სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბადაგონის" ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
 "ბადაგონის" ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

კომ­პა­ნია "ბა­და­გონ­ში" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლის შემ­დეგ, ზემო ხო­და­შე­ნის ქარ­ხა­ნა "ბა­და­გონ­მა" მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ­მა მეღ­ვი­ნემ გა­ნუ­ცხა­და.

"რაც თბი­ლის­ში ჩვე­ნი სა­წარ­მოს სა­თაო ოფის­ში ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და, მას შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა შე­ვა­ჩე­რეთ. კომ­პა­ნია დი­ლი­დან პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ჯერ არ ვი­ცით, რო­დის გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­მუ­შაო პრო­ცესს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შე­მოს­ვლას ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში, ამა­ზე მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად გა­ირ­კვე­ვა, რად­გან დიდი ხნით გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­წარ­მო ზა­რალ­ზე წავა," - აღ­ნიშ­ნა სან­დრო ქუმ­სიშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ბა­და­გონ­ში" სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი დღეს შე­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბადაგონის" ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

 "ბადაგონის" ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენის ქარხანა "ბადაგონმა" მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა მეღვინემ განუცხადა.

"რაც თბილისში ჩვენი საწარმოს სათაო ოფისში ფინანსური სამსახური შევიდა, მას შემდეგ მუშაობა შევაჩერეთ. კომპანია დილიდან პარალიზებულია. ჯერ არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას ჩვენს კომპანიაში, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, საწარმო ზარალზე წავა," - აღნიშნა სანდრო ქუმსიშვილმა.

როგორც ცნობილია, "ბადაგონში" საგამოძიებო სამსახური დღეს შევიდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება