სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - "ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"
19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - "ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"

19 წლის ნინო მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა და 19 წლის ლე­ვან მჭედ­ლი­ძემ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლა და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვის წინ ერ­თად გა­და­წყვი­ტეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ცოლ-ქმარ­მა სა­წყი­სი 3-თვი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის რთუ­ლი კურ­სი გა­ი­ა­რეს, რო­მელ­საც თან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი, ზა­ფხუ­ლის გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხე და ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მე­ბი ახ­ლდა, შე­დე­გად კი სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყეს.

ლე­ვა­ნი არ­ტი­ლერ­ტის­ტია, ნინო კი ამ­ჟა­მად, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის 100-ეულ­ში რა­დი­ო­ო­პე­რა­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. ორი­ვე ამ­ბობს, რომ მათი საქ­მე რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, თუმ­ცა სა­პა­ტიო და სა­ა­მა­ყოა. ლე­ვანს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სურ­და, ნი­ნომ კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ქმარ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ სა­წყი­სი მომ­ზა­დე­ბის კურ­სის გავ­ლას გეგ­მავ­და და შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და.

"რომ გა­ვი­გე სა­წყი­სი მომ­ზა­დე­ბის კურ­სი იწყე­ბო­და, მე­ო­რე დღეს დი­ლით ქუ­თა­ის­ში გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ნი­ნომ 2 დღე­ში მი­თხრა, რომ მა­საც ჩემ­თან ერ­თად წა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი ჰქონ­და. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და, ვფიქ­რობ­დი, გო­გოა, ცოტა სუს­ტია, მაგ­რამ შემ­დეგ ვი­სა­უბ­რეთ და ერ­თად წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ, რა­ტო­მაც არა, ვცა­დოთ-მეთ­ქი. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რე­ჟიმს ვერ გა­უძ­ლებ­და და უკან დაბ­რუნ­დე­ბო­და, ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ სახ­ლში არ წა­სუ­ლი­ყო.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცოლ-ქმა­რი ქარ­თულ არ­მი­ა­ში

სა­ბო­ლო­ოდ, წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბის კურსს ჩემ­მა მე­უღ­ლემ რომ გა­უძ­ლო და ბევ­რმა ჯა­რის­კაც­მა ვერა, კარ­გი გრძნო­ბა იყო. და­სა­წყის­ში, წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბის კურსს 10 კაცი მა­ინც ტო­ვებ­და და მიკ­ვირ­და ჩემი მე­უღ­ლე მომ­ზა­დე­ბის გავ­ლას ისევ რომ აგ­რძე­ლებ­და. ყო­ველ­დღე მქონ­და იმის იმე­დი, რომ უკან არ დაბ­რუნ­დე­ბო­და და მე ვა­მა­ყობ, რომ ეს კურ­სი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ და ამ დროს ჩემ გვერ­დით იყო," - იხ­სე­ნებს ლე­ვა­ნი.

ნინო აღი­ა­რებს, რომ სა­წყი­სი მომ­ზა­დე­ბის კურ­სი მის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, - "თა­ვი­დან ფე­ხებ­ზე სულ სი­ლურ­ჯე­ე­ბი მქონ­და,"- იხ­სე­ნებს ის, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად იმ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო, რომ კურ­სი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, გა­რე­მოს მხრი­დან ცოტა სკეპ­ტი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვხე­დავ­დი, თუმ­ცა ყვე­ლას და­ვუმ­ტკი­ცე, რომ ქალს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, მათ შო­რის ჯარ­ში ყოფ­ნაც. მი­მაჩ­ნია, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში რო­გორც კა­ცებ­მა, ისე ქა­ლებ­მა უნდა იმ­სა­ხუ­რონ, რად­გან სამ­შობ­ლოს დაც­ვა ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­კი­თხია" - აღ­ნიშ­ნავს ის.

ნი­ნოს და ლე­ვანს 2 წლის შვი­ლი ჰყავთ, რო­მე­ლიც მთელ დღეს ბე­ბი­ას­თან ატა­რებს, სა­ღა­მოს კი მშობ­ლებ­თან ერ­თად ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ:

"ბავ­შვი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა 8 სა­ა­თი ვერ ვნა­ხო, მაგ­რამ როცა მას­თან ერ­თად ვარ, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაკ­ლებ. ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი მშობ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ით ია­მა­ყებს და ვეც­დე­ბი, ჩემი სამ­სა­ხუ­რი შე­ვაყ­ვა­რო" - აღ­ნიშ­ნავს ლე­ვა­ნი.

ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რის სა­მუ­შაო დღე 08:00 სა­ათ­ზე იწყე­ბა, დი­ლის ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ისი­ნი თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას იწყე­ბენ. ლე­ვა­ნის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და: "თა­ვი­დან ჯარი უბ­რა­ლო სამ­სა­ხუ­რი მე­გო­ნა, სა­დაც მიხ­ვი­დო­დი, შემ­დეგ უკან დაბ­რუნ­დე­ბო­დი... სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა, იგი­ვე ოჯა­ხია, მე­ო­რე სახ­ლი, რად­გან სახლზე მეტ დროს აქ ვა­ტა­რებ, ღა­მი­თაც აქ მი­წევს დარ­ჩე­ნა," - გან­მარ­ტავს ლე­ვა­ნი.

ნინო რა­დი­ო­ო­პე­რა­ტო­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას გეგ­მავს, თა­ვი­სი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მოს­წონს და სურს, რომ სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლოს. ამ­ბობს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის ერ­თნა­ირ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან მოს­წონს.

"სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია, მაგ­რამ ვი­სურ­ვებ­დი, რომ უფრო მეტი იყოს. ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის მხრივ ქა­ლებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი არ ვრცელ­დე­ბა, კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი ერ­თნა­ი­რად ვარ­ჯი­შო­ბენ, ემ­ზა­დე­ბი­ან, მსა­ხუ­რო­ბენ. რა თქმა უნდა, ამას ვე­თან­ხმე­ბი, რო­დე­საც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მოვ­დი­ო­დი, გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია არ მექ­ნე­ბო­და," - აღ­ნიშ­ნავს ნინო.

მე-3 ქვე­ით ბრი­გა­და­ში, სა­დაც ლე­ვან მჭედ­ლი­ძე და ნინო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი მსა­ხუ­რო­ბენ, გან­მარ­ტა­ვენ, რომ ქა­ლე­ბის მხრი­დან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა იზ­რდე­ბა, რა­საც ისი­ნი მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

"თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ქალი იქ­ნე­ბა თუ კაცი, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში თა­ნა­ბარ მომ­ზა­დე­ბას გა­დის, შე­სა­ბა­მი­სი სამ­თვი­ა­ნი წი­ნა­სა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კონ­კრე­ტულ ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში ნა­წილ­დე­ბი­ან, სა­დაც ორი­ვეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერთი და იგი­ვე მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ეკის­რე­ბათ და თა­ნა­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია ქვე­ყა­ნა და­იც­ვას, ეც­ვას სამ­ხედ­რო ფორ­მა და უდი­დე­სი პა­ტი­ვია, შენს ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რო," - აღ­ნიშ­ნავს უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი შალ­ვა კა­კა­ბა­ძე.

ლე­ვან მჭედ­ლი­ძი­სა და ნინო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გარ­და მე-3 ქვე­ით ბრი­გა­და­ში კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი მსა­ხუ­რობს, თუმ­ცა 19 წლის წყვი­ლის შემ­თხვე­ვა უპ­რე­ცე­დენ­ტოა, რად­გან მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­სა­ხუ­რი ერ­თად და­ი­წყეს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - "ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"

19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - "ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"

19 წლის ნინო მეგრელიშვილმა და 19 წლის ლევან მჭედლიძემ, სამხედრო სამსახურში შესვლა დაახლოებით 8 თვის წინ ერთად გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ცოლ-ქმარმა საწყისი 3-თვიანი მომზადების რთული კურსი გაიარეს, რომელსაც თან დატვირთული რეჟიმი, ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე და ფიზიკური ტრავმები ახლდა, შედეგად კი საკონტრაქტო სამხედრო სამსახური დაიწყეს.

ლევანი არტილერტისტია, ნინო კი ამჟამად, კავშირგაბმულობის 100-ეულში რადიოოპერატორის პოზიციას იკავებს. ორივე ამბობს, რომ მათი საქმე რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა საპატიო და საამაყოა. ლევანს სამხედრო სამსახურის დაწყება ბავშვობიდან სურდა, ნინომ კი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქმარმა შეატყობინა, რომ საწყისი მომზადების კურსის გავლას გეგმავდა და შესაბამისი საბუთების მოწესრიგებაზე ზრუნავდა.

"რომ გავიგე საწყისი მომზადების კურსი იწყებოდა, მეორე დღეს დილით ქუთაისში განცხადება დავწერე, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ნინომ 2 დღეში მითხრა, რომ მასაც ჩემთან ერთად წამოსვლის სურვილი ჰქონდა. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, ვფიქრობდი, გოგოა, ცოტა სუსტია, მაგრამ შემდეგ ვისაუბრეთ და ერთად წამოსვლა გადავწყვიტეთ, რატომაც არა, ვცადოთ-მეთქი. თავიდან მეგონა, რეჟიმს ვერ გაუძლებდა და უკან დაბრუნდებოდა, ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ სახლში არ წასულიყო.

იხილეთ ვიდეო: ცოლ-ქმარი ქართულ არმიაში

საბოლოოდ, წინასწარი მომზადების კურსს ჩემმა მეუღლემ რომ გაუძლო და ბევრმა ჯარისკაცმა ვერა, კარგი გრძნობა იყო. დასაწყისში, წინასწარი მომზადების კურსს 10 კაცი მაინც ტოვებდა და მიკვირდა ჩემი მეუღლე მომზადების გავლას ისევ რომ აგრძელებდა. ყოველდღე მქონდა იმის იმედი, რომ უკან არ დაბრუნდებოდა და მე ვამაყობ, რომ ეს კურსი ერთად გავიარეთ და ამ დროს ჩემ გვერდით იყო," - იხსენებს ლევანი.

ნინო აღიარებს, რომ საწყისი მომზადების კურსი მისთვის რთული აღმოჩნდა, - "თავიდან ფეხებზე სულ სილურჯეები მქონდა,"- იხსენებს ის, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად იმდენად მოტივირებული იყო, რომ კურსი წარმატებით გაიარა.

"თავდაპირველად, როდესაც მეუღლესთან ერთად შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დაწყება გადავწყვიტე, გარემოს მხრიდან ცოტა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ვხედავდი, თუმცა ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც. მიმაჩნია, რომ შეიარაღებულ ძალებში როგორც კაცებმა, ისე ქალებმა უნდა იმსახურონ, რადგან სამშობლოს დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია" - აღნიშნავს ის.

ნინოს და ლევანს 2 წლის შვილი ჰყავთ, რომელიც მთელ დღეს ბებიასთან ატარებს, საღამოს კი მშობლებთან ერთად ყოფნის საშუალება ეძლევა. ახალგაზრდა წყვილი ამბობს, რომ თავიდან, მცირეწლოვანი შვილის დატოვება ძალიან გაუჭირდათ:

"ბავშვი დღის განმავლობაში შეიძლება 8 საათი ვერ ვნახო, მაგრამ როცა მასთან ერთად ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ. ჯერ პატარაა, მაგრამ როდესაც გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, მისი მშობლების პროფესიით იამაყებს და ვეცდები, ჩემი სამსახური შევაყვარო" - აღნიშნავს ლევანი.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარის სამუშაო დღე 08:00 საათზე იწყება, დილის ვარჯიშის შემდეგ ისინი თავიანთი მოვალეობების შესრულებას იწყებენ. ლევანის თქმით, თავდაპირველად, სამხედრო სამსახურზე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა: "თავიდან ჯარი უბრალო სამსახური მეგონა, სადაც მიხვიდოდი, შემდეგ უკან დაბრუნდებოდი... სინამდვილეში კი სხვანაირი აღმოჩნდა, იგივე ოჯახია, მეორე სახლი, რადგან სახლზე მეტ დროს აქ ვატარებ, ღამითაც აქ მიწევს დარჩენა," - განმარტავს ლევანი.

ნინო რადიოოპერატორის კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს, თავისი პროფესია ძალიან მოსწონს და სურს, რომ სამხედრო საქმიანობა მომავალშიც გააგრძელოს. ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში ქალებისა და კაცების ერთნაირ პირობებში ყოფნა ძალიან მოსწონს.

"სამხედრო სამსახურში ქალების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს. ფიზიკური მომზადების მხრივ ქალებზე შეღავათები არ ვრცელდება, კაცები და ქალები ერთნაირად ვარჯიშობენ, ემზადებიან, მსახურობენ. რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როდესაც სამხედრო სამსახურში მოვდიოდი, გააზრებული მქონდა, რომ კაცებთან შედარებით არანაირი პრივილეგია არ მექნებოდა," - აღნიშნავს ნინო.

მე-3 ქვეით ბრიგადაში, სადაც ლევან მჭედლიძე და ნინო მეგრელიშვილი მსახურობენ, განმარტავენ, რომ ქალების მხრიდან სამხედრო სამსახურის მიმართ დაინტერესება იზრდება, რასაც ისინი მიესალმებიან.

"თითოეული მოქალაქე, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნება თუ კაცი, შეიარაღებულ ძალებში თანაბარ მომზადებას გადის, შესაბამისი სამთვიანი წინასარი მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ კონკრეტულ ქვედანაყოფებში ნაწილდებიან, სადაც ორივეს აბსოლუტურად ერთი და იგივე მოვალეობები ეკისრებათ და თანაბარ სიტუაციაში თანაბარ პირობებში ცხოვრობენ. თითოეული მოქალაქის ვალია ქვეყანა დაიცვას, ეცვას სამხედრო ფორმა და უდიდესი პატივია, შენს ქვეყანას ემსახურო," - აღნიშნავს უფროსი სერჟანტი შალვა კაკაბაძე.

ლევან მჭედლიძისა და ნინო მეგრელიშვილის გარდა მე-3 ქვეით ბრიგადაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მსახურობს, თუმცა 19 წლის წყვილის შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან მათ შეიარაღებულ ძალებში სამსახური ერთად დაიწყეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი