სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ე.წ. "წითელი ცხვირების" საქმის შესწავლა დასრულდა - თეონა ბაღდავაძის კომენტარი საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ
ე.წ. "წითელი ცხვირების" საქმის შესწავლა დასრულდა - თეონა ბაღდავაძის კომენტარი საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი ე.წ. "წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის" საქ­მის შეს­წავ­ლა და­ას­რუ­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი არ გა­მო­იკ­ვე­თა და შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენ თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. ცნო­ბი­ლი პიარ მე­ნე­ჯე­რიამ­ბობს, რომ ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის­გან სხვა შე­დეგს არც ელო­და, რად­გან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლო იყო. ამ­ჟა­მად კი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია, სა­დაც სარ­ჩე­ლი აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის გამო შე­ი­ტა­ნა.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნე სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ვი­თხოვ, რომ აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს ჩემი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ი­ის შე­ლახ­ვის გამო და და­აბ­რუ­ნოს უკან ის თან­ხა, რო­მე­ლიც მე მას საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­ა­სათ­ვის გა­და­ვე­ცი. სა­უ­ბა­რია 35 ათას ლარ­ზე. სხდო­მა ჯერ არ ჩა­ნიშ­ნუ­ლა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­სა­მარ­თლოც ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას" - ამ­ბობს ბაღ­და­ვა­ძე.

დავა აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­სა და თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძეს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის წინ და­ი­წყო. სინ­ჯი­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბით არის ცნო­ბი­ლი, პიარ-მე­ნე­ჯერს სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა. საქ­მე ეხე­ბო­და საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია Red Nose Day Georgia-ს და აქ­ცი­ი­დან შე­მო­სულ თან­ხებს. სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ბაღ­და­ვა­ძეს კამ­პა­ა­ნი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ე.წ. "წითელი ცხვირების" საქმის შესწავლა დასრულდა - თეონა ბაღდავაძის კომენტარი საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ

ე.წ. "წითელი ცხვირების" საქმის შესწავლა დასრულდა - თეონა ბაღდავაძის კომენტარი საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული ე.წ. "წითელი ცხვირების" საქმის შესწავლა დაასრულა. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, დავაში სისხლის სამართლის დანაშაული არ გამოიკვეთა და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა.

საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ თეონა ბაღდავაძეს დავუკავშირდით. ცნობილი პიარ მენეჯერი ამბობს, რომ ის საგამოძიებო სამსახურისგან სხვა შედეგს არც ელოდა, რადგან სინჯიკაშვილის ბრალდება უსაფუძვლო იყო. ამჟამად კი საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების მოლოდინშია, სადაც სარჩელი აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ რეპუტაციის შელახვის გამო შეიტანა.

"რამდენიმე თვის წინ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, სადაც ვითხოვ, რომ აკა სინჯიკაშვილმა ბოდიში მოიხადოს ჩემი საქმიანი რეპუტაციიის შელახვის გამო და დააბრუნოს უკან ის თანხა, რომელიც მე მას საქველმოქმედო საქმიანობიასათვის გადავეცი. საუბარია 35 ათას ლარზე. სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოც ჩემს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ამბობს ბაღდავაძე.

დავა აკა სინჯიკაშვილსა და თეონა ბაღდავაძეს შორის დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. სინჯიკაშვილმა, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, პიარ-მენეჯერს სკანდალური ბრალდება წაუყენა. საქმე ეხებოდა საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს და აქციიდან შემოსულ თანხებს. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს კამპაანიიდან შემოსული თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ