სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სვანეთში მამას 8 შვილი წლებია სახლში ჩაკეტილი ჰყავს
სვანეთში მამას 8 შვილი წლებია სახლში ჩაკეტილი ჰყავს

სვა­ნეთ­ში მა­მას 8 შვი­ლი უკვე წლე­ბია, სახ­ლში ჰყავს გა­მო­კე­ტი­ლი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­რან დევ­ნო­ზაშ­ვილს სამი ვაჟი და 5 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი - გო­გო­ნა 21 წლი­საა, უმ­ცრო­სი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკო­ლა­ში და არც სა­ბავ­შვო ბაღ­ში არას­დროს უვ­ლი­ათ. მა­მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მხო­ლოდ ცუდს ის­წავ­ლი­ან.

დევ­ნო­ზაშ­ვილს სახ­ლი­დან შორ მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ორი შვი­ლი გა­მოჰ­ყავს. ბავ­შვებს დი­ა­ბე­ტი აქვთ და თვე­ში ერთხელ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბათ.

ამი­რან დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი აღი­ა­რებს, რომ ამის გამო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ვერც მისი დარ­წმუ­ნე­ბა შეძ­ლეს და ვერც ბავ­შვებს უშ­ვე­ლეს.

მე­ზობ­ლე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბის ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან დახ­სნა არა­ერ­თხელ სცა­დეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

"რუს­თა­ვი 2"-ის ცნო­ბით, სვა­ნეთ­ში გა­დას­ვლამ­დე მამა რვა შვი­ლით ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ კი რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა, ბავ­შვებს სახ­ლი­დან არც მა­შინ უშ­ვებ­და. მე­ზობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­სა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, ამი­რან დევ­ნო­ზაშ­ვილ­მა შვი­ლებს მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა, თუმ­ცა მხო­ლოდ მცი­რე ხნით.

მას შემ­დეგ, რაც ვერც პო­ლი­ცი­ამ და ვერც სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა მამა ვერ და­არ­წმუ­ნეს, რომ შვი­ლე­ბი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, საქ­მე­ში მე­უ­ფე ჩა­ერ­თო, თუმ­ცა მღვდე­ლიც უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სვანეთში მამას 8 შვილი წლებია სახლში ჩაკეტილი ჰყავს

სვანეთში მამას 8 შვილი წლებია სახლში ჩაკეტილი ჰყავს

სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

ამირან დევნოზაშვილი აღიარებს, რომ ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა. შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა საბოლოოდ ვერც მისი დარწმუნება შეძლეს და ვერც ბავშვებს უშველეს.

მეზობლები შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბავშვების შინაპატიმრობიდან დახსნა არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, სვანეთში გადასვლამდე მამა რვა შვილით ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა, ბავშვებს სახლიდან არც მაშინ უშვებდა. მეზობლების მოთხოვნისა და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამირან დევნოზაშვილმა შვილებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება მისცა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით.

მას შემდეგ, რაც ვერც პოლიციამ და ვერც სოციალურმა მუშაკებმა მამა ვერ დაარწმუნეს, რომ შვილები შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, საქმეში მეუფე ჩაერთო, თუმცა მღვდელიც უძლური აღმოჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი