სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნაციზმი და ფაშიზმი" - ალიევის განცხადებას სომხეთში აფასებენ
"ნაციზმი და ფაშიზმი" - ალიევის განცხადებას სომხეთში აფასებენ

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩე­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ილ­ჰამ ალი­ევ­მა არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბას მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ა­წე­რა ხელი. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2018 წლის 11 აპ­რილს ჩა­ტარ­დე­ბა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან "ენი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ისევ ილ­ჰამ ალი­ე­ვია, რო­მე­ლიც ამ პოსტზე მე­ო­თხედ იყ­რის კენ­ჭს. ილ­ჰამ ალი­ე­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტად პირ­ვე­ლად 2003, შემ­დეგ კი 2008 და 2013 წლებ­ში აირ­ჩი­ეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - პარ­ტია "მუ­სა­ვა­ტის" ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ისა გამ­ბა­რი, პარ­ტია "გან­ვი­თა­რე­ბის" ლი­დე­რი ალი ალი­ე­ვი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" ლი­დე­რი მირ­მაჰ­მუდ მი­რა­ლი­ოღ­ლუ.

ქვეყ­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2018 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ალი­ევ­მა მი­უ­ლოდ­ნე­ლად ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნა... ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენტს უკვე 7 წლით აირ­ჩე­ვენ. ამის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე შე­ი­ტა­ნეს. 

ილ­ჰამ ალი­ევ­მა თა­ვი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბით და­ი­წყო - მან სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ ერე­ვანს - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, ხოლო მისი დაბ­რუ­ნე­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი უწო­და. ალი­ევ­მა მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ახა­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის" მე­ექ­ვსე ყრი­ლო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ამ ის­ტო­რი­ულ მი­წა­ზე უნდა დაბ­რუნ­დნენ.

"ერე­ვა­ნი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლია და მისი დაბ­რუ­ნე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია, რო­მელ­საც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ. ახლა ქვე­ყა­ნა­ში სო­ლი­დუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი იქ­მნე­ბა, იღე­ბენ ფილ­მებს, ტარ­დე­ბა გა­მო­ფე­ნე­ბი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ამ ის­ტო­რი­ულ მი­წას­თან კავ­შირს ეხე­ბა და ადას­ტუ­რებს", - გა­ნა­ცხა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, რომ­ლის თქმი­თაც, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს აზერ­ბა­ი­ჯანს უჭერს.

ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა­ზე სომ­ხე­თი­დან პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - "ნა­ციზ­მი და რა­სიზ­მი" - ასე შე­ა­ფა­სეს ერე­ვან­ში ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა. სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრისს პრეს-მდი­ვან­მა ტიგ­რან ბა­ლა­ი­ან­მა მის გან­ცხა­დე­ბას პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი უწო­და. 

"სა­სა­ცი­ლოა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ქვე­ყა­ნი­სა, რო­მე­ლიც 100 წლი­საც არ გამ­ხდა­რა, ის­ტო­რი­ულ მი­წებ­ზე სა­უბ­რობს და მას სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აქვს პრე­ტენ­ზია... ეს ახა­ლი არ არის და კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მთელ სამ­ყა­რო­ში სომ­ხე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი მტრე­ბი სწო­რედ აზერ­ბა­ი­ჯან­ლე­ბი არი­ან. თა­ვის რა­სის­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბაქო კი­დევ ერთხელ ავ­ლენს", - გა­ნა­ცხა­და მან.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის ედუ­არდ შერ­მა­ზა­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა არა­ფე­რია, თუ არა ცი­ნიზ­მი. მი­სი­ვე თქმით, ალი­ე­ვი, თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მით, დღი­თი­დღე ემ­სგავ­სე­ბა ჰიტ­ლერს.

"ის­ტო­რი­უ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ირა­ნის პრო­ვინ­ცია იყო, მისი ჩრდი­ლო­ე­თით, მდი­ნა­რე არაქ­სამ­დე, ამი­ტო­მაც, აზერ­ბა­ი­ჯანს უჭირს ის­ტო­რი­ულ მი­წებ­ში გარ­კვე­ვა... თა­ნა­მედ­რო­ვე კავ­კა­სი­ელ თურ­ქებს ამ ტე­რი­ტო­რი­ას­თან კავ­ში­რი არ აქვთ... მათი წი­ნა­პა­რი თურ­ქი ტო­მე­ბი იყ­ვნენ, შუა აზი­ა­სა და ალ­ტა­ი­დან. ად­რინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი აბილ­ფაზ ელ­ჩი­ბეი ამ­ბობ­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს თურ­ქუ­ლი ენა. ილამ ალი­ე­ვის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, "არ­სე­ბობ­და ერთი ერი, ორ სა­ხელ­მწი­ფო­ში", - დას­ძენს სომ­ხე­თის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ვიცე-სპი­კე­რი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ნაციზმი და ფაშიზმი" - ალიევის განცხადებას სომხეთში აფასებენ

"ნაციზმი და ფაშიზმი" - ალიევის განცხადებას სომხეთში აფასებენ

აზერბაიჯანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევებისთვის ემზადება. ილჰამ ალიევმა არჩევნების გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოულოდნელად მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდება.

მმართველი პარტიიდან "ენი აზერბაიჯანი" პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ ილჰამ ალიევია, რომელიც ამ პოსტზე მეოთხედ იყრის კენჭს. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად პირველად 2003, შემდეგ კი 2008 და 2013 წლებში აირჩიეს.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ - პარტია "მუსავატის" ყოფილი თავმჯდომარე, ისა გამბარი, პარტია "განვითარების" ლიდერი ალი ალიევი და აზერბაიჯანის "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მირმაჰმუდ მირალიოღლუ.

ქვეყნის ადგილობრივი საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ალიევმა მიულოდნელად ვადამდელი არჩევნები დანიშნა... ამის შემდეგ პრეზიდენტს უკვე 7 წლით აირჩევენ. ამის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები უკვე შეიტანეს. 

ილჰამ ალიევმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია ხმაურიანი განცხადებით დაიწყო - მან სომხეთის დედაქალაქ ერევანს - აზერბაიჯანის ისტორიული ნაწილი, ხოლო მისი დაბრუნებას აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანი უწოდა. ალიევმა მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანის" მეექვსე ყრილობაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები ამ ისტორიულ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ.

"ერევანი ჩვენი ისტორიული ნაწილია და  მისი დაბრუნება ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ. ახლა ქვეყანაში სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იქმნება, იღებენ ფილმებს, ტარდება გამოფენები, რომელიც აზერბაიჯანის ამ ისტორიულ მიწასთან კავშირს ეხება და ადასტურებს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოება მხარს აზერბაიჯანს უჭერს.

ალიევის განცხადებაზე სომხეთიდან პასუხმაც არ დააყოვნა - "ნაციზმი და რასიზმი" - ასე შეაფასეს ერევანში ალიევის განცხადება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა მის განცხადებას პროვოკაციული უწოდა. 

"სასაცილოა, რომ პრეზიდენტი ქვეყანისა, რომელიც 100 წლისაც არ გამხდარა, ისტორიულ მიწებზე საუბრობს და მას სომხეთის ტერიტორიებზე აქვს პრეტენზია... ეს ახალი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელ სამყაროში სომხების ნომერ პირველი მტრები სწორედ აზერბაიჯანლები არიან. თავის რასისტულ დამოკიდებულებას ბაქო კიდევ ერთხელ ავლენს", - განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ედუარდ შერმაზანიანის განცხადებით, მორიგი განცხადება არაფერია, თუ არა ცინიზმი. მისივე თქმით, ალიევი, თავისი მმართველობის ფორმით, დღითიდღე ემსგავსება ჰიტლერს.

"ისტორიულად, აზერბაიჯანი ირანის პროვინცია იყო, მისი ჩრდილოეთით, მდინარე არაქსამდე, ამიტომაც, აზერბაიჯანს უჭირს ისტორიულ მიწებში გარკვევა... თანამედროვე კავკასიელ თურქებს ამ ტერიტორიასთან კავშირი არ აქვთ... მათი წინაპარი თურქი ტომები იყვნენ, შუა აზიასა და ალტაიდან. ადრინდელი პრეზიდენტი აბილფაზ ელჩიბეი ამბობდა, რომ აზერბაიჯანული არ არსებობს, არსებობს თურქული ენა. ილამ ალიევის მამის განცხადებით, "არსებობდა ერთი ერი, ორ სახელმწიფოში", - დასძენს სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია - "რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს"

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში