საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე, დღეს 6 თებერვალს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
"ბრწყინვალე, ერუდირებულმა პიროვნებამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატმა, ბატონმა ფრიდონ საყვარელიძემ დაგვტოვა... ხსოვნა და სამუდამო პატივგება იყოს.." - წერს ჩრდილელი.
ფრიდონ საყვარელიძე პარლამენტში საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა. ბოლო პერიოდში ფრიდონ საყვარელიძე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა.