სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს
"მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

2016 წლის 21 ივ­ლისს, ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლით გზა­ზე უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის მო­რაგ­ბე მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე. ავა­რი­ას შე­ე­წი­რა ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რის ნუცა კა­ლან­და­რი­ას და გი­ორ­გი პა­პას­კი­რის, ასე­ვე მათი მე­გობ­რის ანი ჩხე­ი­ძის სი­ცო­ცხლე.

გი­ორ­გი პა­პას­კი­რის დე­დამ გვი­ან ღა­მით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ის მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის დას­ჯას და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს.

AMBEBI.GE კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს, კოკა კვი­ნი­კა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო კოკა, რა ეტაპ­ზეა ამ­ჯე­რად საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა?

- ამ ეტაპ­ზე სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რემ მო­ი­თხო­ვა, სწო­რედ ამ და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას წარ­მო­ად­გენს ხვალ სა­სა­მარ­თლო­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა. შსს-მ და სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ ჩა­ა­ტა­რა ეს და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა.

- რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა?

- ეს მო­ი­თხო­ვა ბრალ­დე­ბის მხა­რემ, ანუ პრო­კუ­რა­ტუ­რამ. ბრალ­დე­ბის მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლია, მე­კოს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ად­გი­ნოს მა­სა­ლე­ბი. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პია და ვისი არ­გუ­მენ­ტა­ცი­აც უფრო მყა­რი იქ­ნე­ბა, იმას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­სა­მარ­თლო.

- ხვალ არის ჩა­ნი­შუ­ლი სა­სა­მარ­თლო, თქვე­ნი აზ­რით რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს?

- მე მი­მაჩ­ნია, რომ მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლი არ არის დამ­ნა­შა­ვე.

- ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რის დედა ამ­ბობს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა...

- ყვე­ლაფ­რის თქმა შე­იძ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ისიც თქვა, რომ მეკო კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნიზ­რა­ხა თა­ვის და­ღუპ­ვა. ეს არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლო იყო მეკო გარ­დაც­ვლი­ლი­ყო და ყვე­ლა ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მეკო დიდი სის­წრა­ფით რომ არ მი­დი­ო­და, ამას ამ­ტკი­ცებს ის ფაქ­ტი, რომ ის და­ე­ჯა­ხა "ჰონ­და ფიტს", რო­მე­ლიც მე­კოს მან­ქა­ნა­ზე მსუ­ბუ­ქია და ორი­ვე მან­ქა­ნა გა­ჩერ­და შე­ჯა­ხე­ბის ად­გილ­ზე.

- გინ­და თქვათ, რომ გი­ორ­გი პა­პას­კი­რი მოძ­რა­ობ­და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით?

- არ­ცერ­თი მი­დი­ო­და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით და არც მე­ო­რე.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ავა­რია გა­მო­იწ­ვია მე­სა­მე ავ­ტო­მო­ბილ­მა, ნა­პოვ­ნია იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი?

- ის მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლის ვი­ნა­ო­ბა გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ და­ად­გი­ნა და ეს დაც­ვის მხა­რის და­სად­გე­ნი არ არის. მე­კოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა ავა­რი­ი­დან ერთი წლის შემ­დეგ, 276-ე მუხ­ლის მეშ­ვი­დე ნა­წი­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 10 წლამ­დე ვა­დით. ამის შემ­დეგ გად­მოგ­ვე­ცა ჩვენ საქ­მის მა­სა­ლე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბას იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სად­გე­ნად ერთი წლის მერე ვერ და­ვი­წყებ­დით.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ამ­ბობს, რომ მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლი არც კი მი­ვი­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯახ­ში, მარ­თა­ლია?

- ასე­თი რამე რომ იყოს, მეკო კვი­რი­კაშ­ვილს არ და­ვი­ცავ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­კოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ასეთ დროს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მიხ­ვი­დე და სამ­ძი­მა­რი უთხრა ოჯახს. ნამ­დვი­ლად იყო მეკო მი­სუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯახ­ში და მათ დახ­მა­რე­ბაც შეს­თა­ვა­ზა... ის დღემ­დე გა­ნიც­დის რაც მოხ­და და ახლა არა­ა­და­მი­ა­ნი გა­მოჰ­ყავთ მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლი. ეს ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ვინც შე­ეს­წრო ავა­რი­ას და ნახა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და მეკო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ის ხალ­ხი დღემ­დე შოკ­შია. ყვე­ლა მოწ­მე გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­კი­თხა, ვინც იმ დროს ად­გილ­ზე იყო. მათ შო­რის არი­ან სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ამ ამ­ბავს შე­ეს­წრნენ. არც ვიცი, ვინ არი­ან სა­ხე­ზე მოწ­მე­ე­ბი.

- რო­გო­რაა მეკო?

- მეკო ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, მწა­რედ გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი უდ­გა­ნან გვერ­დით. სულ სხვა ხალ­ხია ეს რაგ­ბის­ტე­ბი. 4 შვი­ლი დარ­ჩა, ავა­რი­ის შე­დე­გად ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?

- რისი იმე­დი გაქვთ, ხვალ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სა­მარ­თლო?

- ამ სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ გა­მამ­რთლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა. საქ­მის მა­სა­ლე­ბით ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რო­გორ შე­იც­ვა­ლა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა და ვინ ეხ­მა­რე­ბა მას შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

"მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე. ავარიას შეეწირა ახალგაზრდა ცოლ-ქმარის ნუცა კალანდარიას და გიორგი პაპასკირის, ასევე მათი მეგობრის ანი ჩხეიძის სიცოცხლე.

გიორგი პაპასკირის დედამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, ის მეკო კვირიკაშვილის დასჯას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

AMBEBI.GE კვირიკაშვილის ადვოკატს, კოკა კვინიკაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო კოკა, რა ეტაპზეა ამჯერად საქმის გამოძიება?

- ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა, სწორედ ამ დამატებითი ექსპერტიზის დასკვნას წარმოადგენს ხვალ სასამართლოზე პროკურატურა. შსს-მ და სამხარაულის ბიურომ ჩაატარა ეს დამატებითი ექსპერტიზა.

- რატომ გახდა საჭირო დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება?

- ეს მოითხოვა ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ. ბრალდების მხარე ვალდებულია, მეკოს წინააღმდეგ წარმოადგინოს მასალები. შეჯიბრებითობის პრინციპია და ვისი არგუმენტაციაც უფრო მყარი იქნება, იმას გაითვალისწინებს სასამართლო.

- ხვალ არის ჩანიშული სასამართლო, თქვენი აზრით რა გადაწყვეტილებას მიიღებს?

- მე მიმაჩნია, რომ მეკო კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე.

- ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით მეკო კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა...

- ყველაფრის თქმა შეიძლება. შეიძლება ისიც თქვა, რომ მეკო კვირიკაშვილმა განიზრახა თავის დაღუპვა. ეს არის უბედური შემთხვევა, შესაძლო იყო მეკო გარდაცვლილიყო და ყველა ცოცხალი გადარჩენილიყო. მეკო დიდი სისწრაფით რომ არ მიდიოდა, ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ის დაეჯახა "ჰონდა ფიტს", რომელიც მეკოს მანქანაზე მსუბუქია და ორივე მანქანა გაჩერდა შეჯახების ადგილზე.

- გინდა თქვათ, რომ გიორგი პაპასკირი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით?

- არცერთი მიდიოდა გადაჭარბებული სიჩქარით და არც მეორე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ავარია გამოიწვია მესამე ავტომობილმა, ნაპოვნია იმ ავტომობილის მძღოლი?

- ის მანქანის მფლობელის ვინაობა გამოძიებამ ვერ დაადგინა და ეს დაცვის მხარის დასადგენი არ არის. მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ, 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამის შემდეგ გადმოგვეცა ჩვენ საქმის მასალები და მტკიცებულებების შეგროვებას იმ ავტომობილის დასადგენად ერთი წლის მერე ვერ დავიწყებდით.

- ქალბატონი ნანა ამბობს, რომ მეკო კვირიკაშვილი არც კი მივიდა გარდაცვლილების ოჯახში, მართალია?

- ასეთი რამე რომ იყოს, მეკო კვირიკაშვილს არ დავიცავდი, მიუხედავად იმისა, რომ მეკოს უდანაშაულობაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა მიხვიდე და სამძიმარი უთხრა ოჯახს. ნამდვილად იყო მეკო მისული გარდაცვლილების ოჯახში და მათ დახმარებაც შესთავაზა... ის დღემდე განიცდის რაც მოხდა და ახლა არაადამიანი გამოჰყავთ მეკო კვირიკაშვილი. ეს ასე ნამდვილად არ არის. ვინც შეესწრო ავარიას და ნახა, რა მდგომარეობაში ჩავარდა მეკო შემთხვევის შედეგად, ის ხალხი დღემდე შოკშია. ყველა მოწმე გამოძიებამ გამოკითხა, ვინც იმ დროს ადგილზე იყო. მათ შორის არიან სამხედროები, რომელებიც ამ ამბავს შეესწრნენ. არც ვიცი, ვინ არიან სახეზე მოწმეები.

- როგორაა მეკო?

- მეკო ძლიერი პიროვნებაა, მწარედ განიცდის ამ ამბავს, მაგრამ მეგობრები უდგანან გვერდით. სულ სხვა ხალხია ეს რაგბისტები. 4 შვილი დარჩა, ავარიის შედეგად ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაშია?

- რისი იმედი გაქვთ, ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

- ამ სასამართლოს პირობებში მიმაჩნია, რომ მხოლოდ გამამრთლებელი განაჩენი დადგება. საქმის მასალებით ბრალეულობა არ დასტურდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ