სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს
გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს

პო­ლი­ტი­კურ შე­დეგს პრე­ზი­დენ­ტის რი­ტო­რი­კის უკან ვერ ვხე­დავ, რად­გან ოპო­ზი­ცი­ა­ში ვერ ვხე­დავ იმ სეგ­მენტს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენტს რა­ი­მე პლუ­სი მო­უ­ტა­ნოს, ან პი­რი­ქით, პრე­ზი­დენ­ტმა რამე შეს­ძი­ნოს, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის­თვის შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან რო­მე­ლი­მეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავს.

"ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა თა­ვის­თა­ვად კარ­გია, რად­გან პრე­ზი­დენტს აქვს გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სი, თუმ­ცა წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რად ამ პერ­სპექ­ტი­ვას სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ. ოპო­ზი­ცია შედ­გე­ბა სამი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის­გან. ერთი არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ნამ­სხვრე­ვე­ბი, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც პრე­ზი­დენ­ტის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა მისი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ეს ორი ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ოპო­ზი­ცი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლი არის ე.წ. ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის მომ­ხრე ანუ და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლი და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა და აქაც პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. მე­სა­მე ნა­წი­ლი ოპო­ზი­ცი­ის არის ნუ­ლო­ვა­ნი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რაც უნდა შეკ­რი­ბო და და­აჯ­გუ­ფო, ნული 100-ზე რომ გა­ამ­რავ­ლო, მა­ინც ნუ­ლია. მე არ ვიცი, პრე­ზი­დენ­ტი ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ფიქ­რობს შე­დე­გის მი­ღე­ბას. ეს გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან ოპო­ზი­ცია ან არის დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი, ან არას­წო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის მქო­ნე, ან წარ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი, ან მუდ­მი­ვად წა­გე­ბით აღ­ბეჭ­დი­ლი. მე არ მეს­მის პრე­ზი­დენ­ტის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს. პო­ლი­ტი­კურ შე­დეგს ამ რი­ტო­რი­კის უკან ვერ ვხე­დავ, რად­გან ვერ ვხე­დავ იმ სეგ­მენტს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენტს რა­ი­მე პლუ­სი მო­უ­ტა­ნოს, ან პი­რი­ქით, პრე­ზი­დენ­ტმა შეს­ძი­ნოს რა­ი­მე", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტი იყოს.

"ოპო­ზი­ცი­ა­ში ერ­თად რომ და­ვაჯ­გუ­ფოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი", ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს სამი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნე, არის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი. ამ სამი ნა­წი­ლი­დან ერთ-ერთი უნდა აირ­ჩი­ოს პრე­ზი­დენ­ტმა, თუმ­ცა ვერც ერთი ალი­ან­სის პო­ლი­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ოპო­ზი­ცი­ის­თვის შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პარტნი­ო­რი ვიყო, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, გა­მო­რი­ცხავს თუ არა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს

გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს

პოლიტიკურ შედეგს პრეზიდენტის რიტორიკის უკან ვერ ვხედავ, რადგან ოპოზიციაში ვერ ვხედავ იმ სეგმენტს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტს რაიმე პლუსი მოუტანოს, ან პირიქით, პრეზიდენტმა რამე შესძინოს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. მისივე თქმით, პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრიდან რომელიმესთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

"ასეთი შეთავაზება თავისთავად კარგია, რადგან პრეზიდენტს აქვს გარკვეული რესურსი, თუმცა წმინდა პოლიტიკურად ამ პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებ. ოპოზიცია შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. ერთი არის "ნაციონალური მოძრაობის" ნამსხვრევები, რომელთან თანამშრომლობაც პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება მისი წარსულიდან გამომდინარე. "ნაციონალური მოძრაობის" ეს ორი ნაწილი ერთმანეთთანაც დაპირისპირებულები არიან. ოპოზიციის მეორე ნაწილი არის ე.წ. ნეიტრალიტეტის მომხრე ანუ დასავლური ვექტორის მიმართ სკეპტიკურად მაყურებელი ნაწილი და მათთან თანამშრომლობა პრეზიდენტის მხრიდან გაუგებარი იქნება და აქაც პერსპექტივას ვერ ვხედავ. მესამე ნაწილი ოპოზიციის არის ნულოვანი პარტიები, რომლებიც რაც უნდა შეკრიბო და დააჯგუფო, ნული 100-ზე რომ გაამრავლო, მაინც ნულია. მე არ ვიცი, პრეზიდენტი ვისთან თანამშრომლობით ფიქრობს შედეგის მიღებას. ეს გაუგებარია, რადგან ოპოზიცია ან არის დისკრედიტებული, ან არასწორი ორიენტირების მქონე, ან წარსული დანაშაულით დატვირთული, ან მუდმივად წაგებით აღბეჭდილი. მე არ მესმის პრეზიდენტის ეს ინიციატივა რა პოლიტიკური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. პოლიტიკურ შედეგს ამ რიტორიკის უკან ვერ ვხედავ, რადგან ვერ ვხედავ იმ სეგმენტს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტს რაიმე პლუსი მოუტანოს, ან პირიქით, პრეზიდენტმა შესძინოს რაიმე", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე წარმოუდგენელია მარგველაშვილი ერთიანი კანდიდატი იყოს.

"ოპოზიციაში ერთად რომ დავაჯგუფოთ "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი", ეს შეუძლებელია. ეს სამი ნაწილი, რომელიც ვახსენე, არის შეუთავსებელი. ამ სამი ნაწილიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა, თუმცა ვერც ერთი ალიანსის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, თუმცა არანაირი კონსულტაციები არ გამართულა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა ქვეყნის პირველი პირი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."