სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ იყო ქართველი რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო "დასცინა"
ვინ იყო ქართველი რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო "დასცინა"

პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი ოპე­რე­ბი­სა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის ავ­ტო­რი, ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვა ბავ­შვო­ბი­დან ხე­ლოვ­ნე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მან შეძ­ლო არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გამ­ხდა­რი­ყო "პირ­ვე­ლი".

წი­ნაპ­რე­ბი

გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში 1881 წლის 28 იან­ვარს, 100 წელს მი­ტა­ნე­ბულ­მა ალექ­სან­დრე თა­ყა­იშ­ვილ­მა შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა კა­ჟი­ა­ნი თო­ფის თორ­მეტ­ჯერ გას­რო­ლით აღ­ნიშ­ნა და შვი­ლიშ­ვილს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვა. ამ კაცს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჰქო­ნია, მათ შო­რის - და­ო­ჯა­ხე­ბის ამ­ბა­ვიც. თა­ვის დრო­ზე ალექ­სან­დრეს თა­ვად ნა­კა­ში­ძის ქალი ჰყვა­რე­ბია, რო­მე­ლიც მო­ი­ტა­ცა და მას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღე ლი­ხა­უ­რის ცი­ხე­ში გა­მო­ი­კე­ტა. სა­სი­მამ­რო მი­უ­ვარ­და და ქა­ლიშ­ვი­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი სიძე-სი­მამ­რის ქე­ი­ფით დას­რულ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალექ­სან­დრე­სა და მა­ტას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ეკა­ტე­რი­ნე და­არ­ქვეს. ის ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე შე­ნიშ­ნა ალექ­სან­დრეს მო­მა­ვალ­მა სი­ძემ - რაჟ­დენ­მა. გო­გო­ნა და­ნიშ­ნა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცო­ლა­დაც შე­ირ­თო.

და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა

რაჟ­დენ­სა და ეკა­ტე­რი­ნეს საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი იყო და ოჯახ­ში წერა-კი­თხვის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, შვი­ლი ალექ­სან­დრე ოზურ­გე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რეს. ბავ­შვს ზედ­მე­ტად მკაც­რი გა­რე­მო დახ­ვდა. "გა­მა­რუ­სე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა" ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს კრძა­ლავ­და და ამის გამო, მოს­წავ­ლე­ებს სას­ტი­კად სჯიდ­ნენ... ერთ დღეს ოზურ­გეთს გო­დფ­რუ­ას ცირ­კი ეს­ტუმ­რა. როცა ეს ამ­ბა­ვი ალი­ო­შამ (ასე ეძახ­დნენ ალექ­სან­დრეს) შე­ი­ტყო, მე­გობ­რებს უთხრა და ბავ­შვე­ბი ცირ­კში უნე­ბარ­თვოდ წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ იქ მის­ვლა და მათი და­ჭე­რა ერთი იყო - ბავ­შვებს ცირ­კის კარ­თან ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ელო­და ერთ-ერთი მა­წავ­ლე­ბე­ლი. მან ალი­ო­შას ხელი ჩა­ავ­ლო. მოს­წავ­ლემ მას­წავ­ლე­ბე­ლი ხე­ლის კვრით მო­ი­შო­რა, და­უძ­ვრა, ხალ­ხს შე­ე­რია და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ნა­ხა­ო­ბას ბო­ლომ­დე და­ეს­წრო. მე­ო­რე დღეს მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მო­ტე­ხა არ გას­ჭირ­ვე­ბია, მათ მა­ლე­ვე აღი­ა­რეს, რომ ცირ­კში წას­ვლის იდეა ალი­ო­შამ გა­მოთ­ქვა. "ჰა, რას იტყვი, ვაჟ­ბა­ტო­ნო, კარ­გია ცირ­კი?" - მი­უბ­რუნ­და ალექ­სან­დრეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. "ძა­ლი­ან", - უპა­სუ­ხა მან. "ჩემი არ გე­ში­ნია?" - "არა" - იყო პა­სუ­ხი. "აი, თუ არ გე­ში­ნია"... - გაბ­რაზ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი და მო­სას­ხა­მის ქვეშ და­მა­ლუ­ლი შოლ­ტი ბავ­შვს სა­ხე­ში გა­არ­ტყა. ალექ­სან­დრეს ლოყა გა­უს­კდა და სიმ­წრის­გან გულ­წა­სუ­ლი ძირს და­ე­ცა. "...მარ­თა­ლია, დამ­სა­ჯა ტი­რან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, მაგ­რამ ცირ­კი­სად­მი მის­წრა­ფე­ბა გუ­ლი­დან ვერ აღ­მო­მი­ფხვრა. სა­მა­გი­ე­როდ, მის­და­მი ზი­ზღი სიკ­ვდი­ლამ­დის შემ­რჩა", - იგო­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვა.

15 წლის ალექ­სან­დრეს უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რომ საქ­მი­ა­ნო­ბას თე­ატ­რში გა­აგ­რძე­ლებ­და. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ის არა­ერთ წარ­მოდ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ზა­ფხუ­ლო­ბით ლი­ხა­ურ­სა და მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნებს მარ­თავ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ურ­ჩევ­დნენ, თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა "წან­წა­ლის­თვის" და სწავ­ლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. "არა, შვი­ლო, არ გვი­ყო ეს საქ­მე" - უთხრა ერთხე­ლაც შვილს რაჟ­დენ­მა და ალექ­სან­დრე­მაც, სა­ბუ­თე­ბი თბი­ლი­სის სა­ოს­ტა­ტო (სა­მას­წავ­ლებ­ლო) ინ­სტი­ტუ­ტში შე­ი­ტა­ნა.

რე­ვო­ლუ­ცია და მე­ტე­ხის ციხე

ორ­წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრემ სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და 1900 წელს თე­ატ­რა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ე­ბა. ჯერ თბი­ლის­ში, ე.წ. ავ­ჭა­ლის აუ­დი­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში - ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის დას­ში, ბო­ლოს კი ისევ დე­და­ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­და და 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩა­ე­ბა. თუმ­ცა, სა­ნამ ეს მოხ­დე­ბო­და, 1901 წელს ალექ­სან­დრე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის მო­სახ­დე­ლად გა­იწ­ვი­ეს. სა­ე­ქი­მო კო­მი­სი­ამ ის ჯან­მრთე­ლო­ბის სი­სუს­ტის გამო და­ი­წუ­ნა, მაგ­რამ კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი მა­ინც არ მის­ცა. ალექ­სან­დრე შე­ე­პა­სუ­ხა, რის გა­მოც და­ა­კა­ვეს და კო­მენ­დან­ტის სა­კან­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს. ქრთა­მი­სა და გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის წყა­ლო­ბით, ალექ­სან­დრე ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც პა­ტიმ­რო­ბის ვადა მო­ი­ხა­და თუ არა, ბა­თუმ­ში გა­ემ­გზავ­რა. სურ­და, ფული შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა და სწავ­ლა მოს­კო­ვის სამ­ხატ­ვრო თე­ატ­რის სტუ­დი­ა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ალექ­სან­დრემ ბა­თუმ­ში წარ­მოდ­გე­ნე­ბი გა­მარ­თა, შე­მო­სუ­ლი თან­ხით გამ­გზავ­რე­ბა და­გეგ­მა, მაგ­რამ ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო. ერთ დღეს, რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ალექ­სან­დრე ოზურ­გეთ­ში, სხვებ­თან ერ­თად შე­ი­პყრეს და თბი­ლის­ში მე­ტე­ხის ცი­ხე­ში მო­ა­თავ­სეს. იმ დროს მე­ტე­ხის ციხე პა­ტიმ­რებს ვერ იტევ­და, უად­გი­ლო­ბის გამო ალექ­სან­დრე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ქა­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩას­ვეს. თით­ქმის 4-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვა მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, იქაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში, მაგ­რამ როცა რე­ვო­ლუ­ცია და­მარ­ცხდა, და­პა­ტიმ­რე­ბას რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ იყო ქართველი რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო "დასცინა"

ვინ იყო ქართველი რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო "დასცინა"

პირველი ეროვნული ოპერებისა და პირველი ქართული მხატვრული ფილმის ავტორი, ალექსანდრე წუწუნავა ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მან შეძლო არაერთი მიმართულებით გამხდარიყო "პირველი".

წინაპრები

გურიაში, სოფელ ციხისძირში 1881 წლის 28 იანვარს, 100 წელს მიტანებულმა ალექსანდრე თაყაიშვილმა შვილიშვილის დაბადება კაჟიანი თოფის თორმეტჯერ გასროლით აღნიშნა და შვილიშვილს თავისი სახელი დაარქვა. ამ კაცს ახალგაზრდობაში არაერთი საინტერესო და რომანტიკული თავგადასავალი ჰქონია, მათ შორის - დაოჯახების ამბავიც. თავის დროზე ალექსანდრეს თავად ნაკაშიძის ქალი ჰყვარებია, რომელიც მოიტაცა და მასთან ერთად რამდენიმე დღე ლიხაურის ციხეში გამოიკეტა. სასიმამრო მიუვარდა და ქალიშვილის უკან დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი სიძე-სიმამრის ქეიფით დასრულდა. მოგვიანებით, ალექსანდრესა და მატას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ეკატერინე დაარქვეს. ის ადრეული ასაკიდანვე შენიშნა ალექსანდრეს მომავალმა სიძემ - რაჟდენმა. გოგონა დანიშნა და მოგვიანებით, ცოლადაც შეირთო.

დაწყებითი განათლება

რაჟდენსა და ეკატერინეს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. განათლებული წყვილი იყო და ოჯახში წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ, შვილი ალექსანდრე ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ბავშვს ზედმეტად მკაცრი გარემო დახვდა. "გამარუსებელი პოლიტიკა" ქართულად ლაპარაკს კრძალავდა და ამის გამო, მოსწავლეებს სასტიკად სჯიდნენ... ერთ დღეს ოზურგეთს გოდფრუას ცირკი ესტუმრა. როცა ეს ამბავი ალიოშამ (ასე ეძახდნენ ალექსანდრეს) შეიტყო, მეგობრებს უთხრა და ბავშვები ცირკში უნებართვოდ წავიდნენ, მაგრამ იქ მისვლა და მათი დაჭერა ერთი იყო - ბავშვებს ცირკის კართან ჩასაფრებული ელოდა ერთ-ერთი მაწავლებელი. მან ალიოშას ხელი ჩაავლო. მოსწავლემ მასწავლებელი ხელის კვრით მოიშორა, დაუძვრა, ხალხს შეერია და მეგობრებთან ერთად, სანახაობას ბოლომდე დაესწრო. მეორე დღეს მასწავლებელს მოსწავლეების გამოტეხა არ გასჭირვებია, მათ მალევე აღიარეს, რომ ცირკში წასვლის იდეა ალიოშამ გამოთქვა. "ჰა, რას იტყვი, ვაჟბატონო, კარგია ცირკი?" - მიუბრუნდა ალექსანდრეს მასწავლებელი. "ძალიან", - უპასუხა მან. "ჩემი არ გეშინია?" - "არა" - იყო პასუხი. "აი, თუ არ გეშინია"... - გაბრაზდა მასწავლებელი და მოსასხამის ქვეშ დამალული შოლტი ბავშვს სახეში გაარტყა. ალექსანდრეს ლოყა გაუსკდა და სიმწრისგან გულწასული ძირს დაეცა. "...მართალია, დამსაჯა ტირანმა მასწავლებელმა, მაგრამ ცირკისადმი მისწრაფება გულიდან ვერ აღმომიფხვრა. სამაგიეროდ, მისდამი ზიზღი სიკვდილამდის შემრჩა", - იგონებდა მოგვიანებით ალექსანდრე წუწუნავა.

15 წლის ალექსანდრეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქმიანობას თეატრში გააგრძელებდა. ამავე პერიოდში, ის არაერთ წარმოდგენაში მონაწილეობდა და ზაფხულობით ლიხაურსა და მეზობელ სოფლებში წარმოდგენებს მართავდა. ოჯახის წევრები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა "წანწალისთვის" და სწავლა გაეგრძელებინა. "არა, შვილო, არ გვიყო ეს საქმე" - უთხრა ერთხელაც შვილს რაჟდენმა და ალექსანდრემაც, საბუთები თბილისის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტში შეიტანა.

რევოლუცია და მეტეხის ციხე

ორწლიანი სწავლების შემდეგ, ალექსანდრემ სწავლა მიატოვა და 1900 წელს თეატრალურ ცხოვრებაში საბოლოოდ ჩაება. ჯერ თბილისში, ე.წ. ავჭალის აუდიტორიაში მუშაობდა, შემდეგ ქუთაისში - ლადო მესხიშვილის დასში, ბოლოს კი ისევ დედაქალაქში დაბრუნდა და 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, 1901 წელს ალექსანდრე სამხედრო სამსახურის მოსახდელად გაიწვიეს. საექიმო კომისიამ ის ჯანმრთელობის სისუსტის გამო დაიწუნა, მაგრამ კანცელარიის უფროსმა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთი მაინც არ მისცა. ალექსანდრე შეეპასუხა, რის გამოც დააკავეს და კომენდანტის საკანში გამოამწყვდიეს. ქრთამისა და გავლენიანი ნათესავების წყალობით, ალექსანდრე ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის ვადა მოიხადა თუ არა, ბათუმში გაემგზავრა. სურდა, ფული შეეგროვებინა და სწავლა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში გაეგრძელებინა. ალექსანდრემ ბათუმში წარმოდგენები გამართა, შემოსული თანხით გამგზავრება დაგეგმა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. ერთ დღეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული ალექსანდრე ოზურგეთში, სხვებთან ერთად შეიპყრეს და თბილისში მეტეხის ციხეში მოათავსეს. იმ დროს მეტეხის ციხე პატიმრებს ვერ იტევდა, უადგილობის გამო ალექსანდრე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ქალების განყოფილებაში ჩასვეს. თითქმის 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავა მოსკოვში გაემგზავრა, იქაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ როცა რევოლუცია დამარცხდა, დაპატიმრებას რომ გადარჩენილიყო, სამშობლოში დაბრუნდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

ბოლო 4 წელში, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 30 000-მდე  მოსწავლემ დატოვა

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო