ტაივანში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ სანაპიროსთან დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისძვრა დღეს, ადგილობრივი დროით 23:21 საათზე, ჰუალიანთან ახლოს მოხდა იქ, სადაც წინა დღეს 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მისი კერა 12 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 260 დაშავდა, 67 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.