1975 წელს გადაღებულ ამ ფილმზე საბჭოთა კავშირში თაობები გაიზარდა, ასე რომ ალბათ, ყველას გახსოვთ ცნობილი მუსიკალური ფილმი - "ბურატინოს თავგადასავალი", ონავარ ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვუყურებდით. როგორები არიან ახლა ფილმის გმირები?
ბურატინო/ დიმიტრი იოსიფოვი, 51 წლის
მთავარი როლი ერგო ბიჭს, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონია კინოს სფეროსთან. ის ფიგურული სრიალით იყო გატაცებული. მას შემდეგ, რაც ეკრანზე "ბურატინოს თავგადასავალი" გამოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.
დიმას გამუდმებით იწვევდნენ გადაღებებზე. მოგვიანებით, მან რეჟისორის პროფესია აირჩია და რეკლამების გადაღებას მიჰყო ხელი, მაგრამ არც მსახიობობაზე უთქვამს უარი. პერიოდულად ის სერიალებსა და სატელევიზიო ფილმებში თამაშობს. დიმიტრი იოსიფოვი კოსტიუმების მხატვარზეა დაქორწინებული. წყვილი 3 შვილს ზრდის განაგრძეთ კითხვა