რა ბედი ელის ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - კალაძის კომენტარი ე.წ. რიყის დოქების შესახებ

რა ბედი ელის ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - კალაძის კომენტარი ე.წ. რიყის დოქების შესახებ

ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - ე.წ. რიყის დოქებს პროფილი არ შეეცვლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ე.წ. რიყის დოქებში შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს.

„ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება თეატრი იყოს, შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი“, - განაცხადა კალაძემ.

„დოქების“ მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრის შენობა 2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა. ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის მასიმილიანო ფუკსას მიერაა დაკომპლექტებული და მისი მშენებლობა ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი