ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ მოსკოვში დააკავეს, სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

მისივე თქმით, პოლიციაში ნავალნის ტელეფონი ჩამოართვეს. "ზარებსა და წერილებზე ვერ გიპასუხებთ. თუ თქვენ მაინც ვიღაც გპასუხობთ, ეს მე არ ვარ. შესაძლოა, ეს პუტინია", - დაწერა ალექსეი ნავალნიმ.

მისი ადვოკატის ოლგა მიხაილოვას ინფორმაციით, პოლიცია ნავალნის საჯარო აქციის ჩატარების წესების განმეორებით დარღვევაში ადანაშაულებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"