საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ეს საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრია ამ დაავადებაზე აუცრელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიან. ამ დაავადების შესახებ ეპიდემიოლოგი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საუბრობს:
- რატომ ითვლება "წითელა" უფრო რთულ დაავადებად, ვიდრე "ჩუტყვავილა" ან თუნდაც "ქუნთრუშა"?
- "წითელას" გაცილებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე "ჩუტყვავილას" თუ "ქუნთრუშას"... საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის უფრო მეტად სახიფათოა, ეპიდემიური გართულება შეიძლება გამოიწვიოს,... ეს არის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ხალხით სავსე ოთახში წითელას მატარებელმა ადამიანმა რომ კარი შეაღოს და უბრალოდ შეიხედოს, ერთი-ორი ჩასუნთქვაც საკმარისი იქნება, ოთახში მყოფ ადამიანების დასასნებოვნებლად. დაავადდებიან ისინი, ვინც აუცრელია და დაავადება გადატანილი არ აქვს.
- რატომ გავრცელდა ისევ "წითელა", ბავშვები ხომ გეგმიური კალენდრის მიხედვით იცრებიან?
- დიახ იცრებიან, მაგრამ მხოლოდ ბავშვების აცრა შეიძლება არ იყოს საკმარისი. პირველი აცრა მოსახლეობის 95 პროცენტმა ჩაიტარა, მეორე აცრა 90 პროცენტზე ნაკლებმა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბავშვების რაღაც ნაწილიც არ არის იმუნური... ყველაზე დიდი პრობლემა არის 25 წლიდან 30 წლამდე მოსახლეობა, რომლებიც არ არიან აცრილი... განაგრძეთ კითხვა