სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა
"ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

ნი­კო­ლას კრუ­ზი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი კლა­სე­ლე­ბი მარ­ტო­სუ­ლად ახა­სი­ა­თე­ბენ, სკო­ლი­დან დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გამო გა­რი­ცხეს.

ოთხშა­ბათს 19 წლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში მი­ვი­და და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით 17 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. დღე­ვან­დე­ლი თავ­დას­ხმა აშშ-ს 10 ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ან მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბებს შო­რის ერთ-ერ­თია.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ჩარ­თო, რომ ხალ­ხი შე­ნო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო და მსხვერ­პლი რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ყო­ფი­ლი­ყო.

შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი: რა ხდე­ბო­და საკ­ლა­სო ოთახ­ში, რო­დე­საც მო­ზარ­დმა სრო­ლა და­ი­წყო

ასე­ვე, მან იფიქ­რა, რომ შეძ­ლებ­და და­მა­ლუ­ლი­ყო ასო­ბით მოს­წავ­ლეს შო­რის, რომ­ლე­ბიც სკო­ლი­დან გა­რეთ გა­მორ­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბამ კრუ­ზის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სკო­ლა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლო და თავ­დას­ხმი­დან 1 სა­ა­თის შემ­დეგ და­ა­კა­ვა.

ოლ­ქის შე­რი­ფის, სკოტ ის­რა­ე­ლის თქმით, კრუ­ზის პრო­ფი­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სოცქსე­ლებ­ში სხვა­დას­ხვა ია­რაღ­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე წერ­და.

ნი­კო­ლას კრუ­ზის პოს­ტე­ბის ნა­წი­ლი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლია, ერთ-ერთ პოს­ტში წერს: "ძა­ლი­ან მინ­და ვეს­რო­ლო ხალ­ხს ჩემი AR-15-ით".

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელს AR-15 და რამ­დე­ნი­მე ვაზ­ნა ჰქონ­და თან.

ნი­კო­ლა­სის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, ის ლინ­და კრუზ­მა იშ­ვი­ლა. ლინ­დას ბი­ძაშ­ვი­ლის, კეტი ბლე­ი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ჭის დედა 1 ნო­ემ­ბერს პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კრუ­ზის მა­მას, ის გუ­ლის შე­ტე­ვით 10 წლის წინ და­ი­ღუ­პა.

ბლე­ი­ნის თქმით, ბო­ლოს ლინ­და 20 წლის წინ ნახა, ნი­კო­ლას კრუზს კი არ იც­ნობ­და.

ლინ­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლა­სი მე­გობ­რის ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და.

ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მის­ცეს ნება, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გა­ე­ჩხრი­კათ და უპა­სუ­ხეს ყვე­ლა კი­თხვას, რაც გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და.

ნა­ხეთ ასე­ვე : სა­საკ­ლაო სკო­ლა­ში - 19 წლის ბიჭ­მა 17 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

"ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

ნიკოლას კრუზი, რომელსაც ყოფილი კლასელები მარტოსულად ახასიათებენ, სკოლიდან დისციპლინური დარღვევების გამო გარიცხეს.

ოთხშაბათს 19 წლის ყოფილი მოსწავლე სკოლაში მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა. დღევანდელი თავდასხმა აშშ-ს 10 ყველაზე სისხლიან მასობრივ მკვლელობებს შორის ერთ-ერთია.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა განგაშის სიგნალი ჩართო, რომ ხალხი შენობიდან გამოსულიყო და მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო.

შემზარავი კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო

ასევე, მან იფიქრა, რომ შეძლებდა დამალულიყო ასობით მოსწავლეს შორის, რომლებიც სკოლიდან გარეთ გამორბოდა. გამოძიებამ კრუზის იდენტიფიცირება სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით შეძლო და თავდასხმიდან 1 საათის შემდეგ დააკავა.

ოლქის შერიფის, სკოტ ისრაელის თქმით, კრუზის პროფილები სოციალურ ქსელებში ძალიან შემაშფოთებელია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი სოცქსელებში სხვადასხვა იარაღსა და ძალადობაზე წერდა.

ნიკოლას კრუზის პოსტების ნაწილი მუქარის შემცველია, ერთ-ერთ პოსტში წერს: "ძალიან მინდა ვესროლო ხალხს ჩემი AR-15-ით".

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს AR-15 და რამდენიმე ვაზნა ჰქონდა თან.

ნიკოლასის ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერია ცნობილი, ის ლინდა კრუზმა იშვილა. ლინდას ბიძაშვილის, კეტი ბლეინის განცხადებით, ბიჭის დედა 1 ნოემბერს პნევმონიით გარდაიცვალა. რაც შეეხება კრუზის მამას, ის გულის შეტევით 10 წლის წინ დაიღუპა.

ბლეინის თქმით, ბოლოს ლინდა 20 წლის წინ ნახა, ნიკოლას კრუზს კი არ იცნობდა.

ლინდას გარდაცვალების შემდეგ ნიკოლასი მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა.

ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ სამართალდამცველებს მისცეს ნება, საცხოვრებელი სახლი გაეჩხრიკათ და უპასუხეს ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა.

ნახეთ ასევე : სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"