სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადვოკატი - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა
ადვოკატი - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა

ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, 35-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მო­სა­წავ­ლე­ე­ბის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში დღეს თა­ვად გა­მო­ცხად­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მის­მა ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის ბრა­ლი ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

"იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნია, "კო­დექ­სი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ" არ გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ნამ­დვი­ლად ვარ არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც თა­ვად გა­მო­ცხად­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში, მან ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და გა­დაყ­ვა­ნი­ლია წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში", - გა­ნა­ცხა­და ირმა ჭკა­დუ­ამ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, წი­თელ ბაღ­ში მომ­ხდარ ინი­ცი­დენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლი - 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ნ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 იან­ვარს თბი­ლის­ში, ალ.ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, ე.წ. წი­თე­ლი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ა.ნ.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს - 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ც.-ს და 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ც.-ს ცივი ია­რა­ღით მუც­ლი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში თითო ჭრი­ლო­ბა, ხოლო 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ხ.-ს ხელ­ზე მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი თბი­ლის­ში დაჭ­რილ მოს­წავ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - ერთ-ერთი მათ­გა­ნი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ადვოკატი - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა

ადვოკატი - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, 35-ე საჯარო სკოლის მოსაწავლეების დაჭრის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი საგამოძიებო ორგანოში დღეს თავად გამოცხადდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, მისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

"იქედან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანია, "კოდექსი არასრულწლოვნების შესახებ" არ გვაძლევს უფლებას, დეტალებზე ვისაუბროთ. ნამდვილად ვარ არასრულწლოვნის ადვოკატი, რომელიც თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სამართალდამცველებმა თბილისში, წითელ ბაღში მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული - 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ