სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სვა­ნეთ­ში მა­მის მიერ შვი­ლე­ბის ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­მო­კეტვის ფაქ­ტზე, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა იძუ­ლე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა დად­გინ­დეს, არი­ან თუ არა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში. მეზვრიშ­ვი­ლი ასე­ვე სა­კი­თხის კომ­პლექ­სუ­რო­ბა­სა და სენ­სი­ტი­უ­რო­ბა­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"სვა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი და სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უკვე გა­ვა­კე­თეთ - და­ვი­წყეთ გა­მო­ძი­ე­ბა იძუ­ლე­ბის მუხ­ლით, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა ამ საქ­მე­ზე და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა, ვერ იქ­ნე­ბა ამ სა­კი­თხის გა­დაჭ­რის სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­კი­თხი კომ­პლექ­სუ­რია, სენ­სი­ტი­უ­რია, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ამ პრო­ცე­სებ­ში და მიგ­ვაჩ­ნია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის როლი ამ პრო­ცე­სებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ფარ­გლებ­ში, მზად ვართ ყვე­ლა მხა­რეს მო­ვუს­მი­ნოთ, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ საქ­მით და ერ­თად მი­ვი­ღოთ კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

სვა­ნეთ­ში მა­მას 8 შვი­ლი უკვე წლე­ბია, სახ­ლში ჰყავს გა­მო­კე­ტი­ლი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­რან დევ­ნო­ზაშ­ვილს სამი ვაჟი და 5 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი - გო­გო­ნა 21 წლი­საა, უმ­ცრო­სი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკო­ლა­ში და არც სა­ბავ­შვო ბაღ­ში არას­დროს უვ­ლი­ათ. მა­მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მხო­ლოდ ცუდს ის­წავ­ლი­ან.

დევ­ნო­ზაშ­ვილს სახ­ლი­დან შორ მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ორი შვი­ლი გა­მოჰ­ყავს. ბავ­შვებს დი­ა­ბე­ტი აქვთ და თვე­ში ერთხელ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, არიან თუ არა არასრულწლოვნები შინაპატიმრობაში. მეზვრიშვილი ასევე საკითხის კომპლექსურობასა და სენსიტიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ - დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის სწორი გამოსავალი, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია, სენსიტიურია, არასრულწლოვნები არიან ჩართულები ამ პროცესებში და მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია.

მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ახალი დეპარტამენტის ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარეს მოვუსმინოთ, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით და ერთად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ