-ბაზის საშუალებით, რომელიც დაახლოებით 300 მილიონს აღწევს. ბრენდი ასევე ამაყობს იმით, რომ არის ერთ-ერთი სპონსორი იმ სამ კომპანიას შორის, რომლებსაც 13 ქვეყანაში, რომელთა შორის მოწინავე პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უკავიათ, სპონსორობის ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვთ. 2014-2015 წლების სეზონის დასაწყისიდან, როდესაც სპონსორობის პირველი შეთანხმება დაიდო, "ბეკომ" დააფიქსირა თანმიმდევრული ზრდა ესპანეთში და ბაზრის საუკეთესო სამეულში შევიდა. "ბეკომ" ასევე გაზარდა საკუთარი, როგორც ცალკე მდგომი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდის, ცნობადობა აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და აღმოსავლეთ ევროპაში.

შეთანხმების შეფასებისას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა: "დღეს ჩვენ აღვნიშნავთ და ვაფორმებთ სტრატეგიულ საპარტნიორო შეთანხმებას "ბეკოსთან" - გლობალურ და ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვან ბრენდთან, რომელიც 5 კონტინენტზე და 140-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენ გვაერთიანებს ახლო და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩვენი კლუბის მიერ მიღწეული სპორტული წარმატება და გლობალური პროექცია "ბეკოს" იმიჯთანაც ასოცირდებოდა. შესაბამისად, "ბეკო" "რაკუტენსა" და "ნაიკისთან" ერთად ხდება ჩვენი მთავარი პარტნიორი. საკუთარი საქმიანობის სფეროში წამყვან ბრენდთან პარტნიორობას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისთვის, რომ დავრჩეთ მსოფლიო ფეხბურთის ელიტის წინა რიგებში და ასევე განვავითაროთ ჩვენ მთავარი პროექტი "Espai Barça" და სტრატეგიული პროექტები, რომლებიც მსოფლიო დონეზე ჩვენს პოზიციებსა და ორიგინალურობას გაამყარებს.

"არა მხოლოდ სპონსორობა, არამედ სოციალური მოტივიც"

ორივე ბრენდი მხარს უჭერს საერთო ფასეულობებს, რომელთა მიზანია ადამიანების ცხოვრება შეცვლა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე. ეს საერთო ხედვა აისახა "ბეკოს" გლობალურ ინიციატივაში "ასე იკვებებიან პროფესიონალები" (‘Eat Like A Pro’) და დღეს "ბეკო" და საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" ამ პროგრამის გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს დანიშვნის შესახებ იუწყებიან.

‘Eat Like A Pro’-ს მიზანია შეიტანოს საკუთარი წვლილი ბავშვთა სიმსუქნის გლობალური ეპიდემიის დამარცხებაში და დაეხმაროს მშობლებსა და ბავშვებს ისეთ საკითხში, როგორიცაა ჯანსაღი კვების და საკვები პროდუქტების მნიშვნელობა, და აჩვენოს, თუ როგორ იკვებებიან მათი გმირები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად.

"ბეკოს" ‘Eat Like A Pro’-ს ელჩი და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ვარსკვლავი ჟერარ პიკე ამბობს: "მოხარული ვარ გავხდე ასეთი მნიშვნელოვანი და ნოვატორული კამპანიის ელჩი. მე სპორტით ძალიან ნორჩი ასაკიდან ვარ დაკავებული და ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ჯანსაღ კვებასა და საკვებ პროდუქტებს, ხოლო ახლა ჩემთვის, როგორც ორი შვილის მამისთვის, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ბავშვთა სიმსუქნის გლობალური სტატისტიკა უბრალოდ შოკისმომგვრელია და კიდევ უარესდება, ამიტომ "ბეკოსთან" და ჩემს კლუბთან ერთად ამ გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაზე მუშაობით მე ძალიან ვამაყობ".

კამპანია ‘Eat Like A Pro’-ს ვიდეორგოლი: https://youtu.be/EUdm3g4qUpY

"ბეკოს" შესახებ

"ბეკო" არის კომპანია Arçelik-ისსაყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" გლობალური პრემიუმ-პარტნიორი. ის აწარმოებს დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კონდიციონერებს და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. "ბეკო" არის ევროპაში, "თეთრი ტექნიკის" სექტორში ცალკე მდგომი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდი და 2000-2016 წლებში ევროპულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი გახდა. საკუთარი წამყვანი პოზიციების წყალობით "ბეკო"არის გაერთიანებული სამეფოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და საფრანგეთის ცალკე მდგომი ტექნიკისა და პოლონეთის "თეთრი ტექნიკის" მთლიან ბაზარზე საუკეთესო პოზიციები უკავია.

‘Eat Like A Pro’-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ www.Beko.com/eatlikeapro

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

"ბეკოს" გლობალური ჯგუფი: Beko@mslgroup.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი