სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლილი თაკვარელია - ფრონტის ხაზზე შეყვარებულთან გაპარული 21 წლის გოგონა და გადაუცემელი ჯილდოს ამბავი...
ლილი თაკვარელია - ფრონტის ხაზზე შეყვარებულთან გაპარული 21 წლის გოგონა და გადაუცემელი ჯილდოს ამბავი...

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ომე­ბი უამ­რავ, მნიშ­ვე­ლო­ვან ეპი­ზოდს ინა­ხავს, რო­მელ­ზეც მსჯე­ლო­ბა მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გაც არ არის გვი­ა­ნი; ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რომ 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზურ ომში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქა­ლებ­მაც... სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქა­ლე­ბის გმი­რო­ბის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი ახ­სოვს, - უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან, ერთ-ერთი ასე­თია 21 წლის ლილი თაკ­ვა­რე­ლია, ში­ნა­გა­ნი ჯა­რის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პოლ­კის მებ­რძო­ლი...

1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში აფეთ­ქე­ბულ თვითმფრი­ნავ­ში ისიც იყო... ლილი აფხა­ზეთ­ში მიფ­რი­ნავ­და, ქარ­თველ მე­ომ­რებს რომ მიშ­ვე­ლე­ბო­და. მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რა­მეა ცნო­ბი­ლი.

მისი გახ­სე­ნე­ბა მის თა­ნამ­ბრძოლს, ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ არ­ქი­ვის უფ­როსს, გელა ათა­ქიშ­ვილს ვთხო­ვეთ...

"ერთ დღეს, ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მა­მა­კა­ცი მი­სუ­ლა, - ჩემს 19 წლის ქა­ლიშ­ვილს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, თუ ვინ­მე ლეკვს აჩუ­ქებს, ყვე­ლა სახ­ლში მოჰ­ყავს და იქ­ნებ რამე სამ­სა­ხუ­რი გა­მო­უ­ძებ­ნო­თო...

ასე მო­იყ­ვა­ნეს ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის კი­ნო­ლო­გი­ა­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ენერ­გი­უ­ლი გოგო ლილი თაკ­ვა­რე­ლია. მა­შინ ქა­ლე­ბის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა და და­საქ­მე­ბა ასე­თი ხში­რი არ იყო... მახ­სოვს, არც მა­მას უნ­დო­და, მისი შვი­ლი სა­ო­მარ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი­ყო, ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც უფრთხილ­დე­ბო­და და ცდი­ლობ­და, რთუ­ლი და სა­ხი­ფა­თო საქ­მე­ე­ბის­თვის აე­რი­დე­ბი­ნა... ეს იყო 1993 წელი..." - იხ­სე­ნებს აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან მალე ლილი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი­ნო­ლო­გი გახ­და. ერთხელ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი­დან მა­ი­მუ­ნი გა­ი­პა­რა. შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა, მომ­თვი­ნი­ე­რებ­ლის პოვ­ნამ­დე, ლი­ლის სთხო­ვეს, დაგ­ვეხ­მა­რე­თო. მან ძა­ლი­ან მალე იპო­ვა და გა­ლი­ა­ში და­აბ­რუ­ნა.

ერთხე­ლაც, მას და მის თა­ნამ­შრო­მელს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო... "სო­მე­ხი იყო ის ბიჭი... ზემ­დე­გის წო­დე­ბა ჰქონ­და. ხან­და­ხან, რამ­დე­ნი­მე თვით, თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით აფხა­ზეთ­შიც უშ­ვებ­დნენ. ლილი მას­ზე ყო­ველ­თვის ნერ­ვი­უ­ლობ­და და სულ მას­თან ყოფ­ნას ცდი­ლობ­და. მათ შო­რის, ომ­შიც... თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამის უფ­ლე­ბას ხში­რად არ აძ­ლევ­და, რად­გან საბ­რძო­ლო მოქმდე­ბებ­ში გა­მო­უც­დე­ლი გოგო იყო.

ბევ­რს მუ­შა­ობ­და თა­ვის თავ­ზე - მახ­სოვს, ტირ­შიც კი და­ი­წყო ვარ­ჯი­ში და იმ­დე­ნად კარ­გად ის­რო­და, ბევრ მა­მა­კაცს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და... რამ­დენ­ჯერ­მე აფხა­ზეთ­შიც წა­ვი­და, თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ და წინა ხაზ­ზე არ უშ­ვებ­დნენ. თა­ნა­მებ­რძო­ლებს დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე ეხ­მა­რე­ბო­და.

იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო... ხვდე­ბო­და, რომ აფხა­ზეთ­ში ვი­თა­რე­ბა დღი­თი­დღე იძა­ბე­ბო­და და უა­რეს­დე­ბო­და. აფხა­ზე­თის დაც­ვა­ში თა­ვი­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა სურ­და... სო­ხუ­მი­დან უკვე ცუდი ხმე­ბი ის­მო­და. გახ­სოვთ ალ­ბათ, 16 სექ­ტემ­ბერს "სო­ჭის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა" და­ირ­ღვა და ქა­ლა­ქის და­ბომბვა და­ი­წყეს. მან მა­შინ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე სთხო­ვა სო­ხუმ­ში გაშ­ვე­ბა, მაგ­რამ უარი უთხრეს..." - ამ­ბობს გელა ათა­ქიშ­ვი­ლი.

1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სი­დან მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სო­ხუმ­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ. ლი­ლის უთ­ქვამს, გა­მო­გა­ცი­ლებ­თო. აფ­რე­ნამ­დე, ყვე­ლას­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად, თვითმფრი­ნა­ვის სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­მა­ლუ­ლა, რომ რო­გორ­მე სო­ხუ­მამ­დე ჩა­ეღ­წია...

"არა­და, ჩვენ წინა დღეს გავფრინ­დით და გვთხო­ვა, წა­მიყ­ვა­ნე­თო. უარი ვუ­თხა­რით. კარ­გად ის­რო­და, მაგ­რამ ომი მხო­ლოდ სრო­ლა არ არის... პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. შეგ­ვე­ცო­და. ომის უბე­დუ­რე­ბის­თვის ვერ გა­ვი­მე­ტეთ... ერთი სი­ტყვით, ეს გაფ­რე­ნა მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა - თვითმფრი­ნავს, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კა­ტარ­ღი­დან ყუმ­ბა­რა ეს­რო­ლეს... 7 თუ 8 ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა. ლი­ლის ცხე­და­რი ისე იყო და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი, ვერც მი­აგ­ნეს. შემ­დეგ, 1997 წელს, ტყვე­თა გაც­ვლის კო­მი­სი­ის დახ­მა­რე­ბით ჩა­მო­ას­ვე­ნეს თბი­ლის­ში..." - იხ­სე­ნებს აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი.

ლი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მივ­ლი­ნე­ბით, თა­ვის სამ­ხედ­რო ნა­წილ­თან ერ­თად, ერთ-ერთი ცი­ხის გა­რე­დაც­ვა­ზე ჰყავ­დათ გაშ­ვე­ბუ­ლი და გა­დარ­ჩა... ვე­ტე­რან­თა სა­ხელ­მწი­ფოს სამ­სა­ხურ­მა ლილი თაკ­ვა­რე­ლია სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დენ­ზე წა­რად­გი­ნა. პრე­ზი­დენტს ხელი უკვე მო­წე­რი­ლი აქვს, თუმ­ცა, დო­კუ­მენ­ტი დღემ­დე ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ინა­ხე­ბა... ლილი თაკ­ვა­რე­ლი­ას მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. ძმა კი, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს... "სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ დარ­ჩა, ვი­საც ამ ჯილ­დოს გა­დავ­ცემთ", - ამ­ბობს მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი.

კად­რე­ბი, რო­მე­ლიც 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბე­რის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ლილი თაკვარელია - ფრონტის ხაზზე შეყვარებულთან გაპარული 21 წლის გოგონა და გადაუცემელი ჯილდოს ამბავი...

ლილი თაკვარელია - ფრონტის ხაზზე შეყვარებულთან გაპარული 21 წლის გოგონა და გადაუცემელი ჯილდოს ამბავი...

თანამედროვე საქართველოს ომები უამრავ, მნიშველოვან ეპიზოდს ინახავს, რომელზეც მსჯელობა მეოთხედი საუკუნის შემდეგაც არ არის გვიანი; ალბათ ბევრმა არ იცის, რომ 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალებმაც... საქართველოს ისტორიას ქალების გმირობის უამრავი მაგალითი ახსოვს, - უახლესი ისტორიიდან, ერთ-ერთი ასეთია 21 წლის ლილი თაკვარელია, შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი...

1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავში ისიც იყო... ლილი აფხაზეთში მიფრინავდა, ქართველ მეომრებს რომ მიშველებოდა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი.

მისი გახსენება მის თანამბრძოლს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ არქივის უფროსს, გელა ათაქიშვილს ვთხოვეთ...

"ერთ დღეს, ჩვენი შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში მამაკაცი მისულა, - ჩემს 19 წლის ქალიშვილს ძალიან უყვარს ცხოველები, თუ ვინმე ლეკვს აჩუქებს, ყველა სახლში მოჰყავს და იქნებ რამე სამსახური გამოუძებნოთო...

ასე მოიყვანეს შინაგანი ჯარების კინოლოგიაში ძალიან ლამაზი და ენერგიული გოგო ლილი თაკვარელია. მაშინ ქალების სამხედრო სამსახურში მიღება და დასაქმება ასეთი ხშირი არ იყო... მახსოვს, არც მამას უნდოდა, მისი შვილი საომარ პროცესებში ჩართულიყო, ნერვიულობდა. ჩვენი ხელმძღვანელობაც უფრთხილდებოდა და ცდილობდა, რთული და სახიფათო საქმეებისთვის აერიდებინა... ეს იყო 1993 წელი..." - იხსენებს აფხაზეთის ომის მონაწილე.

მისივე თქმით, ძალიან მალე ლილი პროფესიონალი კინოლოგი გახდა. ერთხელ თბილისის ზოოპარკიდან მაიმუნი გაიპარა. შესაბამისმა სამსახურებმა, მომთვინიერებლის პოვნამდე, ლილის სთხოვეს, დაგვეხმარეთო. მან ძალიან მალე იპოვა და გალიაში დააბრუნა.

ერთხელაც, მას და მის თანამშრომელს ერთმანეთი შეუყვარდათ და ყველაფერი აქედან დაიწყო... "სომეხი იყო ის ბიჭი... ზემდეგის წოდება ჰქონდა. ხანდახან, რამდენიმე თვით, თავისი სპეციალობით აფხაზეთშიც უშვებდნენ. ლილი მასზე ყოველთვის ნერვიულობდა და სულ მასთან ყოფნას ცდილობდა. მათ შორის, ომშიც... თუმცა, ხელმძღვანელობა ამის უფლებას ხშირად არ აძლევდა, რადგან საბრძოლო მოქმდებებში გამოუცდელი გოგო იყო.

ბევრს მუშაობდა თავის თავზე - მახსოვს, ტირშიც კი დაიწყო ვარჯიში და იმდენად კარგად ისროდა, ბევრ მამაკაცს არ ჩამოუვარდებოდა... რამდენჯერმე აფხაზეთშიც წავიდა, თუმცა, როგორც გითხარით, უფრთხილდებოდნენ და წინა ხაზზე არ უშვებდნენ. თანამებრძოლებს დისლოკაციის ადგილზე ეხმარებოდა.

იქიდან დაბრუნებული ყოველთვის ცუდ ხასიათზე იყო... ხვდებოდა, რომ აფხაზეთში ვითარება დღითიდღე იძაბებოდა და უარესდებოდა. აფხაზეთის დაცვაში თავისი წვლილის შეტანა სურდა... სოხუმიდან უკვე ცუდი ხმები ისმოდა. გახსოვთ ალბათ, 16 სექტემბერს "სოჭის სამშვიდობო შეთანხმება" დაირღვა და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. მან მაშინ სამხედრო ხელმძღვანელობას რამდენჯერმე სთხოვა სოხუმში გაშვება, მაგრამ უარი უთხრეს..." - ამბობს გელა ათაქიშვილი.

1993 წლის 22 სექტემბერს, თბილისიდან მისი თანამებრძოლები სოხუმში უნდა გაფრენილიყვნენ. ლილის უთქვამს, გამოგაცილებთო. აფრენამდე, ყველასთვის შეუმჩნევლად, თვითმფრინავის საპირფარეშოში დამალულა, რომ როგორმე სოხუმამდე ჩაეღწია...

"არადა, ჩვენ წინა დღეს გავფრინდით და გვთხოვა, წამიყვანეთო. უარი ვუთხარით. კარგად ისროდა, მაგრამ ომი მხოლოდ სროლა არ არის... პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება. შეგვეცოდა. ომის უბედურებისთვის ვერ გავიმეტეთ... ერთი სიტყვით, ეს გაფრენა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - თვითმფრინავს, ბაბუშერას აეროპორტში, მოწინააღმდეგის კატარღიდან ყუმბარა ესროლეს... 7 თუ 8 ადამიანი გადარჩა. ლილის ცხედარი ისე იყო დანახშირებული, ვერც მიაგნეს. შემდეგ, 1997 წელს, ტყვეთა გაცვლის კომისიის დახმარებით ჩამოასვენეს თბილისში..." - იხსენებს აფხაზეთის ომის ვეტერანი.

ლილის შეყვარებული მივლინებით, თავის სამხედრო ნაწილთან ერთად, ერთ-ერთი ციხის გარედაცვაზე ჰყავდათ გაშვებული და გადარჩა... ვეტერანთა სახელმწიფოს სამსახურმა ლილი თაკვარელია სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენზე წარადგინა. პრეზიდენტს ხელი უკვე მოწერილი აქვს, თუმცა, დოკუმენტი დღემდე ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურში ინახება... ლილი თაკვარელიას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. ძმა კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთში ცხოვრობს... "სამწუხაროდ, არავინ დარჩა, ვისაც ამ ჯილდოს გადავცემთ", - ამბობს მისი თანამებრძოლი.

კადრები, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერის ავიაკატასტროფის შემდეგ არის გადაღებული

"დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სერიოზული ეპიდემიაა" - ამირან გამყრელიძე

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე