სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვან გეგა" - 7 წლის თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის საოცარი ნამუშევრები
"ვან გეგა" - 7 წლის თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის საოცარი ნამუშევრები

ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მო­ირ­გო დიდი მხატ­ვრე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი "პი­კა­სოს" ეძა­ხი­ან, ოჯახ­ში კი "ვან გეგა" შე­არ­ქვეს. 7 წლის გეგა სოფ­რო­მა­ძე დე­დას­თან, უმ­ცროს დას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ფარ­თის სიმ­ცი­რის გამო, ხში­რად ვერ ხა­ტავს და ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ კონ­ტუ­რის სა­ხით გა­და­აქვს ფურ­ცელ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, აფე­რა­დებს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ნა­ხატს აცო­ცხლებს. ახ­ლაც გა­ცო­ცხლე­ბის მო­ლო­დინ­ში ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟია...

გე­გამ ხატ­ვა 3 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, მულ­ტფილ­მის პერ­სო­ნა­ჟებს ხა­ტავ­და. დე­დამ შვი­ლის ნიჭი შე­ამ­ჩნია და შე­ე­ცა­და მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შე­ექ­მნა. სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა უსახ­სრო­ბის გამო მა­ლე­ვე შე­წყვი­ტა სტუ­დი­ა­ში სი­ა­რუ­ლი. ახლა სა­კუ­თარ ცოდ­ნას თა­ვად იღ­რმა­ვებს და მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბი­დან კერპ მხატ­ვრებ­ზე და პერ­სო­ნა­ჟებ­ზე გა­და­ვი­და. ხა­ტავს ყვე­ლა­ფერს და იყე­ნებს ყვე­ლა ფერს. მუ­შა­ობს ფან­ქრით, სა­ღე­ბა­ვე­ბით, ზეთ­ში, გუ­ა­შით, აკ­ვა­რელ­ში.

მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს დე­დაშ­ვი­ლო­ბა იკა­ვებს. ხა­ტავს საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟებს, ხე­დებს და სახ­ლებს. სჯე­რა, ერთ დღე­საც მისი და­ხა­ტუ­ლი ოც­ნე­ბის სახ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა.

ბოლო დროს კუ­ბიზ­მმა და აბ­სტრაქ­ცი­ამ გა­ი­ტა­ცა. და­ი­წყო ორ­სა­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის და­ხატ­ვა, რო­გორც ამ­ბობს, ამით ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცდებს უკეთ გად­მოს­ცემს. "კუ­ბიზ­მი და აბ­სტრაქ­ცია ძა­ლი­ან მომ­წონს, სხვა­ნა­ი­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, შენ ქმნი და არ ახ­დენ მხო­ლოდ ნა­ნა­ხის შეს­რუ­ლე­ბას. თა­ვი­დან მულ­ტფილ­მის გმი­რებს ვხა­ტავ­დი, მაგ­რამ ახლა თა­ვად ვქმნი პერ­სო­ნა­ჟებს, წარ­მო­ვიდ­გენ და ფურ­ცელ­ზე გა­და­ვი­ტან. ვცდი­ლობ, ჩე­მე­ბუ­რად შევ­ქმნა და ჩემი გან­ცდე­ბით გა­მოვ­ხა­ტო. მომ­წონს ორ­სა­ხო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვა, გო­ნი­ათ რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წყე­ნი­ლი არი­ან, მაგ­რამ მათ სხვა­დას­ხვა ემო­ცია აქვთ".

დე­დის თქმით, გე­გას შე­უძ­ლია დღე­ში სა­ა­თო­ბით უწყვე­ტად ხა­ტოს, მაგ­რამ ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს. გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში უჭირთ, ზა­ფხულ­ში კი ბუ­ნე­ბა­ში გა­დი­ან, მოლ­ბერ­ტი მი­აქვთ და გე­გას ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ. ოჯახ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა, რომ მათ­თვის პა­ტა­რა ფარ­თი მო­ი­ძებ­ნოს, სა­დაც გეგა მუ­შა­ობს შეძ­ლებს, ამ დრომ­დე პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

"ფარ­თის პრობ­ლე­მა გვაქვს, ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობთ ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად, ამი­ტომ ვერ ვა­ხერ­ხებთ მოლ­ბერ­ტი სულ გაშ­ლი­ლი იყოს და გე­გამ ხატ­ვა შეძ­ლოს. ამის გამო კონ­ტუ­რებს მო­ხა­ზავს და მერე ვი­ნა­ხავთ ამ ნა­ხა­ტებს, რომ ოდეს­ღაც მო­ა­ხერ­ხებს ნა­ხა­ტის შექ­მნას. ვი­თხოვ, იქ­ნებ პა­ტა­რა ფარ­თი მოგ­ვი­ძებ­ნონ, რომ გე­გამ ხატ­ვა შეძ­ლოს, მე არ მაქვს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვერც სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში ვა­ტა­რებ, მაგ­რამ ერ­თის მხრივ კარ­გია, და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ მუ­შა­ობს.

ვფიქ­რობ, თვი­თონ კარ­გად ხე­დავს ხარ­ვე­ზებს და თა­ვად უკეთ იცის რო­გორ გა­აგ­რძე­ლოს ნა­ხა­ტი. ვცდი­ლობ, ჩემს შვილს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყო ხელი. ხში­რად ბოლო თეთ­რი გა­დაგ­ვიხ­დია სა­ღე­ბა­ვებ­ში, ფან­ქრებ­სა თუ ნივ­თებ­ში. უთ­ქვამთ, რა გე­ხა­ტე­ბათ, რო­გორ იხ­დით ამ­დენ ფულს ამ ნივ­თებ­შიო? მაგ­რამ, მე ვიცი, ჩემს შვილს სჭირ­დე­ბა, ახლა თუ არ და­ვეხ­მა­რე, მერე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა ქრის­ტი­ნე მეს­ხი.

გეგა ცდი­ლობს, დე­დას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­ეხ­მა­როს, ამი­ტომ თა­ვის ნა­ხა­ტებს ყი­დის. გა­ჩუ­ქე­ბაც უყ­ვარს და ადა­მი­ანს ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით, თა­ვი­სი წარ­მოდ­გე­ნით უქ­მნის ნა­ხატს.

"ვან გე­გას ნა­ხა­ტე­ბი" ახ­ლობ­ლე­ბის სახ­ლებ­ში არის შე­ნა­ხუ­ლი. ავ­ტო­ფა­რეხ­ში პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა ნეს­ტმა ნა­ხა­ტე­ბი და­ა­ზი­ა­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ყუ­თებ­ში შე­ე­ნა­ხათ.

7 წლის გეგა უკვე რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მისი ნაშ­რო­მი "სნოს" კონ­კურ­სის ფა­ვო­რი­ტი იყო და სტი­კე­რი სა­ა­ხალ­წლოდ წყლის ბოთ­ლებ­ზე გან­თავ­სდა. "სიზ­მა­რას" კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა დე­დაშ­ვი­ლო­ბის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ნა­ხა­ტით, ასე­ვე გახ­და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი.

"ნე­ს­ქვი­კის" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ზე, ასე­ვე გა­ი­მარ­ჯვა წიგ­ნის და ოლიმ­პი­ა­დის თე­მებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სებ­ში. ბო­ლოს "ტო­ი­ო­ტას" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და, მის­მა ნაშ­რომ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში რვა წლამ­დე ასა­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა და ახლა თა­ვა­დაც ემ­ზა­დე­ბა ია­პო­ნი­ა­ში წა­სას­ვლე­ლად.

პა­ტა­რა კო­ლე­გას უკვე და­უ­კავ­შირ­დნენ ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი, მათ შო­რის "ფან­ქრის ჯა­დო­ქა­რი" გუ­რამ დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე და­პა­ტი­ჟა და და­პირ­და, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ინა­ხუ­ლებს. ამას­თან, 7 წლის გეგა სოფ­რო­მა­ძემ უკვე მი­ი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა ჯერ მათ არ თან­ხმდე­ბა.

ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვან გეგა" - 7 წლის თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის საოცარი ნამუშევრები

"ვან გეგა" - 7 წლის თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის საოცარი ნამუშევრები

ასაკის მიუხედავად უკვე მოირგო დიდი მხატვრების სახელები. მეგობრები "პიკასოს" ეძახიან, ოჯახში კი "ვან გეგა" შეარქვეს. 7 წლის გეგა სოფრომაძე დედასთან, უმცროს დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ქუთაისში, პატარა ბინაში ცხოვრობს. ფართის სიმცირის გამო, ხშირად ვერ ხატავს და ამიტომ საკუთარი ფანტაზია მხოლოდ კონტურის სახით გადააქვს ფურცელზე. მოგვიანებით, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა, აფერადებს და როგორც თავად ამბობს, ნახატს აცოცხლებს. ახლაც გაცოცხლების მოლოდინში ბევრი პერსონაჟია...

გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, მულტფილმის პერსონაჟებს ხატავდა. დედამ შვილის ნიჭი შეამჩნია და შეეცადა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, თუმცა უსახსრობის გამო მალევე შეწყვიტა სტუდიაში სიარული. ახლა საკუთარ ცოდნას თავად იღრმავებს და მულტფილმის გმირებიდან კერპ მხატვრებზე და პერსონაჟებზე გადავიდა. ხატავს ყველაფერს და იყენებს ყველა ფერს. მუშაობს ფანქრით, საღებავებით, ზეთში, გუაშით, აკვარელში.

მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს დედაშვილობა იკავებს. ხატავს საყვარელ პერსონაჟებს, ხედებს და სახლებს. სჯერა, ერთ დღესაც მისი დახატული ოცნების სახლი აუცილებლად ექნება.

ბოლო დროს კუბიზმმა და აბსტრაქციამ გაიტაცა. დაიწყო ორსახოვანი პერსონაჟების დახატვა, როგორც ამბობს, ამით ადამიანების განცდებს უკეთ გადმოსცემს. "კუბიზმი და აბსტრაქცია ძალიან მომწონს, სხვანაირია ამ მიმართულებით მუშაობა, შენ ქმნი და არ ახდენ მხოლოდ ნანახის შესრულებას. თავიდან მულტფილმის გმირებს ვხატავდი, მაგრამ ახლა თავად ვქმნი პერსონაჟებს, წარმოვიდგენ და ფურცელზე გადავიტან. ვცდილობ, ჩემებურად შევქმნა და ჩემი განცდებით გამოვხატო. მომწონს ორსახოვანი ადამიანების ხატვა, გონიათ რომ ეს ადამიანები მოწყენილი არიან, მაგრამ მათ სხვადასხვა ემოცია აქვთ".

დედის თქმით, გეგას შეუძლია დღეში საათობით უწყვეტად ხატოს, მაგრამ ოჯახში არსებული გარემო ამის შესაძლებლობას არ აძლევს. განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ, ზაფხულში კი ბუნებაში გადიან, მოლბერტი მიაქვთ და გეგას ხატვის შესაძლებლობას აძლევენ. ოჯახმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ მათთვის პატარა ფართი მოიძებნოს, სადაც გეგა მუშაობს შეძლებს, ამ დრომდე პასუხის მოლოდინში არიან.

"ფართის პრობლემა გვაქვს, ერთ ოთახში ვცხოვრობთ ჩემს მშობლებთან ერთად, ამიტომ ვერ ვახერხებთ მოლბერტი სულ გაშლილი იყოს და გეგამ ხატვა შეძლოს. ამის გამო კონტურებს მოხაზავს და მერე ვინახავთ ამ ნახატებს, რომ ოდესღაც მოახერხებს ნახატის შექმნას. ვითხოვ, იქნებ პატარა ფართი მოგვიძებნონ, რომ გეგამ ხატვა შეძლოს, მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა, ვერც სამხატვრო სკოლაში ვატარებ, მაგრამ ერთის მხრივ კარგია, დამოუკიდებლად რომ მუშაობს.

ვფიქრობ, თვითონ კარგად ხედავს ხარვეზებს და თავად უკეთ იცის როგორ გააგრძელოს ნახატი. ვცდილობ, ჩემს შვილს მაქსიმალურად შევუწყო ხელი. ხშირად ბოლო თეთრი გადაგვიხდია საღებავებში, ფანქრებსა თუ ნივთებში. უთქვამთ, რა გეხატებათ, როგორ იხდით ამდენ ფულს ამ ნივთებშიო? მაგრამ, მე ვიცი, ჩემს შვილს სჭირდება, ახლა თუ არ დავეხმარე, მერე გვიანი იქნება", - გვეუბნება ქრისტინე მესხი.

გეგა ცდილობს, დედას მატერიალურად დაეხმაროს, ამიტომ თავის ნახატებს ყიდის. გაჩუქებაც უყვარს და ადამიანს ხასიათის მიხედვით, თავისი წარმოდგენით უქმნის ნახატს.

"ვან გეგას ნახატები" ახლობლების სახლებში არის შენახული. ავტოფარეხში პატარა სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი, თუმცა ნესტმა ნახატები დააზიანა და იძულებული გახდნენ ყუთებში შეენახათ.

7 წლის გეგა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. მისი ნაშრომი "სნოს" კონკურსის ფავორიტი იყო და სტიკერი საახალწლოდ წყლის ბოთლებზე განთავსდა. "სიზმარას" კონკურსში გაიმარჯვა დედაშვილობის თემაზე შექმნილი ნახატით, ასევე გახდა ჟიურის რჩეული.

"ნესქვიკის" კონკურსის გამარჯვებულია საახალწლო თემაზე, ასევე გაიმარჯვა წიგნის და ოლიმპიადის თემებზე გამოცხადებული კონკურსებში. ბოლოს "ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, მისმა ნაშრომმა საერთაშორისო კონკურსში რვა წლამდე ასაკის კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და ახლა თავადაც ემზადება იაპონიაში წასასვლელად.

პატარა კოლეგას უკვე დაუკავშირდნენ ცნობილი მხატვრები, მათ შორის "ფანქრის ჯადოქარი" გურამ დოლენჯაშვილი, რომელმაც პერსონალურ გამოფენაზე დაპატიჟა და დაპირდა, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე ინახულებს. ამასთან, 7 წლის გეგა სოფრომაძემ უკვე მიიღო შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ჯერ მათ არ თანხმდება.

ნესტან ჩაგელიშვილი

AMBEBI.GE

ჰოლივუდი ოპერაში

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება